x
image
ვიზა კოხაძე
დიდი ფეხბურთიდან დიდ ოჯახში თუ დიდ პოლიტიკაში
imageყველა თაობის საყვარელი და საამაყო ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელმაც 20 წლიანი საფეხბურთო კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა, სავარაუდოდ დიდ პოლიტიკაში აპირებს მოღვაწეობას.ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რას აპირებს ფეხბურთელი.

ინგლისელი წარმომავლობის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო სეზონზე საფრანგეთის "პარი სენ ჟერმენის" გუნდში ნახევარმცველად თამაშობდა, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ თავად მიიღო და იხუმრა კიდეც: - "როცა მესისთან მომიწია თამაშმა, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი დრო ამოიწურაო" - განაცხადა მან.

დევიდ ბექჰემმა მადლობა გადაუხადა "პსჟ" - ს, რომლებმაც
შანსი მისცეს ფეხბურთელს მიუხედავად ასაკისა, კიდევ ერთხელ გამოეცადა საკუთარი შესაძლებლობები და გამოცდის ჩაბარება არც თუ ცუდად image
image
image
გამოუვიდა.თუმცა მისმა გამოჩენამ ბოლო თამაშზე მოგეხსენებათ გულშემატკივრების დიდი გულისწყრომა გამოიწვია.(ისინი
აპროტესტებდნენ ბექჰემის მოედანზე დიდი ხნით ყოფნას, რასაც დაუმსახურებლად თვლიდნენ).ცნობილია, რომ მას შეთავაზება გუნდიდან სეზონის ბოლომდე ჰქონდა.

- " მე ვგრძნობ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების დრო მოვიდა.პატარაობისას ჩემთვის რომ
ვინმეს ეთქვა, მშობლიურ "მანჩესტერ იუნაითედტან" ტიტულებს მოიგებ ან ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებ ან ასეთ გრანდებში თამაშის საშუალება გექნებაო, ფანტასტიკად ჩავთვლიდი' - განაცხადა მან.იგი დღეს ბედნიერია, რომ თავისი
შესაძლებლობების რეალიზაცია შეძლო. ბექჰემის სახელს 4 ქვეყნის ჩემპიონატის მოგება უკავშირდება, ისევე როგორც სწორედ მასთანაა დაკავშირებული დიდებულ საფეხბურთო კარიერა და არა ერთი საუკეთესო გოლი.


დევიდი არა მარტო წარმატებული ფეხბურთელია, არამედ 2013 წლის

image
imageimage
imageimageსაუკეთესო მამადაცაა დასახელებული.ეს ტიტული ერთ - ერთმა ინგლისურმა ჟურნალმა გამოკითხვის შედეგად სწორედ ბექჰემს მიანიჭა.მოგეხსენებათ მას ოთხი შვილი ჰყავს ცნობილ მომღერალთან და დიზაინერთან ვიქტორია ადამსთან.ეს კი ყველაზე დიდი ჯილდოა ცხოვრებაში(რომ იყო საუკეთესო მამა), რასაც საყვარელ პროფესიაზე არა ნაკლები შრომა, სიყვარული და ერთგულება სჭირდება.

და ბოლოს კი, სადაც არ უნდა იყოს ლეგენდარული ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერის შემდეგ -დიდ ოჯახში თუ დიდ პოლიტიკაში, დარწმუნებული ვარ, ისევე წარმატებულად გაართმევს თავს ოჯახისა თუ პოლიტიკის თავკაცობას, როგორც ინგლისის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა წლების მანძილზე.

image

6
45
37-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
45
  
2013, 23 მაისი, 11:50
უსიმპატიურესი მამაკაცია...ვერაფერს აკლებს ასაკი...
2013, 18 მაისი, 12:15
ყველაზე მაგარი ოჯახი:)
2013, 18 მაისი, 12:06
ყველას დიდი დიდი დიდი მადლობა,ვინც მეხმარება.გაიხარეთ.
2013, 18 მაისი, 12:01
ყველაზე მაგარი ოჯახი:)))))
2013, 18 მაისი, 11:54
ყველაზე მყარი ოჯახი
0 1 6