x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!»

image


არსებობს ევროპაში მსახიობი, რომელიც უფრო მეტად იმსახურებს მსოფლიო კინოვარსკვლავის სახელს, ვიდრე ალენ დელონია? არსებობს მსახიობი, რომელსაც შეუძლია იმდენ შედევრში მუშაობით დაიკვეხოს, როგორც ალენ დელონმა? არსებობს მსახიობი, რომელსაც შეუძლია ერთნაირად აღაფრთოვანოს, ფილმის როგორც ქალი, ისე კაცი მაყურებელი, როგორც ამას ალენ დელონი აკეთებდა ათწლეულების მანძილზე? რა თქმა უნდა არა.

სამწუხაროა, რომ მსოფლიო კინომატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს ვეღარასდროს ვიხილავთ დიდ ეკრანზე. 81 წლის ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა, განცხადება გააკეთა, უახლოეს მომავალში, კინოკარიერის დასრულების შესახებ.

imageimageimageშემოდოგომაზე მას უკანასკნელ ფილმში გადაიღებენ და ყველაფერი დასრულდება. «მე, ბოქსიორივით ვარ, რომელიც ზედმეტ ბრძოლებს თავს არიდებს, არ მინდა ფილმებში ზედმეტად მონაწილეობა», – თქვა მსახიობმა.

მან ასევე ისაუბრა მომავალი ფილმის შესახებ: ის, რა თქმა უნდა, სიყვარულზე იქნება. დელონის გმირს უყვარდებ, დაახლოებით, 50 წლის ქალი, რომლის როლსაც, სავარაუდოდ, ჟულიეტ ბინოში შეასრულებს.


image


ალენ დელონი დიდ ეკრანზე 2008 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილი. მას შემდეგ, რაც ცეზარის როლი შეასრულა ფილმში «ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე» (фр. Astérix aux Jeux Olympiques). თითქმის 20 წლის მანძილზე, ის მხოლოდ თეატრში და ტელევიზიაში მუშაობდა. არის რეჟისორი, პროდუსერი და სცენარების ავტორი.

image

imageალენ დელონი ქალიშვილთან ერთად. 2010 წ.

imageimage

image

ცნობილ და ყველასთვის საყვარელი კინოვარსკვლავი, ბოლო წლებში, იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებზე, მაგრამ ლოკარნოს (შვეიცარია) კინოფესტივალზე, მორიგი ჯილდოს გადაცემის შემდეგ, მან პრესკომფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

image– 17 წლის ვიყავი ჯარში რომ წავედი, ხოლო 18 წლის ასაკში, ჩინეთში აღმოვჩნდი. იმას ვაკეთებდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ვიდრე კინო თავად არ მოვიდა ჩემთან და ვიდრე ზურგში არა მკრა ხელი. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩემი სილამაზე იყო! (იცინის).

გარდაუვალ კითხვას, საყვარელი როლის შესახებ, მან პირდაპირ არ უპასუხა:
– ასეთი როლი, სულ მცირე, დუჟინი (12 ცალი) მაინცა მაქვს – გვერდს ვერ ავუვლი რენე კლემანის ფილმს «ნათელი მზე» (1960) და «როკოს და მისი ძმების», ვერც ლუკინო ვისკონტის «ლეოპარდს» (1963), ვერც ჟაკ დერეს «აუზს» (1969)... ჩემი ურთიერთობა ვისკონსისთან ყოველთვის პატივისცემაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ პოულარული «ნათელი მზის» შემდეგ გავხდი. ამიტომ, მე ვთვლი, რომ დაუვიწყარი «იტალიური პერიოდი» მქონდა, რომლის შემდეგ გაჩნდა ჟან-პერ მელვილი და მისი «სამურაი» (1969)... დრომ დაამტკიცა, რომ ეს რეჟისორები ნამდვილად უნიკალურები იყვნენ... გენიოსებთან მუშაობას, მე ვერ აღვიქვავდი როგორც საოცრებას. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, თუ რამდენად გამიმართლა.
რაც შეეხება თანამედროვე კინოს, ფილმების უმრავლესობა მსახიობს არ მოსწონს:

