x
image
ერეკლე ცოცანიძე
90 იანელები - ამბავი მეორე
image


Ოთხმოცდაათიანების თაობა, ამბავი მეორე.


Დიტომ სკოლასთან, მამის “ხულიგანკა” გააჩერა. Რვეული აიღო და კლასში ავიდა. Გიოს და კაკოს ლაშა ყავდათ კუთხეში მიყენებული და აკაჩავებდნენ.


  • Მუსიკაზე როგორ დადიხარ ბიჭო არ გრცხვენია? Სად კაცი და სად პიანინო, ეუბნებოდა გიო.
  • Კარგი რა ხომ იცი ნახევარჯელ არც დავდივარ, - იყო ლაშას პასუხი.
  • Დადიხარ კი არა, გუშინაც დაგინახე ნოტებით.

დიტოს შემოსვლის შემდეგ, ლაშას თავი ანებეს და მას მიუტრიალდნენ. Ქალაქგარეთ ჰქონდათ გასვლა დაგეგმილი, დიტოს მამის ახალი მანქანით, მაგრამ დღეს უარი მიიღეს სხვა გეგმები მაქვს და მომავალ კვირაში იყოსო. Ფანჯრიდან დაინახა დიტომ, როგორ შემოვიდა სკოლაში ნანიკო, ყველაზე ლამაზი გოგო უფროსკლასელებში, მას ქერა თმა და მწვანე თვალები ჰქონდა, შეხედულებით კი პირველი კურსის სტუდენტს უფრო გეგონებოდა ვიდრე მეთერთმეტე კლასელი. Დიდი ხანია უტრიალებდა დიტო, როგორმე მიექცია მისი ყურადღება. Ნანიკო არ იმჩნევდა, მაგრამ, აშკარა იყო რომ მასაც მოსწონდა ბიჭი, რომელიც სკოლაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ერთგვარი ყოჩი, მომგვარებელი და მოსამართლე. Ყოველთვის მის მხარეს იდგა ვისაც შეეძლო მამამისის მანქანაში საწვავი ჩაესხა, როცა მამისგან ლიმიტირებული საწვავი გათავდებოდა. Მოკლედ ის ბიჭები ან გოგოები რომელთაც სკოლაში ან მის გარეთ მფარველი სჭირდებოდათ ყველა დიტოსთან მეგობრობას ცდილობდა. Ამ უკანასკნელს მამა ჰყავდა მხედრიონელი. Შუადღისას ბიჭი ბუფეტში შევიდა და დაინახა ნანიკო, რომელიც მარტო სადილობდა, პიურე და კატლეტი სასწრაფოდ აიღო და გოგოს მიუჯდა. Შეტანხმდნენ რომ სკოლის შემდეგ ერთად გაისეირნებდნენ დიტოს მამის გერმანული ავტომობილით.



Დიტო ერთი გაკვეთილით ადრე უკვე დათქმულ ადგილას იყო. Მანქანის დაბურული შუშები ოდნავ ჰქონდა ჩამოწეული რომ კანაფის კვამლი გარეთ გასულიყო. Ცოტა ხანში ნანიკოც გამოჩნდა, თეთრი შორტი და მაისური ეცვა, დიტომ “შურფუწინსკის უტკი” ჩართო და მანქანა დაძრა. Ქალაქიდან რომ გავიდნენ, ბიჭმა სიგარეტს მოუკიდა, ნანიკოს ეუცნაურა, თამბაქოს სუნს სულაც არ ჰგავდა ის სუნი რომელიც მანქანაში დატრიალდა.


