x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (დასასრული) რეჟიმის ბოლო დღეები - არჩევნებიდან თავისუფლებამდე
imageარჩევნების შემდეგ


ყველაფერი ელვისებური სისწრაფით განვითარდა. საჭმელს გემო მიეცა, მაღაზიაში ბევრ პროდუქტზე ფასებმა დაიწია, ექიმებიც და თანამშრომლებიც უფრო ყურადღებიანები და ადამიანურები გახდნენ. თუმცა ადამიანობა ზოგიერთს არც ადრე აკლდა. ზურა ქუფარაშვილი, ვანო გეჯაძე, ირაკლი ბებია, რეზი კერესელიძე, ლევანი კანკია, შალვა და ვალერი გულიანი კახელი ბიჭები რომელთა გვარებიც არ მახსოვს. მეთვრამეტე დაწესებულების ბოლო დირექტორი ზურაბ თვაური და რეჟიმის და უსაფრთხოების უფროსები ბესო და ნუგზარი. ქალბატონი ჯული და ფატი სოციალურ სამსახურში, ზურა და ვიტალი სამეურნეო ნაწილის თანამშრომლები. ექთნებიდა სანიტრები, არ მინდა ვინმე გამომრჩეს ვისაც არასოდეს შეშლია პატიმრებთან ურთიერთობა. ვინც ხვდებოდა რომ ამ ადამიანებს საკმარისი სასჯელი აქვთ არ სჭირდებათ კიდევ უფრო მეტად გაუბედურება. სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში იგი დაწესებულებას ეწვია. თან მხოლოდ საკუთარი პრესსამსახური ახლდა. პატიმრებს შეხვდა და ესაუბრა, შემდეგ დირექტორთან შევიდა. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, სწორედ მისი მითითების შემდეგ მოუხსნენს ე.წ. კანონიერ ქურდებს სატელიტური ანტენა და გამოიტანეს მათი ოთახიდან პლაზმური ტელევიზორი. რიტიც პატიმრების თანაბარ უფლებიანობას გაუსვეს ხაზი.


თავისუფლების
დღე


29 ნოემბერი გათენდა.დღეს მიდიხარ პაპი, მითხრა პაპამ. რავიცი აბა ჯერ არაფერს ამბობენ, ვუთხარი, წახვალ წახვალ, ვიღა დაგაკავებს. გოგის ვუთხარი იქნებ მანქანით დამხვდეთქო ქეთინო ვიცი არ დაიშლის თავისას და წამოვა. თან ვფიქრობ ალბათ გამიჭირდება უცხო ხალხში გასვლა და ამიტომ მინდა მანქანით წავიდე თელავამდე. ამანათი შემომივიდა. ჯინსის შრვალი ქამრით, შნურუკიანი ფეხსაცმელი და ჯემპრი.
ახლა დავიჯერე რომ მივდივარ. აქ მსგავსი ტანსაცმელი ხომ აკრძალულია. ვიბანავე,
პირი გავიპარსე და გამოვეწყე. მეხუთე სართულიდან მოვყევი, ვცდილობ ყველას დავემშვიდობო, ვისაც ეკუთვნის მადლობაც ვუთხრა. სანამ ნოლ სართულზე ჩავიდოდი კამერაში შევედი. ერთი
კახელი კონტროლიორია ის შემოვიდა, სულ რამდენიმე კვირის მოსულია, საბუთებს ამზადებენ, მე უნდა გაგიყვანო ვახტაზოე მითხრა. ნოლზე ჩავედი, მორგის კარები მომხვდა თვალში, უსიამოვნო მოგონებებმა გაიელვა, თუმცა თავს მოწყენის საშუალება არ მივეცი.

ყველას დავემშვიდობე, აქ სოციალურში ლელა მუშაობს მერვედან გადმოსულა. მან მითხრა შენი ლექსები მაქვს წაკითხული მერვედან რომ აგზავნიდი წერილებით და წიგნის გამოცემაზე იფიქრეო. შემრცხვა ეგ რა ლექსებია, გულიდან ბოღმა ამომქონდა მეთქი. ზურა შემხვდა ბერაძე რა გაჩუქო საჩუქრადო და ერთი ახალი საკვნეტელა ჰქონდა ის მომცა. კამერაში დავბრუნდი. ყავა დავადგი დავსხედით მე, ვანო და პაპა ოპოზიციონერი ყოფილხარ ბიჭო გარეთ და გვიმალავდი? მითხრა პაპამ, გამეცინა,

პაპი იცი ამყველაფრის დაწერას ვაპირებ რომ გავალ.


