x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური 1 ივლისი

image

ეზოში უცხო ადამიანები გამოჩნდნენ,
რაღაც ფურცლები უჭირავთ, რადიოში თქვეს დილით გლდანის ციხეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეამოწმებენო. ყველა თანამშრომელი დამტკბარია დღეს. თითქოს მეგობრულადაც კი გველაპარაკებიან. კარები გაიღო, ოფიცერი შემოვიდა და გვითხრა, ახლა შემოწმებაზე მოვლენ და ჭკვიანად იყავით, თორემ ბაჭიებივით დაგტ...თო. მისი გასვლიდან 15 წუთში გაიღო კარები და სამნი შემოვიდნენ. არც კონტროლიორი,
არც ოფიცერი. კითხვებს სვავენ. გვცემენ თუ არა, გვაგინებენ, თუ არა, რადიოს როგორ ხმაზე ვუსმენთ და როგორ ვსაუბრობთ. წინასწარ მოვილაპარაკეთ, არაფერი გვეთქვა. როცა ვიკითხე რომ ვთქვათ რას გაიგებენ მეთქი, რას ამბობ რა ვიცით შეკრულები რომ
არ არიანო. ერთმა მონიტორმა იკითხა, ციხის უფროსს თუ იცნობთო, ჩვენ მხრები
ავიჩეჩეთ. გელამ თქვა მე ვიცნობ, სასამართლოზე ვნახეო. გადაირია მონიტორი მაგრამ გელამ გაასწორა, რომ მივყავდი „სუდზე“, მაშინ დამანახესს ხვებმა, სანამ გაგვიყვანდნენო.


როცა სტუმრები წავიდნენ, ოფიცერმა კობას დაუძახა. ნახევარი საათი ელაპარაკებოდა. შემდეგ გელა გაიყვანა, მასაც გამოჰკითხა რა გკითხეს და რა უთხარითო. ბოლო-ბოლო დარწმუნდნენ რომ არ გაჟონავდა ინფორმაცია და შეგვეშვნენ. ამ დღეს კიდევ ერთი კამერა დაინგრა, კიდევ ერთხელ დალიეს სისხლი, კიდევ ერთხელ გაიყვანეს სართულიდან გონება დაკარგული პატიმარი, საკაცით. დღეს ერთი ნათურა გადაიწვა და საღამოს შემოწმებაზე ვუთხარით, ოფიცერმა ჩაინიშნა . დღეც მიილია და მე ისევ ომალოს
მთაზე, აგორებული, ვეებერთელა მთვარე გამახსენდა. რომ გგონია ახვალ მთაზე და
ხელით მისწვდები. გამახსენდა და ალბათ ძილშიც ჩამყვა რადგან სიზმარში ჩემი ომალო
და ვეებერთელა მთვარე ვნახე.


დღეს კობას სავარაუდოდ პაემანი აქვს. ელოდება, როდის დაუძახებენ, ასეთ დღეს კამერაში ხალისია. ახალ ამბებს გავიგებთ. კობას დაუძახეს პაემანზე. თან ტანსაცმელი შემოუვიდა. აქ ხომ მხოლოდ ტანსაცმელი და სურათები შემოდის ამანათით. და კიდევ წიგნები, ოღონდ ფოსტით უნდა წამოვიდეს და ოც ლარამდე ჯდება. ძალიან მინდა
ჩემებმა, გომელაურის წიგნი შემომიგზავნონ. ნიკო გომელაური, ეს ჩემთვის ცალკე
განზომილებაა, ისევე როგორც გრანელი. მართალია ამ ორს საერთო არაფერი აქვს, ჩემი
აზრით მაგრამ მაინც.

2
460
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
460
  
2015, 29 ნოემბერი, 20:37
არა წიგნად არაა გამოცემული აქ იდება ექსკლუზიურად. წიგნზე შესაძლოა ვიფიქრო მომავალში
2015, 28 ნოემბერი, 16:02
წიგნად არის გამოცემული? ყიდვა მინდა
0 1 2