x
image
ერეკლე ცოცანიძე
ციხე ღია კარით (ნაწილი პირველი) ექსკლუზივი
image


Ბნელ ოთახს, მხოლოდ სიგარეტის წითელი ნაკვერჩხალი ანათებდა, ღამის ოთხ საათზე კიდევ ვერ იძინებდა, ბოლო ერთი კვირა, არ სცილდებოდა ფიქრი უეჭველ სიკვდილზე, რომელსაც მისი დიაგნოზიდან გამომდინარე ელოდა. Ფიქრობდა თავის 10 წლის შვილზე რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია პრაქტიკულად უმამოდ ზრდიდა, ქმარზე რომელიც ბოლოს მაშინ ნახა როდესაც დიაგნოზის შესახებ გაიგო.


Მესამე სტადია ეს განაჩენივით იყო. Მერე მტანჯველი გზა, ბრძოლა, ქიმიოთერაპიებით და შედეგი ნული, სულ უფრო და უფრო უკან წასული ჯანმრთელობა. Წასვლა უნდა, იქ სადაც დაამარცხებს ამ სენს. იმდენს ლაპარაკობს ხალხი გერმანულ მედიცინაზე და იმდენი ჩაბარდა იქ სამკურნალოდ რომ ამის სჯერა. უნდა მაგრამ როგორ, რა უყოს შვილს, თან წაიყვანოს? Და რა მოხდება თუ სიკვდილი შეძლებს მასზე გამარჯვებას, უცხო ქვეყანაში, ვის ხელში აღმოჩნდება მისი არასრულწლოვანი შვილი. Ამ ფიქრებში ბოლო ღერი მოწია, დილის ხუთი საათი იყო რომ ჩაეძინა.


Ისევ ღამე და სიგარეტი, ოღონდ ამჯერად უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბლისი ვარშავის რეისის მოლოდინში. Ვარშავაში ქართველი მძღოლი დახვდება რომელმაც დრეზდენში უნდა ჩაიყვანოს.



Ვარშავის აეროპორტში თვითმფრინავი გამთენიისას დაეშვა. Მგზავრებმა პასპორტ კონტროლი გაიარეს. ნელი, ლუკასთან ერთად აეროპორტიდან გამოვიდა, მძღოლი არ დახვდა, არც ტელეფონზე პასუხობდა.. Თავში ათასმა ფიქრმა გაუელვა. Იქნებ მოატყუა, ან უბრალოდ მანქანა გაუფუჭდა და ვერ მოვიდა, მაგრამ ეს უპასუხობა აშინებდა. Შვილს ღვეზელი და წვენი უყიდა, თვითონ კი მხოლოდ ყავა აიღო და გარეთ გამოვიდა. Ამასობაში ტელეფონზე მძღოლმა დარეკა, ლევანიმ უთხრა რომ ორი საათით აგვიანდებოდა. აეროპორტის ვესტიბიულში თბილოდა. Ტელეფონის ზარმა გააღვიძა. Კარგად შებინდებულიყო. Ჩასხდნენ ავტომობილში და გეზი გერმანიის საზღვრისკენ აიღეს. Პირველი ბარიერი ვარშავის აეროპორტის კონტროლი გავლილი იყო, მაგრამ სანერვიულო ახლა იწყებოდა. Გერმანია ხომ პოლონეთი არ არის, ვაითუ არ შეუშვან საზღვარზე. Ნერვიულობისგან და ტკივილისგან, ცრემლები თავისით მოსდიოდა. Დრეზდენში უკვე ელოდებოდა ძველი ნაცნობი, მაგრამ იქაც აგვიანებდა და ვერც რეკავდა. Გზა იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე ვარაუდობდა. Უკვე მესამე გამაყუჩებელი დალია, არ შეეძლო, დიდი ხანი ჯდომა მაგრამ ახლა სხვა გზა არ იყო, უნდა გაუძლოს რომ გადარჩეს. Ტკივილს, სიცივეს, შიმშილს, ყველაფერს უნდა გაუძლოს. Ოღონდ გადარჩეს, ისევ მისი შვილის გამო.



