11 ივნისი
ჩემი დის, მარინას დაბადების დღეა, წელს ვერ მივულოცავ, არც ტელეფონი, არც წერილი, არანაირი კომუნიკაცია, არადა პირველი შემთხვევაა, ასე შორს რომ ვართ, მის დაბადების დღეზე. ცუდ ხასიათზე დავდექი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დილით აბანოში გაგვიყვანეს. გამოდის, რომ უკვე კვირაზე მეტია აქ ვარ. პრინციპში ძალიან არ გაწელილა, მალე გაირბინა. აბანო...
2015, 10 ოქტომბერი, 21:42
უფალი სუფევს კახელ გლეხის ძარღვიან მკლავში,
და სამათხოვროდ გამოსული, ბავშვის თვალებში,
ჯარისკაცების თავგანწირულ, სულსა და გულში,
პენსიის რიგშიც, რომ დამდგარა ქალი შავებში,
მე უფალს ვხედავ თუშ მეცხვარის უდრეკ მუხლში და
მუცოს დარაჯად შემორჩენილ ვაჟკაც ხევსურში,
შენ ხარ ვენახში, დაუდგრომელ სვანურ სულში და,
ქვის სენაკებში ლოცვად შემდგარ წმინდა მამებში.
...
2015, 26 სექტემბერი, 20:21
|
|