საზოგადოება დასავლურმა მედიამ დაასახელა 8 ქვეყანა, სადაც საპატარძლოების მოძებნა შეიძლება და მათ შორის საქართველოცაა მოხსენიებული ( + ფოტოები ) 2018, 2 ივლისი, 12:17 ერთ -ერთმა დასავლურმა გამოცემამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ნებისმიერ მამაკაცს ადვილად შეუძლია იპოვოს მისთვის სასურველი პატარძალი. ამ სიაში ოდნავ გულუბრყვილო, მაგრამ საკმაოდ კარგ კომენტარებს ვკითხულობთ. რუსი ქალები ამ სიაში ვერ მოხვდნენ, სავარაუდოდ, სანქციების გამო. აი, რა სწერენ რუს ლამაზმანებზე სტატიაში: - " ქალები რუსეთში უდავოდ ლამაზები არიან! როცა რუსეთში მოვხვდი, ორჯერ–სამჯერ ვიყავი შეყვარებული. რუსი გოგონები ისეთები არ არიან, როგორც სხვები. არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო მათგან. ისინი ამოუცნობები არიან და ყოველთვის ახერხებენ ბარიერების გადალახვას" - წერს წყარო. თუმცა სიაში სხვა 7 ქვეყანასთან ერთად, საქართველოცაა წარმოდგენილი.უკრაინა - თუ თქვენ თავისუფალი ხართ, ყოველთვის ბედნიერი იქნებით უკრაინაში, ფანტასტიკურად ლამაზი ქალების ქვეყანაში. ეს სახელმწიფო მოგზაურობისთვის უსაფრთხოა, მიუხედავად იქ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა. აქ მამაკაცები უფრო ნაკლები არიან, ვიდრე ქალები, ამიტომ არ გაგიჭირდებათ ცხოვრების თანამგზავრის პოვნა.ესტონეთი - ქვეყანა ლურჯთვალა "ბლანდინკებით". ამ ბალტიისპირეთის ქვეყანაში ბევრი მარტოხელა ლამაზმანია, რადგან ეს ქვეყანაც მამაკაცების ნაკლებობას განიცდის.საქართველო - ქართველი გოგონები ძალიან მორცხვები და მოკრძალებულები არიან. თუმცა თქვენ უნდა გაატაროთ ცოტა მეტი დრო მათთან, უფრო ახლოს გაეცნოთ მათ და ისინი მხიარულ და მომხიბლავ ლამაზმანებად გადაიქცევიან. დიახ, ქართველები ძალიან მიმზიდველები არიან.პუერტო–რიკო - მსოფლიოში მრავალი კუნძული არსებობს, მაგრამ ბევრ მათგანზე მოგზაურობის შემდეგ მარტივად შეიძლება მათი ქალების დავიწყება, რასაც ვერ ვიტყვით პუერტო–რიკოელ ლამაზმანებზე. ამ ქვეყანაში არა მარტო კლიმატი და ლამაზი ბუნებაა, არამედ მომხიბლავი და დაუვიწყარი სილამაზის გოგონები, რომლებიც ყოველთვის გულრწფელად მიესალმებიან სტუმრებს.კიდევ ერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ძალიან სექსუალური ლამაზმანები ცხოვრობენ, მაგრამ ერთეულები. აქ ქალების და მამაკაცების რაოდენობა ერთნაირია, ამიტომ მამაკაცები მარტივად მოიპოვებენ ბელორუს ლამაზმანებს.გამონაკლისი არც ლიტვაა - ამ პატარა ქვეყანაში უმდიდრესი ისტორიითა და ტრადიციებით, უჩვეულოდ ლამაზი ქალები ცხოვრობენ, სლავური და ჩრდილო–ევროპული გენეტიკის შედეგად, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ლიტველ გოგონებს.სავარაუდოდ, ძალიან ცოტამ თუ იცის ბოსნიის სახელმწიფოს შესახებ, მაგრამ ვინც კი მოხვდა ბოსნიაში, იცის, რომ იქ ქალები სიყვარულს მოწყურებულები არიან. ბოსნიელი გოგონები დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ყველა მოგზაურზე.პატარა ხორვატია ბალკანეთის სიამაყეა. ხალხი აქ მოდის ზღვაზე დასასვენებლად, ბუნებით ტკბობისა და ადგილობრივი ლამაზმანების გაცნობის მიზნით, რომლებიც ასევე ცხოვრების პარტნიორის ძიებაში არიან, მამაკაცთა სიმცირის გამო. 218 7-ს მოსწონს
|