კინო შერონ სტოუნი რომ არა, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო მსახიობი არ ყოფილიყო 24 ოქტომბერი, 8:50 ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი, კინოპროდიუსერი, მილიონობით ადამიანის რჩეული და მრავალი ჯილდოს მფლობელი – ასეთად ხედავს ლეონარდო დიკაპრიოს მაყურებელი დღეს. თუმცა, მისი გზა დიდებისკენ, იოლი ნამდვილად არ ყოფილა... დამწყები მსახიობი ყველა შემოთავაზებას თანხმდებოდა და კასტინგიდან – კასტინგზე დადიოდა. მაგრამ, რეჟისორები, თითქოს, მის ნიჭს ვერ ამჩნევდნენ. თუმცა, როდესაც ძალიან ძლიერ გინდა რაღაც, მთელის სამყარო შენზე იწყებს მუშაობას... ხანგრძლივი ლოდინი და საბედისწერო ფილმი – «სწრაფი და მკვდარი» (The Quick and the Dead, 1995) პატარა ლეო ფილმებში, 5 წლის ასაკიდან თამაშობდა. თუმცა, ამას კარიერას ვერ ვუწოდებთ, რადგან ის ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. 15 წლის რომ გახდა, მან აგენტი აიყვანა და მხოლოდ კინო–კასტინგებზე კი არა, სარეკლამო რგოლების და სერიალების სინჯებზეც დადიოდა. თავიდან, მას მხოლოდ სარეკლამო რგოლებში იღებდნენ და ასე, 30–მდე, რეკლამა დაუგროვდა. დიდი ხნის მანძილზე პროდიუსერები, მასში დრამატული ჟანრის მსახიობის პოტენციალს ვერ ხედავდნენ. 16 წლის ლეოს დებიუტი კინოში, საშინელებათა ფილმში – «Critters III» (1991)–ში შედგა. მაგრამ, ფილმი წარმატებული არ გამოდგა. კრიტიკოსებმა ის 0 ქულით შეაფასეს, მაყურებლებმა კი – 100-დან – მხოლოდ 23 ქულა მისცა. თუმცა, ახალგაზრდა მსახიობისთვის, ეს ფილმი, რეკლამიდან – კინოში, გარდამავალ ეტაპად იქცა. მომდევნო სამი წლის მანძილზე, დიკაპრიომ რამდენიმე ფილმში ითამაშა და უკვე, როგორც დრამატულმა მსახიობმა, მთავარი გმირების შემადგენლობაში მოხვედრა მოახერხა. ამასთან, როდესაც ფილმი «რა აწუხებს გილბერტ გრეიფს» (What's Eating Gilbert Grape, 1993) გამოვიდა, რომელშიც მომავალი ვარსკვლავი მთავარი გმირის ძმის როლს თამაშობდა, ის პრემია–«ოსკარის» სიაში, ნომინაციით – «საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი» მოხვდა. ფილმში ლეომ, მთავარი გმირის გილბერტის (ჯონი დეპი) გონებრივად ჩამორჩენილი ძმის როლი შეასრულა. შერონ სტოუნმა დიკაპრიო, ფილმის – «სწრაფი და მკვდარი»–ის სინჯებზე, პროდიუსერების სურვილის წინააღმდეგ აირჩია გარდამტეხი მომენტი მსახიობის კარიერაში, ფილმის – «სწრაფი და მკვდარი»–ის კასტინგი იყო. შერონ სტოუნმა, დამწყები მსახიობის კარიერაში, თავისი მონაწილეობის შესახებ, ფართო საზოგადოებას 28 წლის შემდეგ, მემუარებით – «ცხოვრებისეული სიამოვნება ორჯერ» აცნობა. მსახიობმა ავტობიოგრაფიული წიგნი 2021 წ. გამოაქვეყნა და მასში დეტალურად არის გადმოცემული, თუ როგორ იბრძოდა სტოუნი, რომ ზემოთ ხსენებულ ფილმში, როლზე დიკაპრიო დაემტკიცებინათ: ფილმის კასტინგზე რამდენიმე დამწყები მსახიობი მივიდა, მაგრამ პროდიუსერებს არავინ მოეწონათ. შერონ სტოუნი ფილმის თანაპროდიუსერი იყო და სწორედ მან დაარწმუნა დანარჩენები, რომ როლზე ლეო აეყვანათ. უფრო სწორედ, ვერ დაარწმუნა. პროდიუსერებს არ უნდოდათ უცნობი მსახიობის აყვანა. სტოუნი კი აცხადებდა, რომ მხოლოდ მასთან ერთად ითამაშებდა, ვინც თვითონ შეარჩია. მაშინ მას უთხრეს, რომ თუ დიკაპრიო ასე მოსწონდა, ჰონორარი მისთვის, თავად გადაეხადა... და ასეც მოხდა. კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, ფილმმა მაყურებლის აღიარება მოიპოვა. ამ ფილმის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიოს უკვე სერიოზულ როლებზე იწვევდნენ. ხოლო, 2 წლის შემდეგ, ფილმში გადაიღეს, რომელმაც მისი კარიერა და ცხოვრება 2 ნაწილად გაყო: იქამდე და მას შემდეგ... ეს ფილმი – «ტიტანიკია». ვინ იცის, სტოუნს რომ არ დაეჟინებინა, დიკაპრიოს როლზე დამტკიცება, მოახერხებდა ის, მილიონობით ადამიანის გულის მოგებას? «ტიტანიკი», «უოლ-სტრიტის მგელი», «დიდი გეტსბი», «ავიატორი» და კიდევ 30 ფილმი საუკეთესო, იმ ბრწყინვალე ნიჭის წყალობით გახდა, რომლის ამოცნობაც შერონ სტოუნმა დამწყებ მსახიობში შეძლო. დღეს ლეონარდო დიკაპრიო XXI საუკუნის საუკეთესო მსახიობების ოცეულშია. არხის სხვა სიახლეები:* იყო, თუ არა, ფარული მოლაპარაკება, სტალინსა და ჰიტლერს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით?* მფრინავი, რომელსაც ფრენის ეშინოდა (იგავი)* რას წერდა გერმანული და სხვა ქვეყნის პრესა 1941 წლის 22 ივნისს?* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას296 2-ს მოსწონს
|