x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები
image
დღეს ჩვენს დაწესებულებაში ლალი მოროშკინა მოვიდა, პატიმრები მოინახულა, ყველას რაღაც სათხოვარი აქვს. ზოგს უდო ეხება და დახმარება უნდა, ზოგს ე.წ „აქტიროვკით“
უნდა გასვლა, ანუ მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის სახლის პირობებში მოხდა
სურს. ყველაზე ცუდი კი რაც აქ არის, არის ის რომ პატიმრები განყოფილებების მიხედვით არ არიან დახარისხებული. ანუ შეიძლება ინფექციურის პაციენტი, ქირურგიულ განყოფილებაში მოხვდეს.რაც კამერაში მყოფი სხვა პატიმრებისთვის, გადამდები დაავადებით დაინფიცირების საფრთხის შემცველია. აქ კი გავრცელებულია ისეთი დაავადებები როგორიცაა ც ჰეპატიტი, ტუბერკულიოზი და შიდსი. დღეს კიდევ ერთ კამერაში გადაიჭრეს ვენები, ვერ ვიგებ რა ნახეს ამ ფსიქოტროპულ წამლებში ყველა მაგას ითხოვს. პატიმრების მხრიდან მატულობს ლანძღვა გინება თანამშრომლების მიმართ. კონტროლიორები, დღევანდელი სმენა შეშინებულები მოვიდნენ, ასავალ დასავალს ციხის თანამშრომლებს სახელები, გვარები და მისამართები დაუბეჭდია. არ ვიცი ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია, ვიღაცას აშკარად აწყობს დესტაბილიზაცია ქვეყანაში. არ არის გამორიცხული რომ გამწარებული ხალხი ცხელ გულზე დაერიოს ყველას განურჩევლად, მაგრამ აქ მუშაობენ ბიჭებიც, რომლებსაც არაფერი შეშლიათ პატიმრებთა, ხმისთვის არ აუწევიათ, რომელ გარტყმაზეა საუბარი, და პატიმრების
გამწარებულ ახლობლებს, ასეთები რომ შერჩნენ ხელთ არ იქნება კარგი, მათთვის ხომ ციხის თანამშრომელი ციხის თანამშრომელია და ჯავრის ამოსაყრელად გარჩევას არ დაიწყებს. ბიბლიოთეკაში
ჩავედი როგორც იქნა ქართულ და რუსულ ენოვან წიგნები გადავახარისხე. ფიქრია ყუშიტაშვილის წიგნი შემხვდა. მესიამოვნა, თელაველი ქალბატონია, თეატრმცოდნე და მწერალი. წლებია ვიცნობ და ვთვლი რომ საკმაოდ პოზიტიური ადამიანია. ნაცნობი სახელი და გვარი კი აქ ყოველთვის გახარებს ადამიანს. ბიბლიოთეკას აშკარად სჭირდება განახლება. მოსაწევად გამოვედი, სოციალურში შევედი. მივესსალმე და ვუთხარი ძალიან ცუდი მდგომარეობა ბიბლიოთეკაში, ლიტერატურის
80 პროცენტი რუსულ ენაზეა თქო. ვიცითო მითხრა დიდი ხანია განახლებას გვპირდებიანო. ყველაზე დიდი სიმწირე, რელიგიური ლიტერატურის იგრძნობა, არადა პატიმრები ყველაზე მეტად ამ უკანასკნელს კითხულობენ. რამდენიმე მიზეზის გამოზოგი რეალურად სინანულს, მისცემია, ზოგი ცდილობს რელიგიაში მეტი განათლება მიიღოს, ზოგი კი უბრალოდ იმიტომ რომ აქ რელიგიურობა
მოდაშია. ვფიქრობ გასვლის შემდეგ რა შემიძლია გავაკეთო რომ აქ წიგნების მარაგი შეივსოს, განათლებული და ნაკითხი ადამიანი ხომ დანაშაულის ჩადენაზე უფრო ნაკლებად ფიქრობს. სოციალურში ვიკითხე და მითხრეს რომ მე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ, სასჯელი სამ წელზე მეტი მაქვს და ამიტომ. ანუ ციხის წელიწადნახევრიანს, პირობითი მსჯავრი და გამოსასწორებელიც დაემატა. უკვე ჩემს კამერაში ვბრუნდებოდი რომ პირველ სართულზე ბადრი დავრიშევის კამერიდან
გამოსული დიმიტრი ლორთქიფანიძე ვნახე. გამიკვირდა რა უნდოდა. ის სხვა პატიმრებსაც შეხვდა, ოღონდ როგორც მივხვდი წინასწარ ჰქონდა ჩანიშნული ვისთან უნდა შესულიყო, ისევე როგორც დედათა კომიტეტის წევრები იქცეოდნენ. იმ ღამესვე მაიზერა გავიდავახტაზე და დავრიშევის მამა შემოიყვანა. როგორც მერე გავიგეთ
ამ ნაბოზვარ ბიჭს მთელი არასამთავრობოები შეუყრია მკლავენო არადა არავინ შეხებია. არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი ვხვდები მიშას და მისი ხელისუფლების მატარებელმა ჩაიარა, მთავარია რამე ისეთი პროვოკაცია არ მოხდეს რაც საერთოდ დაგვავიწყებს არჩევნებს.