აბა შენ იცი პაპი, ყოჩაღად მოიქეცი. - ცოლი მოიყვანე იცოდე ცოლი.


ამის თქმა იყო და ველუროც შემოვიდა, წავედითო მითხრა. ერთი წამი თქო, რა იყო ხომ არ გადაიფიქრეო. გამეცინა. გადავეხვიე ვანოს და პაპას. გულზე რაღაცამ მომიჭირა. მე მივდივარ და ესენი რჩებიან, გავიფიქრე და თვალებზე ცრემლი მომაწვა, მაგრამ შევძელი და დავმალე. პაპი სინდისი მქენჯნის რომ გტოვებ, ვუთხარი, გაიღიმა შენ სულელი ხომ არ ხარო. მალე გამოხვალთ მეთქი. და კამერიდან გამოვედი. ყველა იმას მეძახის აქ აღარ გნახოთ მეორედო. უამრავგან მივლია, ფეხით, ცხენით, მანქანით, მაგრამ დამიჯერეთ არ არსებობს იმაზე უფრო გრძელი და გულის
გამაწვრილებელი გზა, ვიდრე კამერიდან ციხის ვეებერთელა ჭიშკრამდე. ჭიშკრის შემდეგ კი მოსაცდელი ოთახია. ველურომ გადამკოცნა წარმატებები მისურვა და მეტალოპლასტმასის კარზე მიმითითა გადი გელოდებიანო. ხელში ქაღალდი მომცა ეს ამ უნივერსიტეტის დიპლომია და პრობაციაში უნდა მიიტანო იქ მაგისტრატურას გაივლიო. ციხიდან სამი რამ წამოვიღე. მერვეში რამაზის მიერ დაწნული ძაფის ჯვარი, ჩემი ლექსების რვეული და ზურას ნაჩუქარი საკვნეტელა. სამივეს დღემდე ვუფრთხილდები.



კარებში გამოსულს დედაჩემი და გოგი დამხვდნენ. გოგია ისევ ისეთია. გადავეხვიე მოვიკითხე, აშკარად ღელავს. დედაჩემი უფრო მობერებულა, ნერვიულობაც დასტყობია.
ცრემლები აქვს თვალზე მორეული. გოგიმ მომიბოდიშა მანქანა გამიფუჭდა და ფეხით ვარო. სამარშუტო ტაქსში ჩავსხედით. ერთმა მგზავრმა დააცემინა და ინსტიქტურად სვაბოდა მეთქი ვუთხარი. გაკვირვებულმა ჯერ მე შემომხედა, მერე ფანჯრიდან ციხისკენ გაიხედა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მტყორცნა მეორედ. ისანში გასულმა დედაჩემს ფული გამოვართვი, სიგარეტი და ლუდი ვიყიდე. ბოთლი გავხსენი მოვიყუდე და სულმოუთქმელად დავცალე. ტელეფონზე პატარა მიხოს დაველაპარაკე ძია მოვდივარ და შენთვის სათამაშოები მომაქვს თქო. და კიდევ ერთხელ. ამჯერად ისნიდან.


ლილო


გომბორი


შუამთა


თელავი


სახლი.


და


ჩემთან შეკრებილი


მზია,



სოფო,



ნინო,


შოთიკო,


თორნიკე.


მარინა


სანდრო


პირველი
ზარი:


ირაკლი,


გოგა,


აჩია.


და
პირველი სამი ჭიქა ღვინო, რომელმაც გამთიშა ამდენი ხნის ნამარხულევი.



ციხიდან გამოსულს, აბსოლუტურად სხვა რეალობა დამხვდა. მეგობრები როგორც ახლად ფეხადგმულ ბავშვს, ისე დამატარებდნენ. ასე ერთ თვემდე საზოგადოებაში გამოსვლას ვერიდობი. არა კი არ მცხვენოდა უბრალოდ კითხვებმა დამღალეს.


ერეკლე
მართლა ხდებოდა რაც ტელევიზორში ვნახეთ?


შენც
გირტყავდნენ?


მკაცრი
რეჟიმი იყო?


ახლად გამოსულს ძალიან მიჭირდა ამ კითხვებზე დღეში რამოდენიმეჯერ პასუხის გაცემა. დავჯექი სახლში და მივხვდი მოვიდა დრო ციხეში ყოფნის ჩემი მთავარი მისია შევასრულო. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს რა ხდებოდა ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში.



0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0