x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები

ხანდახან, რესტორნის ან კაფეს სტუმრობის შემდეგ, ჩვენ იმდენად მოგვწონს რომელიმე კერძი, რომ სახლში მისულებს, მისი მომზადების სურვილი გვიჩნდება. მაგრამ იშვიათად თუ ვიღებთ სასურველ შედეგს. საქმე კი იმაშია, რომ რესტორანში დაგემოვნებული კერძის მოსამზადებლად, საჭიროა კულინარიული საიდუმლოებების და ხრიკების ცოდნა, რომლის მოხმარებაში, ასე არიან დახელოვნებულები პროფესიონალი მზარეულები.

აქ მოცემულია რამოდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენს მიერ მომზადებული კერძი, ბევრად უფრო გემრიელი და მიმზიდველი იქნებაა.

imageimage

ყავას ზედმეტი სიმწარე რომ მოაშოროთ, 1 მწიკვი მარილი უნდა დაამატოთ.

imageimage

ქათმის ბულიონი გამჭვირვალე რომ იყოს, დუღილის დროს, 1 კუბიკი ყინული ჩაამატეთ.

image

image

ქათამი ძალიან გემრიელი გამოდის, თუ მას ბროწეულის სოუსით მოამზადებთ.

image

imageცოტამ თუ იცის, რომ მარილის ჩანაცვლება ლიმონის წვენით შეიძლება. გემო უფრო დახვეწილი და საინტერესო გახდება, ამასთან, ლიმონი უფრო სასარგებლოა ვიდრე მარილი, რადგან ის ორგანიზმში სითხეს არ აკავებს.


image

image

ხორცი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ნიგოზს დაამატებთ. განსაკუთრებით, კოტლეტს!

image

image

მზარეულები ბოსტნეულის სალათს 1 მწიკვ ვანილს უმატებენ, რომ მისი არომატი გააძლიერონ.

image

image

სალათს სანელებლებთან ერთად, ცოტა რძესაც თუ დაამატებთ, მას უფრო ნაზი და მკვეთრად გამოხატული გემო ექნება!

image

image

მუქი ლუდი — იდეალური მარინადია ხორცისთვის!

image

image

ბადრიჯანს მომწარო გემო რომ არ ჰქონდეს, მომზადებამდე, ნახევარი საათით, მარილიან წყალში უნდა მოათავსოთ.

image

image

ხორცი გემრიელი და რბილი რომ იყოს, მომზადებისთანავე, ფოლგაში გაახვიეთ და ასე გააჩერეთ 10 წუთი.

image

image

ღვეზელი რომ არ დაიწვას, ზემოდან სველი ქაღალდი დააფარეთ.

image

image

ქათქათა თეთრი ბრინჯის მოსახარშად, ხარშვის დროს, 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი დაამატეთ.

image

image

თუ ხორცი დაგეწვათ, დაჭერით, ზემოდან დაჭრილი ხახვი და პომიდორი დაალაგეთ, მოასხით ცოტა ლიმონის წვენი და ძმარი და გააჩერეთ 5-10 წუთი.

image

image

ღვეზელისთვის დაჭრილი ვაშლი რომ არ გაშავდეს, ცოტა ლიმონის წვენი მოასხით.

image

image

და სხვა კულინარიული რჩევები პროფესიონალებისგან:

imageimageთუ მომენტი გაუშვით, ხორცს ქაფი ვერ მოხადეთ და ის ქვაბის ძირზე დაეშვა, ერთი ჭიქა წყალი დაასხით და ქაფი ისევ ზემოთ ამოვა.

image

ღუმელში ხორცი რომ არ გამოშრეს ან არ დაიწვას, მასთან ერთად, წყალი მოათავსეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭლით.

image

ქათმის ბულიონი გემრიელი რომ იყოს, ხახვის და სტაფილოს გარდა, სხვა სანელებლები არ დაამატოთ, თორემ გემო დაეკარგება.

image

დაფნის ფოთოლი, კერძის მომზადების შემდეგ, მაშინვე უნდა ამოიღოთ, რომ მისი გემო არ გააფუჭოს.

image

სტეიკი უფრო გემრიელი რომ იყოს, შეწვის წინ, ძმარი და ზეთი წაუსვით და 1-2 საათი გააჩერეთ.

image

კოტლეტი, შეწვის პირველ წუთზე, მაღალ ცეცხლზე დადგით, რომ თავიდანვე გაუჩნდეს მაგარი ქერქი და წვენმა არ გამოჟონოს შეწვის დროს. ხოლო შემდეგ, ცეცხლს დაუწიეთ, როდესაც გადააბრუნებთ, ისევ მოუმატეთ ცეცხლს 30 წამით.

imageშეწვის დროს, თევზი რომ არ ჩაიშალოს, შეწვამდე ქაღალდის პირსაცოცით კარგად გაამშრალეთ, მარილი წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ.

image

რაც უფრო წვრილად დაჭრით სოკოს, მით უფრო გემრიელი და არომატული იქნება კერძი.

image

რაც უფრო ძველია კარტოფილი, მით უფრო მეტი წყალი უნდა დაასხათ, მოხარშვის დროს.

imageშეწვის დროს, ცხიმი რომ არ იწუწებოდეს, ვიდრე შეწვას დაიწყებთ, ზეთში ცოტა მარილი მოაფიფქეთ და ამის შემდეგ დაიწყეთ შეწვა.

image

სალათის მომზადების დროს, ზეთი სულ ბოლოს დაამატეთ, რადგან მარილი ზეთში არ იხსნება.

image

შეწვის დროს, კარაქი რომ არ გაშავდეს, ტაფაში კარაქის ჩადებამდე, ცხელ ტაფას ზეთი მოუსვით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ კარაქის ნაჭერი.

image

საფუარიანი ცომი უფრო მალე გაფუვდება, თუ მასში რამდენიმე მილისებურ მაკარონს ჩაარჭობთ.

image

მაიონეზიან სალათებს და ვინეგრეტს განსაკუთრებული გემო ექნება, თუ სუფრაზე მიტანის წინ, ცოტა ხნით, შიგნით ლიმონის ქერქს მოათავსებთ.

image

სახლის ქათამი უფრო სწრაფად მომზადდება, თუ 30 წთ. ხარშვის შემდეგ, 5 წუთით ცივ წყალში ჩადებთ და შემდეგ ხარშვას გააგრძელებთ.

image

თევზის შეწვის დროს, მძაფრი სუნი თავიდან რომ აიცილოთ, თევზთან ერთად, ტაფაში უმი კარტოფილის რამოდენიმე ნაჭერი მოათავსეთ.

image

მოხარშული მაკარონის ზედაპირი მშრალი და წებოვანი რომ არ იყოს, ქვაბში ცოტა წყალი დატოვეთ, გადაწურვის დროს.

image

მოხარშული კარტოფილიდან ზედმეტი სითხის მოსაშორებლად, წყლის გადაწურვის შემდეგ, ქვაბს სახურავის ნაცვლად, ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ.

image

ხორცის შეწვისას, ტაფაში, 1 სუფრის კოვზი ფქვილი ჩაყარეთ და ხორცს კრატუნა ქერქი გადაეკვრება.

image

თევზის მომზადებისას, ზეთი ტაფას კი არა, თევზს უნდა წაუსვათ.

image

ხახვის მოთუშვის დროს, ცუდი სუნი რომ არ დადგეს, მარილი დაუმატეთ და ნელ ცეცხლზე დადგით.

0
950
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0