ციხეზე მონიტორინგის სხვადასხვა ჯგუფები ცვლიან ერთმანეთს, ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით, ჩვენც ყველას ვუყვებით რა ხდებოდა აქ კადრების გასვლამდე, ვუყვებით ჯოჯოხეთზე რომელიც თვითოეულმა ჩვენგანმა გაიარა. დღეს საღამოს ჩემი კოლეგა გელა მთივლიშვილი დავინახე კორპუსზე, ერთმანეთი მოვიკითხეთ. ცოტა გაუკვირდა აქ რა გინდაო. ხომ არაფერი გიჭირსო. არა მეთქი ნორმალურად ვარ. კამერაში რომ შევედი დავფიქრდი, რაც უფრო ვუახლოვდები თავისუფლებას მით უფრო იწელები დღეები. ვანო შემოვიდა. რომელიღაც
კამერაში პატიმარს პირი ამოუკერია ტუღუშთან მინდა შეხვედრაო. წერილი მაქვს გადასაცემიო. რეჟიმი დაჰპირდა რომ შემოვა შეგახვედრებო, მაგრამ დაუყოვნებლივ ითხოვს თურმე. დღეს ბიბლიოთეკის კატაგოლი გავაკეთე, მოვრჩი ახლა წიგნების თაროებზე დალაგებაღა დამრჩა. ერთი რამ შევამჩნიე ქართულ ენოვანი წიგნები უფრო შელახულია, ალბათ მეტი ხმარებისგან, ზოგი რუსული კი თითქმის ახალივითაა. ტიციანი და გაკატიონი ნომერში ავიტანე, როგორც კი დრო გამომიჩნდება სულმოუთქმელად ვკითხულობ უკვე მილიონჯერ წაკითხულ ლექსებს, გრანელი
მწყურია მაგრამ ვერსად ვიპოვე, დღეს 30 სექტემბერია ჩემი დაბადების დღე ბოლო დაბადების დღე ციხეში. ტკბილეულით აღვნიშნეთ, სიმბოლური საჩუქრებიც მივიღე.





დღეს ორი ოქტომბერია, გუშინ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, დილიდან თვალყურს ვადევნებთ ტელევიზორს, ვხედავთ რომ საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადი არ წყდება. ვხვდებით რომ გადაწყვეტილია ყველაფერი, იმ კამერებიდან რომლებსაც არც ტელევიზორი აქვთ და არც რადიო პატიმრები კითხულობენ რა ხდებაო, ყვლას აინტერესებს როგორ მიდის პროცესი. მერვეში კამერიდან კამერას ეძახიან პატიმრები ბიჭებო აბა ვინც არჩევნებზე მიდი ხართ თქვენ იცით დღეს ჩვენი გამარჯვების დღეაო. ვანოს დაუძახეს ნოლ სართულზე არჩევანი უნდა გააკეთოს. წავედი მიშას უნდა მოვუხაზოო თქვა. სახტად დავრჩით, არ ველოდით, ხო რა იყო ხმას ბიძინას მივცემ და მიშას მოეხაზებაო. წავიდა. ჩემვის დავფიქრდი, ძალიან მინდა ეს იყოს ბოლო საპარლამენტო არჩევნები, როცა ხმას პარტიას და მის პროგრამას კი არა ერთ კაცს მივცემთ. მე რაც მახსოვს სულ ვიღაც იმარჯვებდა, ანუ პარტია ლიდერის წყალობით
აღწევდა გამარჯვებას, ეს კი ნორმალურ საზოგადოებაში ცუდი ტენდენციაა. თუმცა მეორეც საფიქრელია არსებობს კი საზოგადოება, ქვეყანაში სადაც სტერეოტიპები მეფობს.

საღამოა ყველა რვა საათს ველოდებით ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა, რუსთავი ორი და რეალ ტივი დარღვვებზე საუბრობს, მოკლედ გარეთ რა ხდებოდა თქვენც კარგად მოგეხსენებათ. რვა საათია ყველა კურიერის სპეც გამოშვებას ველოდებით, ეგზიტპოლის პირველადი შედეგები ასეთია 51% ოცნება, 41 ნაციონალური მოძრაობა,


- უუუუუუუუუუუუუუუუუ გადაუარა ციხეს გუგუნმა


და უცებ მონოტონურად აღრიალდა გლდანის ციხის ყველა კამერა. ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა.



ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთს, შემდეგ ვიღაცამ დაიძახა, გაჩუმდით ბიჭებო პოლიტიკურს მოგვაკერებენო, მაგრამ კამერიდან კამერაში გადაძახილი და მილოცვები არ წყდებოდა. ყველა პატიმარმა იცოდა რომ მათი სისხლის ნანთხევით მოსული ხელისუფლება აუცილებლად გამოუშვებდა საყოველთაო ამინისტიას და ბევრი მათგანი მალე სახლში იქნებოდა. არასოდეს დამავიწყდება სააკაშვილის შეშლილი სახე, როდესაც დამარცხება აღიარა. აი ზუსტად ამ დროს კიდევ ერთმა გუგუნმა გადაუარა ციხეს. რუსთავი ორმა იმ ღამეს ფილმი „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ - უჩვენა, რეალ ტვ და ალანია ანუ პირველი კავკასიური ეთერიდან გაითიშა. მაუწყებლობა შეწყვიტა თავდაცვის სამინისტროს სატელევიზიო არხმა „საქართვლო“ -მ, ეს ნიშნავდა
რომ რეჟიმი რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და ფსიქიკა შეიწირა, დამნაშავეებს კი მონანიების საშუალებას არ აძლევდა დამარცხდა. იმედი მქონდა რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯებოდა თვითოეული პატიმრის წამებისა და ფსიქიკის შერყევისთვის თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0