x
image
ვიზა კოხაძე
მერლინ მონრო-მსოფლიო კინოს ლეგენდა
image
მსოფლიო კინოს ისტორიაში მრავალი ლეგენდარული სახე არსებობს, მაგრამ კინოს ლეგენდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგ ალბათ ერთეულები თუ იქნებიან.კინოს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა ამერიკელმა მსახიობმა მერლინ მონრომ, რომელიც გასული საუკუნის ერთადერთ კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება- "იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით"-.წერდნენ მასზე.

ნამდვილი სახელი-ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი, დაიბადა 1926 წლის პირველ ივნისს ლოს-ანჟელესში, დაამთავრა ნიუიორკის სამსახიობო სკოლა.image

ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო და მილიონობით ქალის შურის ობიექტი, რომლის გამოჩენა კინოს მწვერვალზე მართლაც რომ სასწაულს ჰგავდა, არშემდგარი პირადი ცხოვრების გამო ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა.იგი სრულიად ახალგაზრდა 36 წლის ასაკში აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს.

საინტერესოა, თუ როგორ მივიდა დიდების მწვერვალამდე და როგორი ცხოვრება გაიარა, იყო თუ არა მისი წარმატების საიდუმლო მისივე გარეგნობაში ან მაცდურ გამოხედვაში, რომლის დახმარებითაც რეჟისორები უპრობლემოდ მთავარ როლებზე ამტკიცებდნენ.


მერლინის მამა უცნობია, მხოლოდ დედა იყო მისი აღმზრდელი.

image
ნორმას ბაბუა, ისევე როგორც ბებია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.დედამ-გლედის მორტინსონმა ვერ შეძლო ბავშვის გაზრდა და გააშვილა ოჯახზე, რომელი ოჯახიც ბავშვებს იმიტომ შვილობდნენ, რომ წლების მანძილზე პატარების შემწეობით ეცხოვრათ.დედა ხანდახან სტუმრობდა პატარას და ამხიარულებდა მას.1932 წელს დედამ ნორმა ჯინი თავისთან წაიყვანა, მაგრამ მამის გარდაცვალების გამო დეპრესიაში ჩავარდა და ისიც ფსიქიატრიულში მოათავსეს.6 წლის ნორმა დარჩა ბედის ანაბარა, რომ არა დედის მეგობარი-გრეის ეტკინსონ მაკ-კი, რომელიც განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს აფრქვევდა მომავალ ვარსკვლავს.საბოლოოდ ის გოგონას მეურვეც კი გახდა.

მაგრამ ცოტა ხანში გრეისმა იქორწინა და გოგონა ბავშვთა თავშესაფარში გადავიდა.ორი წლის შემდეგ იქედან წამოიყვნეს, როდესაც გრეისის მეუღლემ ნორმას გაუპატიურება სცადა და ის გრეისის დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ უბედურება და შეურაცხყოფა მას ყველგან თან სდევდა, (ამჯერად მასზე ძალადობა ბიძაშვილმა განახორციელა).13 წლის ნორმა ჯინი უკვე გაფურჩქნული და მომხიბვლელი გოგონა იყო, რომელსაც მასზე ასაკით უფროსი ვაჟებიც კი ეტრფოდნენ.სწორედ ამ დროს გაიცნო ჯიმ დაგერტი, რომელზეც იქორწინა.ისტორია მერლინ მონროს ქმრების შესახებ სამ მამაკაცზე არსებობს: ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო, არტურ მილერი.დაგერტთან ქორწინება 4 წელი გაგრძელდა, რაზეც მოგვიანებით მსახიობი ხუმრობით ამბობდა, რომ ეს ახალგაზრდობის შეცდომა იყო.ჯო დი მაჯოსთანაც არ იყო ბედნიერი, თუმცა ჯო მას სიკვდილამდე ეხმარებოდა და თანაუგრძნობდა მას, როგორც ცნობილია, სიცოცხლის ბოლო წლები მონრომ ნარკოტიკს, ალკოჰოლს და ძილის აბებს დაუთმო.image

ძალიან საინტერესოა მისი გარდაცვალების საიდუმლო.ერთ-ერთი ვერსიით იგი ნარკოტიკების დიდმა დოზამ გამოიწვია, მაგრამ სხვა ვერსიით ეს იყო კენედის შეკვეთილი მკვლელობა.ცნობილია, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა თავად ჯონ კენედთან და შემდეგ მის ძმასთან რობერტ კენედთან, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო.მერლინ მონრო მათ მოსვენებას არ აძლევდა, ბოლოს ტელეფონზეც აღარ პასუხობდნენ მას და სწორედ აქედან გაჩნდა ეს ვერსიაც.

სუპერ ვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ ის უფრო პოპულარული გახდა.მასზე უამრავი წიგნი იწერებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე და ამიტომაც უწოდებდნენ მას -"ლეგენდა სიცოცხლეში და ლეგენდა სიკვდილის შემდეგ".მისი შემოქმედებისთვის მიძღვნილი ფილმებიც კი გაჩნა ეკრანებზე მერლინის ფენომენის ამოსახსნელად.image

3
79
24-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
79
  
2013, 4 აპრილი, 16:41
ულამაზესი ქალი,მაგრამ სამწუხაროდ ძალიან უიღბლო.
2013, 29 მარტი, 16:06
ამ ქალზე ჭკუას ვკარგავ!
0 1 3