პროზა გლდანის პატიმრის დღიური 28 ივნისი 2015, 20 ნოემბერი, 1:19 ასამართლომდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, ერთი კვირის მერე პირველად დავტოვებ ამ კედლებს, არასოდეს მომისვენია ერთი თვე კი არა ერთი საათის განმავლობაში ერთ ადგილას რომ ვყოფილიყავი, რამდენი ერთი გამოვიდა. არაფერს ველოდები პირველი სხდომიდან. უბრალოდ გაიხსნება და ეგაა.ან რარა აქვთ საძიებელ საკვლევი რა, მომცენ რასაც მიპირებენ ან გამიკეთონ საპროცესო, ლოდინი ყველაზე საშინელი რამეა უსაშინლესი და უსასტიკესი. ელოდები ელოდები და არ იცი რა ხდება. ამ დილით კვლავ ოჯახზე ფიქრი ამეკვიატა. კვლავ ახლოვლები და მეგობრები გამახსენდა. გამახსენდა გოგი რომელმაც ფაქტიურად გამზარდა მამას სიკვდილის მერე, ყველაფერი კაცური მასწავლა რაც უნდა მესწავლა გარდატეხის ასაკში. გვერდში მედგა მართლა საკუთარი მამასავით და ახლაც გვერდში მიდგას დარწმუნებული ვარ რითიც შეუძლია. დღეს კარანტინს დაშლიან და ახალი თანასაკნელი გვეყოლება კაკოს მაგივრად. საერთოდ როცა კამერაში ახალი შემოდის ყველა ეჭვის თვალით უყურებს, ვინ არის და რა არის, შეიძლება ადმინისტრაციამ სპეციალურად შემოუშვას. თუმცა შემოუშვან რა რა უნდა ნახონ. დღეს კობამ მითხრა ვხედავ ლოცულობ და იქ თაროზე ერთი ჯვარია, თუ გინდა ატარეო, თავად დაუწნავთ ძაფისგან. ეს აკრძალულია და არ ვიცი ვინ გაბედა. ნასკი იშლება და იმისგან წნავენ. მე სიამოვნებით გავიკეთე. სახარებას ვკითხულობ ხშირად. ვნანობ ამდენ ადამიანს რომ ვენდობოდი. დრო და დრო თავს წამოყოფს ვანო ნინოშვილი . ეს ნაბოზარი აგენტი. მაკანკალებს მის გახსენებაზე. არ ვიცი რას ვიზავ სადმე რომ გადამეყაროს. რა უნდოდა, პური მიჭმევია, ღვინო დამილევინებია, სახლში შემიშვია. სადამდე მიდის ადამიანთა უკუღმართობა. მე იმის მეშინია ვინმე ჩემიანმა არაფერი უთხრას. ის ხომ ნებისმიერს გაწირავს. გეხვეწებით ყველას აქედან და იქნებ მოვიდეს ჩემი ფიქრი თქვენამდე. ახლოს არ გაეკაროთ, არ მინდა, იმ ადამიანებიდან ვინმე ვინც ძალიან მიყვარს, აქ მოხვდეს. მითუმეტეს ჩემი გულისთვის. ამას თავს არასოდეს ვაპატიებ. იმედია ეყოფათ გონიერება და სწორად გაანალიზებენ ნინოშვილ - გოგოჭურის პიროვნებებს. პარასკევია, კიდევ ერთი სამუშაო კვირა მიილია. წუხელ სიზმარში ოფისი ვნახე, ოფისი სადაც ვმუშაობდი, მაგრამ გარემონტებული და გალამაზებული. ბანერებით და დიდი სათათბირო მაგიდით უკანა ოთახში, როგორც მინდოდა რომ მომეწყო. ხალხი ირეოდა საქმიანი ფუსფუსი იდგა. 445 1-ს მოსწონს 1-ს არა
|