ბოლო პერიოდში საქართველოდან შენგენის ზონის ქვეყნებში, უამრავი მოქალაქე ჩადის როგორც თავშესაფრის მაძიებელი, ბევრმა არ იცის თუ რა გზას გადიან ადამიანები, საკუთარი სახლიდან ლტოლვილთა ბანაკებამდე, მეც ერთ ერთი მათგანი ვარ ვინც 3 წელი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაატარა, მაგრამ ეს ამბავი არ არის ჩემზე, ეს არის ამბავი, ქალზე რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა გერმანიაში, ფიზიკური გადარჩენისთვის. ეს ნამდვილი ამბავია, სადაც შეცვლილი მხოლოდ სახელებია. ამ რამოდენიმე ნაწილიანი ისტორიით მინდა დაინახონ ადამიანებმა თუ რამხელა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური სტრესის გავლა უწევთ, რა პრობლემები და პროცედურები ხვდებათ და როგორია თავშესაფრის საძიებლად წასული ადამიანის ემიგრანტული ცხოვრება. ამბის მოყოლას ზუსტად 4 დღეში, აქ დავიწყებ. ყოველ მეოთხე დღეს სარამოს 23:00 ამ ისტორიის ახალი ნაწილი დაიდება. ველი გამოხმაურებებს და კომენტარებს.