x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

ფანტომასის შესახებ, ევროპაში რა თქმა უნდა იცოდნენ (ის გამოგონილი პერსონაჟი, ბრწყინვალე კრიმინალია, რომელიც თავის სახეს მალავს და ფრანგული ლიტერატურის და კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიგმირია. ის მარსელ ალენის და პიერ სუვესტრის თანაავტორობით დაწერილი, 34 რომანის გმირია). ამიტომ, კომედიური პაროდია მასზე, რომელიც 60–იან წლებში ანდრე იუნებელმა გადაიღო, ფრანგებმა ნორმალურად მიიღეს, ანუ როგორც ცნობილი ბოროტმოქმედზე შექმნილი პაროდია.

მაგრამ, სსრ კავშირში, ფანტომასზე თუ ვინმემ რამე იცოდა, მხოლოდ მათ, ვინც რევოლუციამდე ცხოვრობდა, რადგან აღნიშნული ლიტერატურული გმირი რომანებში 1911 წელს გამოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფანტომასი საბჭოთა მაყურებელმა ანდრე იუნებელის ტრილოგიის წყალობით გაიცნო.


image


პირველი ფილმი, ფანტომასის შესახებ, სსრ კავშირში 1967 წელს ჩამოიტანეს. მაგრამ, ის რომ ფილმი–პაროდია იყო, არ იცოდნენ. აფიშებზე არც ის მიუთითეს, რომ ფილმი კომედიური ჟანრის იყო და ამიტომ, მაყურებელმა, რომელიც განებივრებული არ იყო «ბოევიკებით» და ფანტასტიკური საშინელებათა ფილმებით, ყველაფერი სერიოზულად მიიღო.

imageშედეგად, სსრ კავშირში, I ფილმი – «ფანტომასი» (1964), 60 მლნ. ადამიანმა ნახა. II – «ფანტომასი აბობოქრდა» (1965) – 45 მლნ–მა, ხოლო III, «ფანტომასი სკოტლანდ-იარდის წინააღმდეგ» (1966) – 34 მლნ–მა.

შედარებისთვის, ფილმის პირველი ნაწილი, საფრანგეთის კინოთეატრებში, მხოლოდ 4, 5 მაყურებელმა ნახა და მას არც ევროპის სხვა ქვეყნებში ჰქონდა რეიტინგი. ამიტომ, ფილმის შემქმნელებს გულწრფელად უკვირდათ, თუ რატომ იყო, რომ ევროპაში, ფილმს გაქირავებაში მაღალი მაჩვენებლები არ ჰქონდა, შორეულ სსრ კავშირში კი, ფანტასტიკურად წარმატებული იყო.

რატომ მოხდა ასე? უბრალოდ, ყველაფერი იდეალურად დაემთხვა. სწორედ ასეთი ფილმები სჭირდებოდა საბჭოთა მაყურებელს – დევნა, მოუხერხებელი ბოროტმოქმედი, ლამაზი ქალბატონები, დასავლური ცხოვრება... ზოგიერთ მაყურებელს ფილმი რამდენჯერმე ჰქონდა ნანახი.

imageსსრ კავშირში, ფანტომასი ერთგვარ კულტადაც კი იქცა და «ფანტომასობანას» თამაშიც კი დაიწყეს. თავდაპირველად ეს საბავშვო გართობას უფრო ჰგავდა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ადრესატებს წერილს უგზავნიდნენ და ხელს ფანტომასის სახელით აწერდნენ. იყო მუქარის შემცველი შეტყობინებებიც. მაგ., ასეთი: «20 წუთის შემდეგ, ფანტომასი გეწვევათ» – და ზუსტად, 20 წუთის შემდეგ, იმ ადამიანის ბინაში, ფანჯრიდან აგურს აგდებდნენ... და თანდათანობით, ეს თამაში სერიოზულ კრიმინალში გადაიზარდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქვეყანაში ფილმის ჩვენება აკრძალეს. მაგრამ, სამი წლის შემდეგ, ცენზურა მოხსნეს.

ანდრე იუნებელს, რადგან მოთხოვნა იყო, არ უნდოდა ფილმის III ნაწილზე შეჩერება და მის გაგრძელებას აპირებდა. ის IV ნაწილის გადაღებას, საერთოდ, სსრ კავშირშიც კი გეგმავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა მაყურებელი, ფილმის გაქირავების წინა რეკორდებს მოხსნიდა...


image


მაგრამ, ჟან მარემ, რომელიც ფილმში ფანტომასის და ჟურნალისტის როლს ასრულებდა, გადაღებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ჩათვალა, რომ ეს პერსონაჟი, მის ფილმოგრაფიას ნამდვილად ვერ დაამშვენებდა. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავის ავტობიოგრაფიაში მას, ამ ტრილოგიაში მონაწილეობა, საერთოდ არ უხსენებია.

რაც შეეხება ლუი დეფიუნესს, ის უკვე პოპულარული მსახიობი იყო. მაგრამ, «ფანტომასში» გადაღების შემდეგ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და რომ არა ჟან მარეს უარი, პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას აპირებდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის

* რუსეთის ახალი საზღვარი და ტერიტორია, რომელზეც მას "თვალი კიდევ უჭირავს"

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* ამ ქალაქებში თუ ნამყოფი ხართ, ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ნახეთ...

* ორგიები დედათა მონასტერში

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* სამეცნიერო ხარისხის მქონე 7 მსახიობი


3
1289
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1289
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 ოქტომბერი, 15:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3