კინო მათ ზღვარგადასულ ფუფუნებას ქველმოქმედება არჩიეს – ყველაზე მოკრძალებული ვარსკვლავები 20 ივლისი, 9:19 ბევრი ჩვენგანი ადევნებს თვალს ცნობილი ადამიანების ცხოვრებას: ისინი ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალურად დაკვეთილი ავტომობილებით დადიან, მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ძვირად ღირებულ სამოსს ატარებენ, ცხოვრობენ ძვირად ღირებულ ვილებში... ეს სტატიაც სწორედ ამ ადამიანებზეა — მათზე, ვინც ფულის ყადრი კარგად იცის: ანჯელინა ჯოლი2001 კამბოჯაში ჩასულმა მსახიობმა ნახა, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობენ მესამე სამყაროს ქვეყნებში ადამიანები და აქტიურად დაიწყო მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და მათ დასახმარებლად, არაერთი საქველმოქმედო ფონდი დააარსა. 2013 წელს ანჯელინა ჯოლიმ ჰუმანიტარული «ოსკარი» მიიღო, ქველმოქმედებისთვის გაღებული ღვაწლისთვის. ლეონარდო დიკაპრიომსახიობი კარიერის დასაწყისშივე მიხვდა, რომ ფულის დაგროვება ბედნიერებას ვერ მოუტანდა და უკვე 1998 წელს შექმნა საქველმოქმედო ფონდი Leonardo DiCaprio Foundation. არის გაეროს კეთილი ნების ელჩი. კირა ნაიტლიკირამ თავისთვის ყოველკვირეული თანხის ლიმიტი დააწესა და თუ რამე ნივთის არაგეგმური შეძენა არა მოუხდა, არასდროს აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს. რიზ უიზერსპუნირიზს არ უყვარს შვილების განებივრება და მათთვის მხოლოდ იმას ყიდულობს, რაც აუცილებელია. ის ასევე მონაწილეობს მზრუნველობას მოკლებული ამერიკელი და კანადელი ბავშვებისთვის სათამაშოების, წიგნების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვებაში. კიანუ რივზირივზი არ ყიდულობს სასახლეებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. «მატრიცაში» აღებული ჰონორარის (80 მლნ. დოლარი) 90 % მან გრიმიორებს და ფილმზე მომუშავე სხვა ტექნიკურ პერსონალს დაურიგა, რადგან ჩათვალა, რომ მათ მეტისმეტად დაბალი ხელფასი ჰქონდათ. სარა ჯესიკა პარკერიმსახიობი მხოლოდ თვითონ კი არ აკეთებს ეკონომიას, – ბავშვებიც მიაჩვია ცხოვრების ამ სტილზე. ის ხშირად სტუმრობს მეორადების მაღაზიებს, ხოლო ქალიშვილებს სამოსს თავად უკერავს. რასელ კროუკროუს თავისუფლად შეეძლო ფუფუნებაში ცხოვრება, მაგრამ ავსტრალიაში პატარა რანჩო იყიდა და ძველი ჯიპით დადის. კრისტიან ბეილიმსახიობი ფუფუნებით ცხოვრების თაყვანისმცემელი არ არის და გამომუშავებულ ჰონორარებს აქტიურად რიცხავს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ სიმდიდრე მისთვის არაფერს ნიშნავსო. ჯესიკა ალბაჯესიკა — ეკონომიური დედა და ბავშვის ეკოლოგიური საფენების კომპანიის დამაარსებელია. ის ჩვეულებრივ, მას-მარკეტში შეძენილ სამოსს ატარებს და ხანდახან, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც სარგებლობს. სანდრა ბალოკიმსახიობს ჰუმანიტარული გრემი აქვს მიღებული, სტიქიური უბედურებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის. გარდა ამისა, ის ეხმარება სკოლებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აწყობს აუქციონებს და ამოღებულ თანხას, სოციალურად დაუცველი ბავშვების ფონდში რიცხავს. მან წითელი ჯვრის ფონდში, 1 მლნ. დოლარი, უკვე არაერთხელ გადარიცხა. ჯენიფერ გარნერიჰოლივუდის ვარსკვლავის ნახვა ხშირად შეიძლება ბაზარში. მას ძალიან უყვარს ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა. მსახიობი აქტიურად თანამშრომლობს Save the Chidren ფონდთან, რომელიც განვითარებადი ქვეყნების სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება. ჯენიფერ ლოურენსიპოპულარული მსახიობი, ჩვეულებრივი, სერიული წარმოების, Volkswagen Eos მარკის ავტომობილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, იაფფასიანი გართობის მოყვარულია – გემრიელობა და ტელევიზორი, სულ ეს არის. ხოლო, გამომუშავებული თანხის უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავს. კვენტინ ტარანტინოყველასთვის ცნობილ რეჟისორს, სრული ბედნიერებისთვის, ძვირად ღირებული ავტომობილები არ ესაჭიროება. მისი ინტერესის ობიექტი — კინო რეკვიზიტებია და მას ამ ნივთების კარგი კოლექცია აქვს. გარდა ამისა, ტარანტინო რეგულარულად ეხმარება სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ მოსახლეობას. ისინი უარს ამბობენ ბრილიანტებზე და ლამაზ ცხოვრებაზე, ქველმოქმედების სასარგებლოდ. და ამ ადამიანებით აღფრთოვანება, ნამდვილად რომ, მუდმივად შეიძლება. არხის სხვა სიახლეები:* ვინ ასწავლიდა უძველეს ხალხებს ბრინჯაოს და რკინის გამოდნობა და დამუშავება?* ფეხბურთელების 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და ყველაზე ძვირიანი მანქანის მფლობელი* უცნაური მოვლენები მთვარეზე, რომელსაც მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?66 1-ს მოსწონს
|