x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
82 წლის სოფი ლორენის სილამაზის საიდუმლო

ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, სოფი ლორენი საკუთარ ასაკს არ მალავს – 20 სექტემბერს მას 83 წელი შეუსრულდება. მაგრამ, ვის მოუბრუნდება ენა, რომ ამ ულამაზეს ქალბატონს მოხუცი უწოდოს? ის დღესაც აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და აქტიურად მონაწილეობს სარეკლამო ფოტო და ვიდეო გადაღებებში!


image

სოფი ლორენი «Dolce & Gabbana»-ს სახე, სარეკლამო ფოტო


2014 წელს სოფი ლორენი კომპანია «Damiani»-ის სამკაულების კოლექციის სახე იყო. ხოლო 2015 წელს კონტრაქტი «Dolce & Gabbana»-თან გააფორმა.

მსახიობი დიდ ეკრანზე 2009 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მაშინ მან მთავარი გმირის დედის როლი შეასრულა, ფილმში «ცხრა».

image

imageimage

ლორენი ხშირად ჩნდება სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება: იდეეალური ვარცხნილობა, მაკიაჟი, ელეგანტური სამოსი.


image


მსახიობი, ასაკის გარდა, არც თავისი უჭკნობი სილამაზი საიდუმლოს მალავს:


* ის სისტემატიურად მოიხმარს extra virgin-ის (საკვებში, ნელსაცხად და აბაზანის მიღების დროსაც) ზეითუნის ზეთს;

* დღეში, სულ მცირე, 8 ჭიქა წყალს სვამს;

* პირს ჯერ თბილი წყლით იბანს, ხოლო შემდეგ სახეზე ყინულის კუბიკს ისვამს.


image


რაც შეეხება სხეულის ფორმებს, ის ბევრს სეირნობს და სწორედ იკვებება.



აქვე გთავაზობთ სოფი ლორენის სხვა რჩევებს და რეკომენდაციებს:


– ქალი ქუდით დაუვიწყარია.


image


– არსებობს ახალგაზრდობის წყარო: ეს არის გონება, ნიჭი, შემოქმედება, რომელსაც საკუთარ და თქვენი ახლობლების ცხოვრებაში შეიტანთ. როდესაც თქვენ ამ წყაროდან სმას ისწავლით, შეძლებთ ასაკის დამარცხებას.


image


– ფიზიკური ვარჯიშები უფრო მეტად მოხდენილს ხდის ადამიანს. როდესაც რეგულარულად ასრულებ რაღაც ვარჯიშების ნაკრებს, სიამაყით და ნარნარით დადიხარ — ისე, თითქოს მთელი ქუჩა შენია.


image


– მე ხშირად ვატარებ დროს ტელევიზორთან და თუ ფილმი გადის, რომელშიც ვმონაწილეობ, აუცილებლად ვუყურებ მას. ვიხსენებ, თუ როგორ ვიღებდით მას, როგორ ვიყავით საათობით გადაღებებზე... დღეს კინოში სულ სხვანაირად თამაშობენ… იცით, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მიყვარს ჩემი ფილმები. ჩემი აზრით, კარგად შევასრულე ყველა როლი. და დღეს სიხარულს მანიჭებს, საკუთარი თავის ეკრანზე ხილვა.


image


– პატარა რომ ვიყავი, ლამაზად არავინ მთვლიდა. 10 წლის ასაკში, იმდენად გამხდარი ვიყავი, რომ სილამაზით, ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი. დღეს რომ ვთქვა, ლამაზი ვარ მეთქი, არ შემიძლია – ასეთი რაღაცეები სხვებმა უნდა განსაზღვრონ. ამასთან, ჩემთვის სილამაზე მთავარი არ არის, უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არის ამ ქვეყანაზე...


image


– დილით 5 საათზე ვდგები, შემდეგ ცოტა ხანს – 20-25 წუთი ოთახში ვვარჯიშობ, ვსაუზმობ. შემდეგ, სასეირნოდ მივდივარ. სახლში, ძირითადა ვკითხულობ. შემიძლია მთელი დღე კითხვაში გავატარო – ძალიან მიყვარს კითხვა. ადრე დრო არ მქონდა და ახლა ვცდილობ ავინაზღაურო. დაახლოებით, ასეთია ჩემი ყოველდღიურობა.


image


სოფი ლორენი დღემდე ინარჩუნებს, ყველა დროის, პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონის წოდებას. 82 წლის ასაკში, ის ისევე ეფექტურად გამოიყურება, როგორც ყველასთვის საყვარელ ფილმში – «ქორწინება იტალიურად» (1964).

image

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!»
რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

ანჟელიკას წყევლა

მარია კალასი. ცხოვრების და გარდაცვალების საიდუმლოებები

ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან

ეს ქალბატონები ამტკიცებენ, რომ ასაკი დაბრკოლება არ არის


0
2137
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0