x
image
_K_
10 მარტივი ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად
ყველას დაგვიწყნია ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა მანქანის გასაღების დადების ადგილი, საქაღალდის აღება ან ვინმეს სახელი. მაგრამ ამას განზრახ ვაკეთებთ? ცხადია, არა. რაც უფრო ვიზრდებით, ალბათ, თქვენც ამჩნევთ, რომ უფრო ხშირად ვივიწყებთ რაღაცებს.


თუ გსურთ, რომ მეხსიერება გაიუმჯობესოთ, ეს სტატია დაგეხმარებათ!


კარგად წაიკითხეთ და ჩაინიშნეთ ეს მარტივი სავარჯიშოები!








1. ჩვეულებრივ საგნებს უკუღმა ან გვერდიდან შეხედეთ


თქვენ გარშემო საგნებს ყოველთვის იმ მხრიდან უყურებთ, საიდანაც მიღებულია და წესია. მაგრამ ოდესმე დაინტერესებულხართ, ბავშვები რატომ უყურებენ ტელევიზორს სხვადასხვა კუთხიდან, რატომ შლიან და აწყობენ სხვადასხვა სათამაშოებს, რატომ აინტერესებთ ყველა საგნის ფორმა და ფერი? რა მოხდება, თუ ყველა ჩვენგანი იმავეს გავაკეთებთ?



მხოლოდ ტელევიზორის შემთხვევაში კი არა, სცადეთ, ყველა საგანს სხვა კუთხით შეხედოთ, იქნება ეს ოჯახური ფოტო, საათი თუ კალენდარი. საინტერესო იქნება, თუ მაჯის საათსაც თავდაყირა ატარებთ. ამ ხერხით, ყოველ ჯერზე, როცა საათს დახედავთ, ტვინი იძულებული იქნება, ინტერპრეტაცია გაგიკეთოთ და მიგახვედროთ, რომელი საათია, ეს კი მის გამოფხიზლებას უწყობს ხელს.

image








2. გამოიყენეთ არადომინანტი ხელი


თუ მემარჯვენე ხართ, სცადეთ მარცხენა ხელის გამოყენება ჭამისას, წერისას, ნივთების აღებისას და ა.შ. თავიდან ცოტა რთული იქნება, მაგრამ მალე შეეჩვევით მინიმუმ ერთი ყოველდღიური აქტივობის არადომინანტი ხელით გაკეთებას.


სავარჯიშოს იდეა ტვინის არააქტიური ნაწილის გამოყენებაა. ეს ხელს უწყობს ტვინის ქერქის იმ ნაწილის გაფართოებას, რომელიც პასუხისმგებელია ხელიდან მიღებული ტაქტილური ინფორმაციის გადამუშავებაზე.

image








3. ზოგი ყოველდღიური აქტივობა თვალებდახუჭულმა შეასრულეთ


ყოველდღე რამდენ რამეს აკეთებთ მექანიკურად, ისე, რომ ამაზე არც ფიქრობთ? რამდენ ნაბიჯს დგამთ ქვედა სართულზე ჩასასვლელად? ან რამდენი თეფშია თქვენი სამზარეულოს კარადაში? სავარაუდოდ, ამ კითხვებზე პასუხი არ გექნებათ, რადგან ხშირად ყოველდღიურ, რეგულარულ აქტივობებს უყურადღებოდ ვასრულებთ.


ამიტომაც გვირჩევენ, რომ ზოგი აქტივობა თვალებდახუჭულმა გავაკეთოთ. მაგალითად, შხაპის მიღება, ერთი ოთახიდან მეორეში გასვლა და ა.შ. როცა თვალდახუჭული შეეხებით საგანს და ტვინს მიაწვდით ინფორმაციის თქვენი შეგრძნების შესახებ, ის უფრო მეტად ამუშავდება.

image








4. სიახლე შემატეთ ყოველდღიურ აქტივობებს


გაღვიძების მომენტიდანვე, ალბათ, ყველას გვაქვს გეგმის მონახაზი, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმ დღეს. თუმცა, დაიმახსოვრეთ, გონების სიმახვილისთვის, აქტიურობისთვისა და სიფხიზლისთვის სიახლე აუცილებელია.


ეს არ ეხება რთული რაღაცების გაკეთებას, დაიწყეთ მარტივი აქტივობებით, მაგალითად ტანსაცმელი საუზმის შემდეგ გამოიცვალეთ, შეცვალეთ გამაჯანსაღებელი სირბილის რუტინა, ან ახალი ამბების ნაცვლად ცოტა ხნით მულტფილმს უყურეთ.

image








5. ითამაშეთ მონეტებით


ოდესმე გინახავთ ბრაილი? მისი საშუალებით უსინათლო ადამიანები კითხულობენ, მაგრამ კარგი მხედველობის მქონეებისთვის უფრო რთულია მისი შესწავლა.


თვალდახუჭული რომ შეეხოთ საგნებს, თუნდაც მონეტებს, გაიგებთ, როგორ ახერხებენ მათ ამოცნობას მხედველობადაქვეითებულები. ისინი ეხებიან და გრძნობენ მონეტაზე ამოტვიფრულ რიცხვებსა და გამოსახულებებს. ასე რომ, მხედველობის გამოყენების ნაცვლად, ისინი ტვინს სთხოვენ, "წაიკითხოს" მონეტა.


