სხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის და არა მარტო მათთვის 2016, 11 მარტი, 9:23 1. რბილი ავეჯიდან შინაური ცხოველების ბეწვის მოცილება რეზინის ხელთათმანით შეიძლება – ხელთათმანიანი ხელი გადაყსვით ავეჯის ზედაპირს და ბეწვი მას აეკრობა. 2. საოცარი ლიმონი: რეცხვის დროს, 1/4-დან – 1/2 ჭიქამდე, ლიმონის წვენს თუ დაუმატებთ წყალს, თეთრეული ძველ იერს დაიბრუნებს და ახალივით იქნება. 3. თბილი წყალი და 1 ჩაის კოვზი მდოგვი, გააქრობს სუნს ქილაში. 4. მეორე სიცოცხლე ძველი ნივთებისთვის: დახეული კოლგოტი კარგად აცილებს მტვერს დეკორატიულ სანთელს. 5. ბრინჯი კარგად აცილებს ხელისთვის მიუწვდომელ ჭუჭყს ბოთლებში და ლარნაკებში: ჩაყარეთ გასარეცხ ჭურჭელში 1 სუფრის კოვზი ბრინჯი, დაასხით თბილი საპნიანი წყალი და დააჯანჯღარეთ. 6. მსხვრევადი ჭიქები არ დაიმტვრევა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, თუ ცხაურაზე მიამაგრებთ რეზინის რგოლებით. 7. ეტიკეტის მოცილება ჭურჭლიდან, ფენით შეიძლება. 8. მწვანილი უკეთესად ირეცხება მარილიან წყალში… 9. ნაკერების გასახსნელი ხელსაწყო, მტვერსასრუტის გასასუფთავებლადაც გამოგადგებათ. 10. ფეხსაცმლის, შესაფერისი ფერის, კრემის დახმარებით, შესაძლებელია ავეჯის განახლება. 11. ოდნავ შაქრიანი წყალი – კარგი საშუალებაა, ხელიდან ცხიმის მოსაცილებლად.12. მეორე სიცოცხლე ძველი ნივთებისთვის: ძველი, ელექტრო კბილის ჯაგრისით კარგად იწმინდება კაფელებს შორის ღარები. 13. ლინოლეუმისთვის ძველებური იერის დაბრუნება, შესაძლებელია კბილის პასტით გაპრიალებით. 14. ყავის ფილტრებით კარგად იწმინდება ტელევიზორის და მონიტორის ეკრანები. 15. სამზარეულოს დასაჭრელი დაფების (ხის და პლასტმასის) გაწმენდა ლიმონით შეიძლება: გაჭერით ლიმონი შუაზე, გამოწურეთ წვენი, გაანაწილეთ დაფაზე და 20 წუთის შემდეგ, გადაავლეთ წყალი.16. ყავის საფქვავის გაწმენდა თუ გინდათ, დაფქვით მასში ერთი მუჭა ბრინჯი და გაწმინდეთ მშრალი პირსახოცით. 17. აბაჟურის გაწმენდა, ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭის გადატარებით შეიძლება.18. მინიდან სტიკერის მოცილება შეიძლება, თუ მას მაიონეზს გადაუსვამთ, ხოლო შემდეგ ელასტიური ფითხით (შპატელი) აფხიკავთ. 19. სარეცხის ტომარა, პატარა ზომის ჭურჭლის (ბოთლები პატარებისთვის და სხვა) გაასარეცხადაც გამოგადგებათ, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. 20. თანაბარი რაოდენობით ძმრით, მარილთ და ფქვილით გაკეთებული ნაზავით, შეიძლება სპილენძის ნივთების გასუფთავება: მიღებული ფაფით გაწმინდეთ ნივთის ზედაპირი, გარეცხეთ წყლით და კარგად გაამშრალეთ. 219 10-ს მოსწონს
|