სხვა სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ! 2016, 26 ნოემბერი, 14:26 როდესაც სურსათს ვყიდულობთ, ყველაფერს იმავე დღეს არ მოვიხმართ. ხშირ შემთხვევაში, სამომავლოდ ვინახავთ, ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ, აღმოვაჩენთ, რომ გადანახულ პროდუქტებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაქონლო სახე დაკარგული აქვს. აქ შეგიძლია წაიკითხოთ იმ წესების შესახებ, რომლებიც კვების პროდუქტებს მოხმარების ვადას გაუხანგრძლივებს და ფულს და დროს დაგაზოგინებთ. 1. ტორტის ჩამოჭრილი ადგილი არ გახმება, თუ გაჭრის ადგილზე პურს მიადებთ და კბილსაჩიჩქნებით დაამაგრებთ. 2. კვერცხს, ვიდრე მაცივარში შეინახავთ, ზეთი გადაუსვით. ასე ის უფრო დიდი ხნით შეინახება! 3. ჯანჯაფილის ფესვის გაფცქვნა ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ პრობლემა გაქრება, თუ ფესვის გაფრცქვნას ჩაის კოვზით სცდით. 4. ყველის მოჭრის შემდეგ, ნუ გადააგდებთ შეფუთვის ნაწილს. ის დარჩენილ ყველს დაახურეთ. 5. თუ რამდენიმე წვეთი ლიმონი გჭირდებათ, ნუ გაჭრით მას! ჩაჩხვლიტეთ კბილსაჩიჩქნით და მსუბუქად დააწექით, წვენი მაშინვე გამოვა. ლიმონი კი მთელი დარჩება. პატარა ნახვრეტს სკოჩი დააკარით და ლიმონი მაცივარში შეინახეთ. 6. ქილაში დარჩენილი მაიონეზის გამოყენება სალათში შეიძლება. ქილაში ჩაამატეთ ცოტა ძმარი, სანელებლები და ზეითუნის ზეთი. ასეთი ნაზავი ნებისმიერ სალათს პიკანტურ გემოს მიანიჭებს. 7. კენკრა ობს არ გაიკეთებს, თუ მას ძმრის სუსტ ხსნარში დაასველებთ. 8. კენკრა დიდი ხნის მანძილზე ინახება მაცივარში, მაგრამ თასი ღია უნდა იყოს, რომ არ დაინამოს. 9. ბანანს ყუნწებზე სამზარეულოს აპკს თუ შემოახვევთ, ის 4-5 დღით უფრო მეტ ხანს შეინახება, ვიდრე ჩვეულებრივ. 10. მწვანილს თუ ყვავილებივით წყალში მოათავსებთ და სამზარეულოში დადგავთ, ის ბევრად უფრო დიდ ხანს შეინახება, ვიდრე მაცივარში. 11. საზამთრო მაცივარში კარგად რომ შეინახოს, გაჭრილი მხარე ქვევით უნდა იყოს.
12. მაცივარში კიტრი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, საყინულედან მოშორებით უნდა მოათავსოთ. რაც შეეხება პომიდორს, მას სიცივე საერთოდ არ უხდება და უმჯობესია საერთოდ არ შეინახოთ მაცივარში: სამზარეულოში დაალაგეთ, ერთ ფენად, ყუნწებით ქვევით. სხვა რეკომენდაციები
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
* დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! პატარა ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს * საჭმლის “სიცოცხლის" ხანგრძლივობა მაცივარში * როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები მაცივარში და ყველი მაცივრის გარეშე * რჩევები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობის დროს გამოგადგებათ * 10 ეშმაკობა ცხოვრების გასამარტივებლად * კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის * 20 ხრიკი სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის * თუ გინდათ, რომ ფული დაზოგოთ... რჩევები საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხანგრძლივი მოხმარებისთვის * როგორ გვატყუებენ შეფუთვები? რა არის სურათზე და როგორია შიგთავსი * 20 აქტუალური რეტრო-რჩევა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის * სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის და არა მარტო მათთვის * სოდის გამოყენების 17 ხერხი, რომელიც ფულს დაგაზოგინებთ * პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები * კულინარიული რჩევები დიასახლისებისთვის * 10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს * 15 ფასდაუდებელი რჩევა, რომელიც თქვენს საყვარელ ნივთებს “სიცოცხლეს" გაუხანგრძლივებს 782 11-ს მოსწონს 1-ს არა
|