სავარჯიშოს იდეა ამ მეთოდის ტვინის უჯრედების გასააქტიურებლად გამოყენებაა. უბრალოდ, მოათავსეთ ქილაში რამდენიმე მონეტა, დაიდეთ მანქანაში თქვენ ახლოს და შუქნიშნის ყოველ წითელ შუქზე სცადეთ, ხელით მოსინჯოთ და ამოიცნოთ მონეტები ისე, რომ მათ არ შეხედოთ.

image








6. გასინჯეთ სხვადასხვა საკვები


თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც რესტორანში ჭამისას ყოველთვის ერთსა და იმავე კერძს უკვეთავს, მაშინ დროა, ეს ჩვევა შეცვალოთ. ახალი კერძის გასინჯვა ტვინისგან ახალი საკვების ყნოსვას მოითხოვს და ცხვირის რეცეპტორებს ააქტიურებს. ახალი სუნი კი ტვინს განსხვავებულ შეგრძნებებს აწვდის. შეიძლება, ესა თუ ის სუნი განსხვავებულ რაღაცებთან გახადოთ ასოცირებული.


კარგი იქნება, მხოლოდ რესტორანაში კი არა, სახლშიც თუ ეცდებით ახალი კერძების მომზადებას, ან შეგიძლიათ თქვენს საყვარელ საჭმელში გამოიყენოთ განსხვავებული ინგრედიენტები.

image








7. იკითხეთ ხმამაღლა


ხმამაღლა კითხვა ყოველთვის შესაძლებელი არაა. მაგრამ როცა არის, აუცილებლად უნდა სცადოთ. შეიძლება, ხუთიოდე წუთით მეტი დაგჭირდეთ წიგნის წასაკითხად, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტვინის სამი ნაწილი "ინთება", როცა კითხვისას სიტყვებს ხმამაღლა ამბობთ.


აუდიოწიგნების მოსმენასაც კარგი გავლენა აქვს ტვინზე. ხმამაღლა კითხვისას ტვინის სხვადასხვა ნაწილებს ერთდროულად ააქტიურებთ და იყენებთ.

image








8. გამოიყენეთ მნემონიკური სახელები


რა არის მნემონიკა? ეს რაღაცების დამახსოვრების კრეატიული გზაა. სკოლიდან, ალბათ, ყველას გემახსოვრებათ ფრაზა, რომელიც ცისარტყელას ფერების თანამიმდევრობით სწავლაში გვეხმარებოდა:

წინათ - წითელი

ნიუტონი - ნარინჯისფერი

ყველა - ყვითელი

მნიშვნელოვანი- მწვანე

ცდას - ცისფერი

ლინზით - ლურჯი

იკვლევდა - იისფერი (იასამნისფერი)


იყო სხვა ფრაზებიც, მაგალითად მზის სისტემის პლანეტებზე. ამ მეთოდის გამოყენება რაღაცების თანამიმდევრობის დასამახსოვრებლად დღესაც ეფექტურად შეგიძლიათ.

image








9. გამოკვებეთ ტვინი


ფრაზაში "გამოკვებეთ ტვინი" იმ საჭმლის ჭამას ვგულისხმობთ, რომელიც ტვინის ფუნქციონალურობის გაზრდას უწყობს ხელს. მისთვის აუცილებელია ვიტამინებისა და ცხიმების მიწოდება.


ტვინის ფუნქციონალურობას ზრდის კაკალი, ქოქოსის ზეთი, ჯანჯაფილი, კენკრა, კვერცხი, ბროკოლი, ავოკადო...

image








10. სოციალიზაცია!


გადით გარეთ, დაელაპარაკეთ ხალხს და იხსენით ტვინი უსიცოცხლობისგან! როცა ხალხს ელაპარაკებით, ტვინი ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებას იწყებს. იმ ადამიანებთან ურთიერთობას კი, რომლებიც თქვენგან განსხვავებულები არიან, კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, რადგან ტვინი ახალ იდეებსა და ფიქრებს იღებს.


თუ საერთოდ არ ხართ სოციალური, ამან შესაძლოა გავლენა თქვენს მთლიან გონებრივ უნარზე იქონიოს. შეგიძლიათ, უბრალოდ, მოვაჭრეებთან საუბარიც სცადოთ. აუცილებელი არაა, გაატაროთ საკრედიტო ბარათი და გაიქცეთ, გადაიხადეთ ნაღდი ფულით და ცოტა გაესაუბრეთ გამყიდვლებს. ამით დაიწყეთ!

image








ბონუსი: გამოიყენეთ თქვენი ყევლა გრძნობა ერთდროულად


სცადეთ ისეთი აქტივობების გაკეთება, რომლებიც ტვინის რამდენიმე სფეროს ერთდროულად გააქტიურებას მოითხოვს, მაგალითად მოგზაურობა, მებაღეობა, ჩანაწერების გაკეთება საქმიან შეხვედრაზე, ბავშვებთან საუბარი საჭმლის მომზადების დროს და ა.შ.


კიდევ ერთი კარგი აქტივობა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში შოპინგია, რადგან ყნოსვის გამოყენება ტვინზე კარგად მოქმედებს, განსაკუთრებით კი ხილისა და ბოსტნეულის. ერთდროულად თქვენ ეხებით, ყნოსავთ და აგემოვნებთ ხილსა და ბოსტნეულს.


ხშირად ერთდროულად ბევრ რამეს გაუცნობიერებლადაც ვაკეთებთ. მაგალითად, როცა ვიდეო-თამაშს ვთამაშობთ. ამ დროს მხოლოდ ყურადღების უნარს კი არ ვიუმჯობესებთ, არამედ კონცენტრირებასა და მრავალამოცანიანი სამუშაოს შესრულებასაც ვეჩვევით.

image



გისურვებთ ჯანმრთელობას და სუფთა, კარგ მეხსიერებას❤









ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ოფლიანობა - ეს უნდა იცოდეთ!

image


2. რომელია ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო ვიტამინი? - გაიგეთ მეტი!

image


3. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image



0
1565
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0