  • Მოწევ? - Ჰკიტხა დიტომ - არ თქვა რომ არ ეწევი, მე ხომ იცი ვერაფერს გამომაპარებ
  • Არც ვაპირებდი, კი მოვწევ მაგრამ ასეთი სუნი რატომ აქვს?
  • Პლანი აქვს თამბაქოს შერეული, მაგრამ მოგეწონება.
Თავისივე ღერი მიაწოდა, გოგომ გულიანი ნაფაზი დაარტყა მაგრამ ხველება დააწყებინა. Დიტოს გაეცინა და თავზე ხელი გადაუსვა,

  • მოდი იცი რა ვქნათ? 5 კილომეტრში სოფლის სახლი გვაქვს, პატარა გენერატორი და ვიდეო მაქვს, ავიდეთ და რამე კარგ ფილმს ვუყუროთ.
  • Სახლში დამიგვიანდება, არ მინდა დედა გაბრაზდეს.
  • Დედიკოს გოგო ხარ? - დამცინავი ღიმილით უპასუხა დიტომ, თან საღამოს სახლში იქნები.
  • Კარგი წავიდეთ. Დათანხმდა გოგო .
Ათი წუთის შემდეგ დიტოს მამის “ხულიგანკა”, სოფლის პატარა სახლის ეზოში გაჩერდა.. Დიტომ კართან დამალული გასაღები აიღო და ოთახში შევიდნენ. Რამდენიმე წუთში, მოშორებით მდგომ ფარდულში გენერატორი ახრიგინდა, ბიჭმა დიდი ყუთი გადმოიღო რომელიც ვიდეო კასეტებით იყო სავსე და გოგოს უთხრა ვიდრე რამე სასუსნავს მოვძებნი ფილმი შეარჩიეო. Სამზარეულოდან კონიაკის ჭიქები და ვარციხეს ნახევრად სავსე ბოთლი გამოიღო ერთ ჭიქაში წინასწარ სპეციალურად მომზადებული ფხვნილი ჩაყარა, ორივე ჭიქაში სასმელი დაასხა და მისაღებში დივანის წინ დადგმულ პატარა მაგიდაზე ხილთან ერთად დადგა. Ნანიკოს ხელში უკვე ეჭირა იმ დროისთვის ზე პოპულარული “ლამაზმანი” -ს კასეტა რომლის ბუდიდანაც ჯულია და რიჩარდ გირი იღიმოდნენ. Დიტომ ტელევიზორი ჩართო, და კასეტა ვიდეო მაგნიტოფონში მოათავსა, კუსტარულ გამათბობელზე ჯეზვე დადგა რომელშიც ორი ჭიქა ყავა ესხა და დივანზე ნანიკოსთან ერთად მოკალათდა. Თითო ყლუპი კონიაკი მოწრუპეს და ფილმიც დაიწყო. Ამასობაში ყავა ადუღდა, ნანიკომ წინასწარ მომზადებულ ჭიქებში ყავა დაასხა, დივანზე დაჯდა ჭიქაში დარჩენილი კონიაკი გამოცალა. Ყავამ და კონიაკმა ნანიკოზე იმოქმედა, თითქოს რაღაცნაირად მოეშვა, დიტოც ზუსტად ამას ელოდებოდა, ნანიკოს ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა, გოგოს უკვე თავბრუ ჰქონდა დახვეული და ბიჭის ნებას დაჰყვა, ბიჭმა უცებ ტუჩებში დაუწყო კოცნა და ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა, ნანიკო ხელებს და ფეხებს იქნევდა მაგრამ კონიაკში ჩაყრილმა ფხვნილმა იმოქმედა, და წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო ბიჭი ეცადა რომ მაისური გაეხადა გოგოსთვის, მაგრამ სწორედ ამ დროს ნინიკოს გული აერია, პირიდან ქაფი წამოუვიდა და გონება დაკარგა, დიტო შეშინებული შეჰყურებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. Როგორც იქნა აიყვანა გოგო ხელში, მანქანაში ჩააწვინა და მამამისის BMW მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.


15:30 წუთზე, სახანძროში პოლიციაში და სასწრაფო დახმარების სამსახურში თითქმის ერთნაირად შევიდა ზარი. Დიტოს სოფლიდან ზუსტად 3 წუთის სავალზე, თეთრი BMW იწვოდა, მაშინ როცა ბიჭი ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან გოგოს გამოთრევას ცდილობდა. Აფეთქების ხმამ იქაურობა გააყრუა.


Სამი დღის შემდეგ დაკრძალვის ორი პროცესია ქალაქის ცენტრში სრულიად შემტხვევით გადაიკვეთა, ერტმანეტს გვერდი აუარა და სხვადასხვა მიმართულებით გაეშურა.

0
264
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0