საზოგადოება 8 თებერვლის აქციის "გმირი '- მელორ ვაჩნაძე დაკავებულია 2013, 29 მარტი, 16:30
ერთ-ერთ ინტერვიუში ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ არ ნანობს მელორ ვაჩნაძე პოლიტ -დევნილის სტატუსით რომ იქნა გათავისუფლებული და საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.თავის დროზე მსჯავრდებულისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე პარლამენტის ადამიანის უფლებატა კომიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად იყო ჩართული და მათთან ერთად საკითხზე ნანა კაკაბაძეც მუშაობდა. გასაკვირია, მაშინ როცა ვაჩნაძეს 8 თებერვალს სამართალდამცველების ცემისთვის პასუხი არავინ მოთხოვა, დღეს რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი გურჯაანის პოლიციისთვის "გმირად" მონათლული მელორ ვაჩნაძის დაკავება.გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის შენობის წინ დაკავებულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს მისი მგათავისუფლების მოთხოვნით.ცნობილია, რომ იგი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 71 23-ს მოსწონს
|