საზოგადოება "მე მქვია მალალა" -ასე ეწოდება წიგნს,რომელსაც 14 წლის პაკისტანელი გოგონა დაწერს 2013, 6 აპრილი, 2:26 წარმოშობით პაკისტანელი 14 წლის გოგონა მალალა იუსუფზაი მსოფლიომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე გაიცნო, რომელიც აქტიურად გამოდიოდა თალიბების წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში და ბევრისთვის ეროვნული თავისუფლების სიმბოლოდაც იქცა.გასული წლის შემოდგომაზე კი გოგონა თალიბების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მძიმედ დაჭრა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კვლავ აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს - ამჟამად იგი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, რადგან თალიბებს არც დაუმალავთ და აცხადებდნენ, რომ გოგონას სიცოცხლის ხელყოფა მისი შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო უნდოდათ.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მან ხელი მოაწერა 3 მილიონიან კონტრაქტს მემუარების დაწერის თაობაზე, სადაც აღწერილი იქნება მთელი მისი ცხოვრება, ეს იქნება წიგნი სათაურით "მე მქვია მალალა".
ერთ-ერთ ინტერვიუში მალალა ამბობს: -მემუარების შექმნა აუცილებელია, რადგან მასში მოვუთხრობ მკითხველს არა მარტო ჩემი, არამედ იმ 61 მილიონი ბავშვის შესახებ, რომლებიც თალიბებისგან იტანჯებიან".როგორც რუსული პრესა გვატყობინებს, წიგნი 2013 წლის შემოდგომაზე დაიბეჭდება.
მალალა კვლავ დაუბრუნდა სკოლას და თებერვლის თვეში გავრცელებული ინფორმაციით იგი წარდგენილია მსოფლიო ნობელის პრემიაზე 2013 წელს.აქვე გახდა ცნობილი, რომ გავრცელებულია ვიდეო, სადაც გოგონა მადლობას უხდის იმ მრავალ ათასიან გულშემატკივარს, რომლებმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიიტანეს გულთან და გულრწფელად უთანაგრძეს. მალალა იუსუფზაის სახელზე კი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩს წარმოადგენს, გადაწყვიტა სკოლა ააშენოს, რისთვისაც 50 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა.ექიმები ირწმუნებიან, რომ მალალა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და შეუძლია კვლავ აქტიური ცხოვრება. 350 25-ს მოსწონს
|