x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება)

image




დღის ბოლოა, ციხის ცხოვრებამ მშვიდად ჩიარა. ან ვის ეცალა ჩვენთვის, საქართველოს გაოცების ტალღამ გადაუარა. ბიძინა ივანიშვილის ეპისტოლემ ხელისუფლებაში მოსვლაზე, სარკოზის ვიტის მნიშვნელობა გადაწია. საინფორმაციო გამოშვებებში, მთავარი თემა ბიზნესმენის პოლიტიკური განცხადებებია. გული მიგრძნობს რომ სააკაშვილის ხელისუფლება, მართლა ღაფავს სულს. თვითონ ოფიცრებიც კი სულ ამაზე საუბრობენ. ახლა მთავარია ვის დაიყენებს გვერდით ბიძინა. ეს იქით იყოს და ერთი კვირააა ჩემს თავში, ცეცხლი ანთია, მნიშვნელოვანი გადაწყეტილება უნდა მივიღო. ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლება ნახო უფრო მეტი სისასტიკე და ძალადობა, ეს დაწესებულების სამეურნეო ნაწილია. რა ვქნა, გადავიდე? არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. მინდა უფრო მეტი ვნახო და მერე მოვყვე, მაგრამ არის მეორე მხარე, პატიმართა დიდი ნაწილი, სამეურნეო ნაწილის პატიმრებს, კარგი თვალით არ უყურებს,
თვლიან, რომ ისინი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ. არადა არ შეიძლება ეს ასე იყოს. მამუკას სიტყვები გამახსენდა ახლა იქ ბევრი ნორმალურიც არისო. ვფიქრობ როგორ მიიღებენ ჩემი ახლობლები და მეგობრები, ჩემს გადაწყვეტილებას. არადა, ვგრძნობ ასე ბევრად მეტი მეცოდინება, ბევრად მეტი მოსაყოლი მექნება. ამ ფიქრში, ვერც კი გავიგე ღამე როგორ გაიპარა, თენებისას ჩამეძინა.



image


მამაოსთან დამიძახეს, ჩვეული სითბოთი შემხვდა მამა ილია.
ვისაუბრეთ მომისმინა, კითხვები დამისვა და მითხრა მოდი გაზიარებო. ჯვარი მოვიხსენი,
მამაო იქნებ მიკურთხოთ მეთქი. აკურთხა, მერე ზიარების ლოცვა წაიკითხა და მაზიარა. იმ
დღეს მისთვის ბოლო პატიმარი ვიყავი. ნახევარ ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლიდან შავი ღვინო
მაცდურად მიმზერდა, სულ ცოტა იყო, ნახევარს კარგად ჩასცილებოდა. წყლიანი თვალები გავაყოლე.


-
გინდა დალიო? - მკითხა მამა ილიამ


-
მინდა მამაო, ვეღარ დავმალე სურვილი.


-
დალიე - მითხრა და ბოტლი მომაწოდა.


ბოთლი დავატრიალე და ძალიან ნელა ჩავუშვი ღვინო ხახაში. ნაკადულივით ნელა მიწანწკარებდა ღვინო, მის ყოველ წვეთს ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ მითბებოდა ნელ ნელა სხეული. ნაცნობი სითბო ჩაიღვარა ორგანიზმში.

არ გათავდე,


არ გათავდე,


გათავდა, დაიცალა ბოთლი.


ვიგრძენი როგორ ამოძრავდა სისხლი. წამოვიდა, ამოიარა მთელი სხეული და საფეთქელს მიაწვა. სულ სამი ყლუპი იყო, მაგრამ ამ სამმა ყლუპმა თავი, თავისუფლებაზე მაგრძნობინა. თავბრუ დამეხვა. დავემშვიდობე მამაოს და გამოვედი. საკანში
ავედი. შემოწმება დამთავრებულია, ოფიცერისგან წამოწოლის უფლება გვაქვს. წამოვწექი და ფიქრებით, სახლში, ჩემს ქალაქში გავისეირნე. მოვიარე ყველა კუთხე დ კუნჭული. უცებ კარები გაიღო და რეჟიმი შემოვიდა, რას ვერ იყობთ თქვე ყ...ბო, რა გალაპარაკებთ ხმას ვერ დაუწევთ?? (არადა არცერთს ხმა არ მოუღია), და ისევ შეგვდგნენ, ისევ გვაფურთხეს სულში, ისევ გვაგინეს და გვირტყეს.ბოთლი, ხელი, ფეხი, ყველაფერი ერთმანეთში აირია. დაძღნენ და წავიდნენ.



