პროფილაქტიკა როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ოფლიანობა - ეს უნდა იცოდეთ! 2018, 2 მაისი, 13:23 ოფლიანობა ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციაა, მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, როცა ზედმეტი ოფლიანობა გაწუხებთ და ეს დისკომფორტს გიქმნით? არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ, აკონტროლოთ ბუნებრივი ტემპერატურა და თავიდან აიცილოთ დისკომფორტი. ✹ ყოველდღიური ჰიგიენა: შეგიძლიათ, შხაპის მიღების დროს ანტიბაქტერიული საპონი გამოიყენოთ, ანტიპერსპირანტი სუფთა და გამშრალ კანზე წაისვით, ასევე გამოიყენეთ სპეციალური იღლიის საფენები. ✹ ბუნებრივი ქსოვილები და ტანსაცმლის რამდენიმე "ფენა": ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა, გაიხადოთ ან ჩაიცვათ ტანსაცმელი, თუ ტემპერატურა შეიცვლება. ✹ ზომიერად გრილი ტემპერატურა: იმ ოთახის რეგულარულად განიავება ან კონდიცირება, რომელშიც დიდ დროს ატარებთ, ასევე დაგეხმარებათ სიტუაციის შემსუბუქებაში. ✹ ცხოვრების სტილი: ზედმეტი ოფლიანობა ხშირად ზედმეტი წონით, ნიკოტინზე დამოკიდებულებით, ალკოჰოლის მიღებით და ცხარე საკვების და კოფეინირებული სასმელების დიდი დოზით მოხმარებითაა გამოწვეული. ✹ დალევის ჩვევა: უნდა გაზარდოთ სუფთა წყლის რაოდენობა, რასაც ჩვეულებრივ სვამთ ხოლმე, იმასთან შედარებით. ✹ სტრესის შემცირება და ემოციების კონტროლი: იქნებ მედიტაცია, სუნთქვის პრაქტიკები, იოგა, სეირნობა, თბილი აბაზანა და წყნარი მუსიკა დაგეხმაროთ. ამ მარტივ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, მალევე შეამჩნევთ ოფლიანობის კლებას და თავიდან აირიდებთ უხერხულ სიტუაციებს. ასევე დაგაინტერესებთ:1. 12 ჰიგიენური შეცდომა, რომელსაც ყოველდღე უშვებთ 2. როგორ ვისარგებლოთ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უსაფრთხოდ - 10 რჩევა 3. როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში - 10 საშუალება 390 2-ს მოსწონს
|