Დრეზდენში რომ ჩავიდნენ, ღამის თორმეტის ნახევარი იყო. Როგორც იქნა დაურეკა თავის ძველ ნაცნობს და შვებით ამოისუნთქა, ის ჯიუტად ელოდებოდა დრეზდენის სადგურზე, ბოლო მატარებელი კი 23:59 ზე გადიოდა. Მატრებელს წამი წამზე მიასწრეს, ახლა უკვე თბილ ვაგონში ერთმანეთის წინ ნელი, ლუკა და გიორგი ისხდნენ, არცერთს არ ჰქონდა საუბრის თავი, ორს მგზავრობისგან, ერთს კი რვა საათიანი დამქანცველი ლოდინისგან დაღლილებს. Იჯდა და ფიქრობდა რომ პირველი რაუნდი მოიგო, აღთქმულ მიწაზეა და წინ დიდი გეგმები აქვს. რაც მთავარია იმედი რომ სამშობლოში, ჯანმრთელი დაბრუნდება ლუკასთან ერთად.


Ქალაქ ქემნიცში, კიდევ ერთხელ გამოიცვალეს, ტრანსპორტი, გიორგი უკვე კარგად ლაპარაკობს, გერმანულად, ის მესამე წელია ქემნიცთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. საერთო საცხოვრებელში სადაც ნელის მიყვანა არ შეიძლება . Ამიტომ სხვა ქართველს სთხოვა სტუმრის დაბინავება, გიორგის მეგობარი “ჰაიმიდან” უკვე ბინაზე გადაეყვანათ. Ტაქსი უჩუმრად შესრიალდა მითითებულ მისამართზე, გიორგიმ დარეკა და რამდენიმე წუთში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, შორიდან ქართველს არ ჰგავდა. Ეს გიორგის მეგობრის ავღანელი ქმარი აღმოჩნდა. Ხუთსართულიანი კორპუსის კიბე, ფეხაკრეფით აიარეს, არავის უნდა გაეგო ხმაური თორემ, მაშინვე პოლიციას გამოიძახებდნენ. პატარა ბინაში შევიდნენ, სუფრა გაშლილი იყო, წყალი ითხოვა, ზრდილობის გამო.რამდენიმე ლუკმა გაღეჭა და დასაძინებლად დაწვა.


Მეორე დღეს შუადღემდე ეძინათ. Ისაუზმეს და გეგმების დაწყობას შეუდგნენ. Ღამით იგივე ბინაში ვეღარ გაჩერდებოდნენ.ისევ გიორგიმ ითავა მათი ჩასაბარებელ პუნქტამდე მიყვანა. გარეთ გამოსული ნელი, ყველაფერს ათვალიერებდა. Აკვირდებოდა როგორი სუფთა ქუჩები და მოწესრიგებული ეზოები ჰქონდა ხალხს ამ პატარა ქალაქში. Ავტობუსში ჩაჯდომისას ლუკამ პირველი რასაც თვალი მოჰკრა უფასო ინტერნეტის ნიშანი იყო. Აქ ხომ ყველა ავტობუსში შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა. Გიორგიმ დაახლოვებიტ იცოდე სად იყო ქემნიცში ჩასაბარებელი პუნქტი, საიდანაც ლტოლვილთა ბანაკებში ანაწილებდნენ ადამიანებს. Ბოლო გაჩერების შემდეგ დიდი აღმართი იწყებოდა, რომელიც ფეხით უნდა გაევლოთ, აი აქ ისევ იჩინა თავი ტკივილმა და სკვერში ჩამოსხდნენ. Ნელიმ კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მოწია. Ნეტავ რა იქნებ ხვალ, ფიქრობდა თავისთვის. Გიორგიმ მოგვიყვანა, მაგრამ სულ ჩვენ ხომ არ დაგვიწყებს დევნას, მას თავისი საქმეც ბევრი აქვს. Ენის ცოდნის გარეშე რა უნდა გააწყოს. Ერთადერთი რაც ამშვიდებდა ის იყო, რომ იცოდა საქსენის მიწაზე ბევრი რუსულად მოლაპარაკე გერმანელი ცხოვრობდა. Დედაშვილს გიორგი ბანაკის გადასახვევთან დაემშვიდობა, თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთო და წავიდა რადგან ბანაკში არავინ შეუშვებდა.


