x
image
ვიზა კოხაძე
24 წლის მუსულმანი ფოტო მოდელი ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ სახლში

imageimageშემზარავი ტრაგედია დატრიალდა ბრიტანეთში, როდესაც პოლიციამ საკუთარ სახლში მუსულმანი მოდელი ნადია მენეზი ჩამომხრჩვალი იპოვა.ამის შესახებ რუსული და ბრიტანული სოციალური მედია აქტიურად წერს. გოგონა, რომელიც მშობლების და ოჯახის დანარჩენი წევრების ჩუმად დაქორწინდა ( ცნობისათვის ფოტომოდელს სამი ძმა და ოთხი და ჰყავს ), ბრიტანეთში, კერძოდ კი ოლდჰემში - დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა შვილთან და ქმართან ერთად.როგორც წყარო წერს, მას გამუდმებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან და ამიტომაც სასამართლოს მიმართა, რათა მშვიდად ეცხოვრა. ბრიტანულმა სასამართლომ გოგონა თავის რჩეულზე ოფიციალურად დააქორწინა, მაგრამ ოჯახისთვის ეს მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. - " გამუდმებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან, რომლებიც ხშირად ავიწროებდნენ და ამიტომაც ნადია თავს დაჩაგრულად გრძნობდა და ხშირად დეპრესიაში იყო" - წერს წყარო.imageimageimage16 წლის ასაკში ნადია სახლიდან წამოვიდა და თავდაპირველად სამხედრო იუნკერი უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ მალევე მოდელობა დაიწყო და აქვე შეხვდა 25 წლის უმარ რასოლს, რომელზეც 2011 წელს ინგლისური ტრადიციით იქორწინა.გასული წლის დეკემბერში საოჯახო სასამართლოს მიმართა დაცვის მიზნით და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, ნადია თავდაცვას ცდილობდა 60 წლის მამისგან საბირ ჰუსეინისგან და 55 წლის დედისგან რუკსანასგან, რომელთა რისხვას ძმების აყალმაყალიც ემატებოდა.imageimage2015 წლის აპრილში სასამართლომ გამოსცა ბრძანება, რის მიხედვითაც მშობლებს და ძმებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ ნადიაზე მიახლოება.მაგრამ ოჯახი მაინც მოითხოვდა მისგან მათთვის სასურველ სასიძოზე იძულებით დაქორწინებას.ოჯახს საერთოდ არ აწუხებდა ამ ხნის განმავლობაში ქალიშვილის ქორწინება და სამი წლის შვილის ბედი - წერს "британскоеизданиеMirror".image

0
643
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0