– ჩემი კინო ადამიანებს ოცნებას აიძულებდა. დღეს მას სულ სხვა დანიშნულება აქვს! მენატრება, თუ არა კინოში მუშაობა? არა! მათ ენატრებათ, ვისაც არაფერი აქვთ. მე კი ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა... ყველაფერი გამოვიარე... და უაზრო ფილმებში გადაღებას, მოგონებებით ცხოვრება მირჩევნია!
რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მეთამაშა როლი, კამერის წინ, ყველგან ერთნაირად ვგრძნობდი თავს. კამერა ისე მიყვარს, როგორც ქალი! ყოველთვის მზად ვიყავი, ისეთი როლებისთვის, რომლებიც ჯერ არ მქონდა ნათამაშები. მაგალითად, ვითამაშე ფილმში «ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე», თუმცა ის, რაც მე იქ შემომთავაზეს, როლსაც ვერ დავარქმევთ. მაგრამ ვიფიქრე, რა იქნებოდა ცეზარის სახით რომ წარვმდგარიყავი მაყურებლის წინაშე? უკიდურეს შემთხვევაში, მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში არა ყოფილა!
კომედიებში დელონი იშვიათად მონაწილეობდა, რადგან «ამ ჟანრის ყველა როლი, ბელმონდოს ხვდებოდა. ხოლო მე, რეჟისორების წარმოდგენებში, ყოველთვის პირქუში გამომეტყველების ვიყავი. აი რას ნიშნავს ცუდი რეპუტაცია! თუმცა ვთვლი, რომ მართლა არ მქონდა კომიკოსის ნიჭი» (იცინის.)

imageimageimageთავისი რთული ხასიათის შესახებ კი, მსახიობს ბევრი არ უსაუბრია:
– მე ყოველთვის ვემორჩილები დიდ რეჟისორებს, ხოლო მათ, ვინც არ იცის სად დადგას კამერა, ჩემთან ნამდვილად უჭირს ურთიერთობა!

მან ასევე გაიხსენა იმის შესახებაც, რომ კომპანია «პარამაუნტს» უარი უთხრა ამერიკაში მუდმივად ცხოვრებაზე:
– მე იქ 2 წელი ვიცხოვრე, ჩემი ვაჟი ენტონი (ამერიკელი და ფრანგი მსახიობი) იქ დაიბადა, ვითამაშე რამდენიმე ფილმში... ამერიკის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა... მაგრამ, იქ ცხოვრება არ მომწონდა. ცხოვრება მხოლოდ პარიზში მინდოდა!

image

ენტონი დელონი

კითხვაზე ეშინია თუ არა სიბერის, მან უპასუხა:

– არა, მეშინია დამბლის, ინსულტის, სისუსტის... მე არასოდეს წარვსდგები საკუთარი მაყურებლის წინაშე დასუსტებული და დაუძლურებული მოხუცის სახით! არასოდეს!
რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს, მსახიობმა განაცხადა, რომ პოლიტიკა დიდად არ აინტერესებს. მაგრამ, ყოველთვის გვერდში უდგას თავის მეგობარ სარკოზის (საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2004-2007წწ.) ნიკოლა სარკოზი). «მხოლოდ ორი პროფესიის ადამიანები არ გადიან პენსიაზე, – აღნიშნა დელონმა – ეს მსახიობები და პოლიტიკოსები არიან!».
ხოლო კითხვაზე, ყველაზე ხშირად რომელ პარტნიორ ქალს იხსენებს, თავისი მრავალრიცხოვანი პარტნიორებიდან, მან უპასუხა:

– შირლი მაკლეინი და რომი შნაიდერი (ალენ დელონის ყოფილი მეუღლე). რომი შესანიშნავი ქალი და მსახიობი იყო. მე დღემდე მენატრება ის. არ შემიძლია ჩვენი ერთობლივი ფილმის, «აუზის» ყურება.

და მის თვალები ცრემლით აევსო...

image

image
image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ

«მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია

ანჟელიკას წყევლა

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

გარდასახვის დიდოსტატები. 10 მსახიობი, რომელსაც ნებისმიერი როლის თამაში შეუძლია

10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

2
6179
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6179
  
2017, 23 ივნისი, 22:32
1959 წლის 22 აპრილს რომი შნაიდერი და ალენ დელონი დაინიშნნენ. ისინი ერთად 1964 წლამდე ცხოვრობდნენ, თუმცა ქორწილი არ გადაუხდიათ.
2017, 23 ივნისი, 20:27
შნაიდერი ცოლი არ ყოფილა
0 1 2