Ლტოლვილთა ბანაკის კედელი რკინის ღობით იყო გარშემორტყმული, შესასვლელში პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები იდგნენ. Კარებთან მისულმა ნელიმ ერთადერთი გაზეპირებული სიტყვა უთხრა დაცვის თანამშრომლებს, მე მჭირდება აზული. Კარები გაუღეს და ორივე მოსაცდელში შეიყვანეს. Ლუკამ თავისი მწირი ინგლისურით მიახვედრა დაცვის თანამშრომლები რომ საქართველოდან იყვნენ და ცოტა ხანში მათთან რუსულად მოსაუბრე სოციალური მუშაკი მიიყვანეს და დაიწყო ჩაბარების პროცედურის გრძელი ეტაპი. Პირველი ნაბიჯი კორონას ტესტი იყო რომელიც დედამაც და შვილმაც მორჩილად ჩააბარა. Შემდეგ სამედიცინო კომისია, სადაც ნელიმ ყველა მისი დოკუმენტი ექიმებს მისცა. Ტკივილი უფრო უძლიერდებოდა და ერთი სული ჰქონდა სადმე წამოწოლის შესაძლებლობა მისცემოდა.სოციალმა გამოუცხადა რომ ბანაკში ახლად შემოსულ ადამიანებს 5 დღე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ, მიუხედავად იმის დაუდასტურდებოდათ თუ არა კორონა ვირუსი. Ამის შემდეგ ნელი და ლუკა საცხოვრებელ ოთახში გაიყვნეს, სადაც სულ 4 რკინის საწოლი, ამდენივე კარადა და სკამი იდგა, მხოლოდ მაგიდა იყო ერთი. Მათ საწოლებზე ორ ორი პარკი იდო. Კიდევ ერთ საწოლზე, შუა ხნის ქალი წამოწოლილიყო რომელსაც ეტყობოდა რომ სულ არ იყო ქართველი. Მან მხოლოდ გაუღიმა დედა შვილს. Მისულებს Პარკებში ცოტა ოდენი საკვები დახვდათ და კიდევ ჰიგიენის საშუალებები. Ნელიმ ჩანთაში წამალი მოძებნა და წამოწვა, ლუკამ პურზე ჯემი და კარაქი გადაისვა და ფანჯარასთან მივიდა. Ამასობაში ჩამოღამდა კიდეც.


Მთელი ღამე თეთრად გაათენა, სულ ორჯელ იყო სიგარეტის მოსაწევად, რადგან მესამე სართულიდან დაბლა ჩასვლა უჭირდა, ოთახში მოწევა კი სასტიკად იკრძალებოდა ბანაკის შინაგანაწესით.


5 დღის შემდეგ კარანტინის ვადა გავიდა და პირველად გამოვიდნენ ბანაკის გარეთ, ნელი რუსულს კარგად ლაპარაკობდა მაგრამ არც ინგლისურის და არც გერმანულის გაგებაში არ იყო. Ლუკამაც მხოლოდ სკოლაში ნასწავლი ინგლისური იცოდა, რაც მარაზიაში თუ გამოადგებოდათ. Არადა. Ორ დღეში ექიმთან ვიზიტი დაუნიშნეს, თუმცა თარჯიმანის შოვნაზე ბანაკის ხელმძრვანელობა თავს არ იწუხებდა. Ნელიმ გიორგის დაურეკა და ექიმთან გაყოლა სთხოვა.



Პრაქსისი სადაც სოციალმა ნელი გაგზავნა, ქემნიცის გარეუბანში ორსართულიან შენობაში მდებარეობდა, ტერმინი 13:30 წუტზე იყო დანიშნული, მიუხედავად იმის რომ ადრე გავიდნენ, როდესაც კიტხვა კი თხვით მიაგნეს ექიმის კაბინეტს 13:33 იყო, მიმღების თანამშრომელმა უთხრათ რომ ექიმი წავიდა რადგან ისინი დაგვიანებით მივიდნენ შემდეგი ვიზიტი კი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.. Ნელიმ პირველად შეამჩნია რაღაც სიძულვილის მსგავსი ახალგაზრდა გერმანელი გოგონას თვალებში, როცა გერმანული აიდი ბარათის მაგივრად აუსლენდერის (ჩამოსული არალეგალის) აუსვაისი მიაწოდა. Პრაქსისიდან გამოსულები იქვე მახლობლად არსებულ კაფეში დასხდნენ, ყავა და დასვენება უნდოდათ, ბანაკში დაბრუნებულმა ნელიმ ძლივს მოძებნა რუსულად მოლაპარაკე სოციალი, აუხსნა რატომ ვერ მივიდნენ პრაქსისში დროულად და დახმარება სთხოვა.

Დღეს პარაკევია და მოკლე დღე, ორშაბათს მოდი. Ცივად მიუგო სოციალმა და თავისი საქმე გააგრძელა.ტკივილი უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა. Მიხვდა რომ გერმანიისთვის ის მხოლოდ სტატისტიკა და ციფრები იყო, არაფერს წარმოადგენდა და არავის სჭირდებოდა. Ამის გააზრებისას თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად გადაყლაპა.



0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0