საზოგადოება შეიძლებოდა თუ არა შიმშილისგან დაუძლურებული ერთი წლის ბავშვის გადარჩენა? 2013, 24 მარტი, 13:25 გუშინ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, რომელმაც სიცოცხლის ბოლო დღეები შიმშილში გაატარა.როგორც ირკვევა, გარდაცვლილის ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იყო და 2007 წლის შემდეგ დახმარებას სახელმწიფოსგან ვეღარ იღებდა იმ ფორმალური მიზეზის გამო, რომ ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ პირადობის მოწმობები და სოც.აგენტმა დეკლარაცია არ შეუვსო.პატარა გოგიტას შოკური მდგომრეობა, გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილით იყო გამოწვეული.მისი სხეული, როგორც მამა ამბობს, მოხუცივით იყო დამჭკნარი.
მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა ყველა და კარგად დაანახა სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ შორის სახალხო დამცველის აპარატსაც, რომ აუცილებელია სოციალური დაცვის რეფორმა, სადაც შესწავლილი უნდა იქნას ყველა ღატაკი ოჯახი საქართველოში და შესაბამისად გატარდეს რაიმე სახის პრევენსიული ღონისძიებები.
სწორედ ამიტომ არ უნდა არსებობდეს ჩემი აზრით ასეთი სახის ფორმალური რეგულაციები სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, უნდა შეიცვალოს ის მახინჯი კანონები, რომელსაც ახორციელებს დახმარების სააგენტო.მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის 12% ბავშვებისა უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და 30% კი ფარდობით სიღარიბეში.
არაერთხელ იქნა შესწავლილი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ბავშვების გაუსაძლისი ყოფა-ცხოვრება და არაერთხელ მიეცა "მავანს და მავანს" რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებისა.იმავე ფონდმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფართოდ გავრცელებული სიდუხჭირის გამო და თავის დასკვნაში მოუწოდა "მავანთ"ცალკე თავი გამოეყოთ ბავშვებისათვის სიღატაკის დაძლევის სტრატეგიაში, მაგრამ ხელისუფლებას როდის ეცალა სიღატაკის დაძლევაზე ეზრუნა, ისინი ხომ მხოლოდ პოპულარობის მოპოვებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
ბევრი კითხვა გროვდება საზოგადოებაში მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით.-უნდა ეზრუნა თუ არა სოფლის რწმუნებულს ან ხელვაჩაურის საკრებულოს აღნიშნულ ოჯახზე?რა სახის პრევენსიაზე უნდა ეზრუნა ადგილობრივ ხელისუფლებას ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით?და საერთოდ, რისთვის არსებობენ რაიონებში სოციალური სამსახურები, სახელმწიფო ათასობით ლარს რომ ხარჯავს საჯარო მოხელეების ხელფასებზე? ბოლოს, იქნებ გუშინ მომხდარი ტრაგედია მაინც გახდეს ახალი ხელისუფლების, საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირების, სოც.დახმარების სააგენტოს სოც.აგენტებისთვის გამოფხიზლების საფუძველი.თუმცა ურიგო არც ის იქნება, სამოქალაქო საზოგადოებამაც ამოიღოს ხმა და შეახსენოს მთავრობას, რომ არ უნდა არსებობდნენ ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად ღატაკი ოჯახები. 100 23-ს მოსწონს
|