დღეს კამერაში ახალი პატიმარი ამოგვიყვანეს. აზერი ბიჭია, 20 წლის. რაზე ზიხარ მეთქი ვკითხე, „კაპეზედან პაბეგი ავწიეო“, მითხრა. გამეცინა. თურმე ერთ თვიანი ადმინისტრაციული ჰქონია მისჯილი. ცოლის ნახვა მოუნდა თურმე სამშობიაროში
რომელიც იწვა, გასეირნების დროს გადამხტარა იზოლატორის ღობეზე დაწასულა, მართალია მერე ადვოკატთან ერთად დაბრუნდა, მაგრამ მაინც გლდანში წამოიყვანეს. წამოიყვანეს და წელიწადზეა თურმე ლაპარაკი, არადა აშკარად ერჩივნა 10 დღე გაეძლო. გაეძლო და არ გაქცეულიყო, ისე საინტერესო ფაქტია, სააკაშვილის უმკაცრეს რეჟიმს, ეს როგორ უნდა შემთხვეოდა. ამიტომაც ზუსტად ვიცი არ დაინდობენ. რა ხდება გარეთო ვკითხეთ, არაფერი იცის გარდა იმის, რომ მამამისს ბევრი ფული აქვს და აუცილებლად
გაიყვანს აქედან. საღამოს პრავერკაზე, რომ გავედით აზერს, პირში სარეჭი რეზინა ჰქონია,
ოფიცერმა დაინახა, გამოიღეო უთხრა. აზერმა გამოიღო "კევი" და ხელში ეჭირა. ოფიცერი საკანში შემოგვყვა გამოართვა, თმებში ჩააკრა და დამელოდეო დაუბარა, თითქოს სადმე წავიდოდა. შემოწმების დასრულების შემდეგ გაიყვანეს, ოფიცრის ოთახიდან გინების ხმა ისმოდა. როცა შემოვიდა წელი გასაღების ჯაჭვით ჰქონდა აჭრელებული. ღამე დაუძახეს კიდევ, დაუძახეს და ხელწერილი ჩამოართვეს, რომ შემთხვევით წაიქცა და დაზიანებები ისე მიიღო. თურმე აზერს მოულოდნელად სასამართლო დაუნიშნეს და ეშინიათ იქ არ თქვას ცემის შესახებ. ანუ ამის ეშინიათ? რატომ? სასამართლოც ხომ ამატია? ალბათ ერთადერთი მიზეზი ისაა, შემთხვევით ჟურნალისტების ყურამდე არ მიაღწიოს ამ ყველაფერმა. ისედაც ძალიან ბევრს საუბრობენ პატიმართა წამებაზე. დღეს ციხის დირექტორზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ალეკო მუხაძე იგივე კილერას დახასიათება პატიმრების მხრიდან ასეთია. ყველაზე დიდი სისხლისმსმელია პატიმრების, იშვიათია ტურმე არ დაესწროს კარანტინის დაშლას. ამბობენ
დეპარტამენტში ჰყავს ვიღაც დიდი ბობოლაო. ავტორბოლა უყვარს, თურმე, სპორტული მანქანა ჰყავს და ხშირად დაუნახიათ E კორპუსიდან როგორ შემოვარდებოდა ხოლმე „კილერა“ თავისი ავტომობილით ციხის ავტოსადგომზე.


სისასტიკით განთქმულია ოლეგ ფაცაციაც. დაწესებულების რეჟიმის უფროსი, ჯერ მარტო მისი ხმა და ყვირილი შეგზარავას ადამიანს, ყველაზე უმოწყალოა თანამშრომლებს შორის, შეუძლია ადამიანი სიკვდილის პირამდე მიიყვანოს. ისე რომ თვალს არ დაახამხამებს. წიხლი, ხელი, ბოთლი, რეზინის ხელთმათმანი, ეს მისი საყვარელი იარაღებია. თითქმის იგივეს ჰყვებიან ბიჭები ვინმე, ბიქტორაზე.




0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0