სხვა 15 ფასდაუდებელი რჩევა, რომელიც თქვენს საყვარელ ნივთებს ,,სიცოცხლეს" გაუხანგრძლივებს 2015, 7 სექტემბერი, 11:12 1. მოქსოვილი სამოსი რომ არ «იკბინებოდეს» და არ აიბურძგვნოს: ხმარებამდე, მოათავსეთ პარკში და შედეთ საყინულეში 10 სთ-ს მანძილზე. შემდეგ, ჩადეთ თბილ წყალში, რომ «გადნეს». ნართიც დარბილდება და ზემოთ აღნიშნული პრობლემებიც არ შეგაწუხებთ. 2. სიგარეტის ან ნებისმიერი სხვა სუნი რომ მოაცილოთ სამოსს, უნდა შეურიოთ არაყი წყალს: 1 წილი არაყი - 3 წილი წყალი და პულვერიზატორით მიაპკუროთ ნივთებს. სუნი მაშინვე გაქრება. 3. ტანსაცმლიდან ტონალური კრემის მოსაცილებლად, გარეცხვის წინ, პრობლემური ადგილი, საპარსი ქაფით ან კრემით დაამუშავეთ. 4. ტუჩის საცხის ლაქის მოცილება კი, თმის ლაკით არის შესაძლებელი: ლაქას უნდა დაასხათ ლაკი, გააჩეროთ რამოდენიმე წუთი, წყლით ამორეცხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მოათავსეთ სარეცხ მანქანაში. 5. ზამშის ფეხსაცმელის გაწმენდა შეიძლება ფრჩხილების რბილი ქლიბით. 6. თოვლისა და მარილის ლაქების მოცილება ტყავის ფეხსაცმლიდან, შესაძლებელია წყლისა და ძმრის ნაზავით: წყალი 2 წილი - ძმარი 1 წილი. დაასველეთ ძმრიან წყალში კბილის რბილი ჯაგრისი და დაამუშავეთ პრობლემური ადგილები. 7. ლაქირებულ ფეხსაცმლზე გაკაწრული ადგილების აღსადგენად, გამოიყენება ვაზელინი, ხოლო მისთვის ძველებური იერსახის დასაბრუნებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანჯრის საწმენდი საშუალება. 8. იგივე პრობლემის (ნაკაწრი, გაცვეთა) მოგვარება ტყავის ფეხსაცმელებთან დაკავშირებით, შეიძლება კანის დამატენიანებელი ლოსიონით: აიღეთ ხელსახოცი ან პატარა ზომის ქსოვილი, დაასველეთ მცირე რაოდენობის ლოსიონში და გადაუსვით ფეხსაცმელს. გაწმენდის შემდეგ, ძველი ფეხსაცმელი, ახალივით იქნება. 9. თუ ნემსი და ძაფი არა გაქვთ, ნახევრად აწყვეტილი ღილის დამაგრება, ფრჩხილის უფერო ლაქით შეიძლება. 10. უფერო ლაქი, კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ სათვალეზე ხრახნი დაეშვა, მისი დროებითი გამაგრება, ლაქით შეიძლება. 11. ამ სახის თეთრეულის მოხმარების შემთხვევაში, რკინებმა რომ არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ მის თავში და ბოლოში, წებოვანი პლასტირი მიაწებოთ. 12. ახლადგაჩენილი ცხიმიანი ლაქის მოცილება ჭურჭლის სარეცხი საშუალების წასმითა და ქსოვილის მოსრესვით შეიძლება. ცხიმიანი ლაქის მოცილების კიდევ ორი საშუალება არსებობს: ლაქას უნდა დააყაროთ სუფრის მარილი ან წაუსვათ ცარცი. 1 სთ. ასე გააჩერეთ და შემდეგ გადაბერტყეთ. 13. გაჭედილი ელვა-შესაკრავის ასამუშავებლად, ვაზელინში ამოვლებული ბამბიანი ჩხირი გაუსვით ელვის პრობლემურ, უძრავ და მოძრავ ადგილებზე. 14. ტანსაცმელზე ოფლის ლაქების მოცილება ორი ხერხით არის შესაძლებელი: I. ლაქა ლიმონიანი წყლით უნდა ამორეცხოთ. II. ლაქას უნდა დაასხათ სოდიანი წყალი, გააჩეროთ ცოტა ხანი, ხოლო შემდეგ გარეცხოთ. 15. სპორტულ ფეხსაცმელში სუნის ნეიტრალიზებისთვის, სჭიროა შიგნით ცოტაოდენი პურის სოდის ჩაყრა, რომ სუნი შეიწოვოს, ხოლო შემდეგ, ფეხსაცმლი კარგად უნდა გამობერტყოთ. 10995 6-ს მოსწონს
|