x
image
ვიზა კოხაძე
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ახალი გარემოებები რუსი ოლიგარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

image
საზოგადოებამ კარგად იცის მიმდინარე წლის 23 მარტს ლონდონში საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის შესახებ.რამდენიმე დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე .ექსპერტიზით იკვეთებოდა, რომ გარდაცვლილს ნეკნები ჰქონდა ჩამსხვრეული, აგრეთვე სააბაზანოში პოლიციის მიერ ამოღებული იქნა ნივთმტკიცების სახით შარფი და ა.შ.ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები და დღეს კი ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

გარდაცვლილს სიკვდილამდე იურიდიული დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც პოლიციამ მისივე სახლიდან ამოიღო, საკუთარი საინვესტიციო კომპანიიდან 300 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. არავინ იცის, მან ეს თანხა მიიღო თუ არა სიკვდილამდე. თუმცა ფაქტი ოლიგარქის დეპრესიაში ყოფნის შესახებ დადასტურებულია, რაზედაც გარდაცვლილის უახლოესი გარემოცვა საუბრობდა ამ დღეების განმავლობაში. იმასაც ამბობდნენ, რომ ბორის ბერეზოვსკი დეპრესიაში საკუთარი ფინანსური კრიზისის გამო იყო ჩავარდნილი.

რუსი ოლიგარქის მეგობრები ვარაუდობენ, რომ თუ ცნობილი იყო მისთვის 300 მილიონის შესახებ, მაშინ ვერსია თვითმკვლელობის თაობაზე გამორიცხულია და მეგობრის გარდაცვალებას ისინი მკვლელობას უკავშირებენ.image

3
77
25-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
77
  
2013, 4 აპრილი, 15:17
გაურკვეველი იქნება ეს ამბავი.მე ასე მგონია.
2013, 31 მარტი, 20:22
საერთოდ, როდესაც ამ დონის ადამიანების გარდაცვალების შემდეგ დაღუპვის შემდეგ ხშირად დგება მათი "შავი ყუთის" გაშიფვრის საკითხი, მაგრამ , როგორც წესი, უშედეგოდ.
0 1 3