x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური - 23-24 ივნისი

imageგამეღვიძა ონკანს ვეცი, წყალი ისევ არ მოდის, ცხელა, დილაა მაგრამ ცხელა. ტუალეტის ქაღალდით გავწმინდეთ ჯამები და საჭმელი ისე ავიღეთ. წვეთ წვეთ გავიყავით დარჩენილი წყალი. ხელები დავიბანეთ, ამას დაბანა არ ჰქვია მაგრამ მაინც. საჭმელი არ მიჭამია, არ მშია თითქოს, რაღაც მაფორიაქებს, არ მასვენებს, არადა ვიცი ძაღლი ინტუიცია მაქვს, რაღაც ხდება, ნეტავ სახლში როგორ არიან, იმედია ყველა კარგადაა. ერთი თვალით მაინც დამანახა სახლი და ოჯახი, საშინელი მონატრება მაწვება, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ ვატყობ თავი ხელში უნდა ავიყვანო თორემ გავრეკავ. საშინელი სიცხეა, წყლის დარიგებას არც ფიქრობენ. სული გვეხუთება და ვეღარ ვაზროვნებთ. ახლა დამსვა ომალოში, ჩემს ეზოში თუშეთი ეს ხომ სამოთხეა დედამიწაზე. სიწყნარე, სიმშვიდე, სილამაზე, ყველაფერი ერთადაა გინდა დაიჩოქო და მიწას აკოცო, ამით უთხრა მადლობა უფალს რომ გაღირსა ამ სილამაზით ტკბობა. ფიქრი უჩვეულო ხმაურმა შემაწყვეტინა, კარებებს აღებენ და გვარებს კითხულობენ, დიდი შემოწმება დაიწყეს გაიღო ჩვენი კარებიც, გავედით სირბილით და კედელთან დავდექით, ხელები როგორც წესი უკან გვაქვს დალაგებული. გვარებს კითხულობენ. ჩემამდე მოვიდნენ,

ცოცანიძე

ერეკლე მერაბის ძე

მუხლი

210-ის მეორე ნაწილი

თაღლითი ხარ ბიჭო?

არა გამყალბებელი- გამეცინა

ხოხ ნამეტანი საცინლად გაქვს საქმე მე და ჩემმა ღმერთმა.

აღარ მიპასუხია. შემოვედით, ოფიცერი შემოგვყვა.

ეხლა კარგად მომისმინეთ - ზედმეტი ლაპარაკი არ გავიგო, დაშალეთ ეს ხატების კუთხე, ყველამ თავის "ტუმბუჩკაში" შეინახეთ ხატი და იქ ილოცეთ, ეს საეკლესიო ჟურნალები კი რაც უკვე წაკითხული გაქვთ გამოიტანეთ და რაბოჩის მიეცით წაიღებს ბიბლიოთეკაში და სხვებიც წაიკითხავენ.

სახტად დავრჩით, ასეთი რამ არავის უთქვამს. ჩვენ ჩვენს თაროებზე საცვლები და ნასკები გვილაგია, იქ ხატებს ვერ დავდებთ, გადავწყვიტეთ სულ ავიღოთ და ხატების გარეშე ვილოცოთ.


image
საშინელმა სიცხემ გამაღვიძა ოფლში ვცურავ წყალი ისევ არ მოდის, კამერაში საშინელი სუნი დგას. არადა ერთ ბოთლზე მეტს არ გვიჩერებენ კამერაში. ერთი ბოთლი და ერთი სათლი კარგა ხანია დაიცალა ხელების დასაბანი წყალიც არ გვაქვს, საჭმელს ვერ ვჭამთ, ტყუილად ვიღებთ, რომ არ ავიღოთ პროტესტად მიიღებენ და დაგვანგრევენ, დაგვანგრევენ და ყველას კარანტინში ჩაგვიყვანენ, ასე გაგვაფრთხილა პატარა მეგრელმა კაცუნამ, რომელიც ჩვენი კორპუსის ოფიცერია სახელი ვერ დავადგინეთ. მხოლოდ ჩაის ვიღებთ ვაცივებთ და ხელებს ვიწკუმპლავთ მაინც არა აქვს სიტკბო და არაუშავს სხვა გზა არაა. დღესაც თუ არ მოვიდა წყალი ალბათ დავიხოცებით, ერთმანეთს დამატებული წყურვილი და სიბინძურე მოგვკლავს, ყველაფერი გასარეცხია.


თელაველს ადვოკატთან დაუძახეს. . ადვოკატისგან დაბრუნებულს თელაველს რამაზისთან სპორი მოუვიდა. შემოვიდა ოფიცერი, ვერ გაარკვია ვის მოუვიდა სპორი, ჩაგვამწკრივა ურჩი მოწაფეებივით და თითო სილა გვითავაზა სახეში. დედები გვიხსენა და გავიდა.თან დაგვიბარა ძველბიჭობას თავი გაანებეთ თორემ კარცერი არ აგცდებათ არცერთსო.

საღამოს შემოწმება დაიწყო, რაღაც დიდი ხანი გაგრძელდა, გაიღო კარი გავედით დავდექით და ოფიცერი კამერაში შევიდა. შევიდა და აღარ გამოდის, ასე ვიდექით ნახევარი საათი, როგორც იქნა გამოვიდა კაცუნა და შევედით კანერაში. შევედით და ნეტავ არ შევსულიყავით. ყველაფერი ძირს ეყარა ტანსაცმელი ჰიგიენის საგნები, წიგნები ქვეშაგები აბსოლუტურად ყველაფერი. მაგიდაზე ფეხსაცმლის კვალი იყო და ეს ყველაფერი ხდებოდა იმ პირობებში როდესაც მესამე დღეა წყალი არ გვაქვს პაპანაქება ზაფხულში. კონტროლიორი ჯაბაა, კაკოს რომ უთხრა შენ ფეხზე არ ადგე რომ შემოვიხედებიო. ეს დღესაც რამდენჯერმე გაიმეორა, ბოლოს უთხრა ნუ დგები რა გაატრაკეო და კაკოც შემდეგ შემოხედვაზე აღარ ადგა. აღა ადგა და კარები გაიღო ოფიცერი შემოვიდა მივარდა კაკოს და მუშტი მოუღირა.

„შე ყ..ო, ფეხზე ადგომა რა გეზარება?“

ჩვენ ვუთხარით კონტროლიორმა უთხარათქო, გაიკვირვა მერე კონტროლიორი და ოფიცერი ვერ გაგირჩევიათო? თურმე თვალის კაკალზე უნდა ვიცნოთ, ამის შემდეგ რომ შემოვიხედავ პირველი ეს მძღ....ის ბოჭკა ადგეს, ყ..ზე მკიდიაო. ამასობაში ჯაბაც მოვიდა, რომ გაიგო რაც ხდებოდა ყურში რაღაც უთხრა და ორივენი გავიდნენ. ამასობაში შუქის ჩაქრობის დროც მოვიდა ვატყობ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან დავიღალე და მეშინია ეს დაღლა რაიმე სერიოზულში არ გადამეზარდოს. ვერ ვიძინებ და ვცდილობჩემს თავს ჩავაგონო რომ რასაც არ ეშველება ნერვიულობა არ უნდა. ვფიქრობ იმაზე როგორ გავიტანო ეს ყველაფერი გარეთ რაც აქ ხდება. უნდა იცოდეს ყველამ ერმაც და ბერმაც ამ მიწიერი ჯოჯოხეთის შესახებ.


0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0