x
image
_K_
პირველადი დახმარების ხერხები, რამაც შეიძლება ერთ დღეს სიცოცხლე შეგინარჩუნოთ
image


პირველადი დახმარების ძირითადი ფაქტების ცოდნამ შესაძლოა ერთ დღეს ვინმეს, ან თქვენი საკუთარი, სიცოცხლე გადაგარჩენინოთ. არავინ იცის, ზუსტად როდის აღმოჩნდება კრიტიკულ სიტუაციაში, სადაც ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხებიდან ერთის ცოდნაც კი შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამიტომაც კარგი იქნება, კარგად წაიკითხოთ და დაიმახსოვროთ ისინი.








1. ჭრილობა

როცა ჭრილობასთან გაქვთ საქმე, ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ ის გულის დონეზე მაღლა მოაქციოთ. ეს შებერილობას ჩააცხრობს და სისხლდენას შეანელებს. თუ ჭრილობა ბარძაყზე ან დუნდულაზე გაქვთ, დაწექით და ბალიშების დახმარებით სცადეთ დაჭრილი ადგილის აწევა. თუ მის აწევას გულის დონეზე მაღლა ვერ ახერხებთ, შეინარჩუნეთ გულის დონეზე ან რაც შეიძლება ახლოს მასთან.

image








2. პირველი ხარისხის დამწვრობა


პირველი ხარისხის დამწვრობა კანის ზედა ფენის დამწვრობას ნიშნავს. ეს შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ სერიოზული არ არის. პირველადი ხარისხის დამწვრობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ჭრილობა ნელთბილი წყლით ჩამობანეთ. შეიძლება გეგონოთ, რომ ასეთ დროს ცივი წყალი სჯობს, მაგრამ შეიძლება ამან ქსოვილის მეტად დაზიანება გამოიწვიოს. დამწვრობის ჩამობანის შემდეგ დაიდეთ მასზე ყინულის ფუთი ან ცივი კომპრესი. ტკივილის შემსუბუქებაში ასევე დაგეხმარებათ პასტისა და სოდის ნარევი.

image








3. გულის შეტევა

როცა საქმე გულის შეტევას ეხება, რაც უფრო ადრე ჩაერევით საქმეში, მით უკეთესია. ამ შემთხვევაში შეიძლება ასპირინის დაღეჭვა დაგეხმაროთ, რადგან ის აყოვნებს სისხლის თრომბოციტებს, რაც ადედებს სისხლს, ეს კი თავისთავად არტერიებს ბლოკავს. ასპირინის მიღებისას მნიშვნელოვანია, ის პატარა დოზებით მიიღოთ, დაღეჭოთ და არა - გადაყლაპოთ ან წყალი დააყოლოთ. ამასთანავე, ეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდეთ სასწრაფო დახმარებას.

image








4. ფუტკრის ნაკბენი

თუ ფუტკარმა გიკბინათ, პირველ რიგში ნესტარი უნდა მოიცილოთ. ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ კანიდან ნესტრის ამოღებით შხამისგანაც თავისუფლდებით, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. აუცილებელია, რაც შეიძლება მალე ამოიღოთ კანიდან ის ნებისმიერი იარაღით. როცა ფუტკარი ნესტარს გისობთ, ის კარგავს სუნს, რითაც ფუტკრები აგნებენ ამა თუ იმ ადგილს, ამიტომაც შესაძლოა სხვა ფუტკრების თავდასხმის ობიექტიც გახდეთ, თუ მალე არ მოიშორებთ მას. ამის შემდეგ დაიდეთ ნაკბენზე ყინულის კომპრესი და თუ ალერგიული ხართ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

image








5. მოტეხილობა

თუ საქმე მოტეხილობას ეხება, არ სცადოთ მისი გასწორება, არამედ დააფიქსირეთ მოტეხილობა იმ მდომარეობაში, რაშიც არის არტაშანის ან ქსოვილის დახმარებით. მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე პოზა შეუნარჩუნოთ მოტეხილ ნაწილს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, რათა ნატკენი ადგილი კიდევ უფრო არ დაიზიანოთ.

image








6. თვალის დაზიანება

ჩვეულებრივ, როცა რამე გვტკივა, პირველ რიგში მის ჩამობანას ვცდილობთ. თუმცა, თვალის შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. თავდაპირველად მასზე რამე უნდა დაიდოთ, შემდეგ კი დახმარება ეძებოთ. თვალის წყლით ჩამობანით შეიძლება ის კიდევ უფრო დაიზიანოთ. გამონაკლისია მასში ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა, რის შემდეგაც აუცილებელია დაუყოვნებლივ წყლით ჩამობანა.

image








7. ხიჭვი

ხიჭვი მიკრობებითაა სავსე, რაც ადვილად შეიძლება მოხვდეს კანში, ამიტომ გახსოვდეთ, ხიჭვთან დაკავშირებულ შემთხვევებში სტერილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია! თუ ის მთლიანადაა კანში შესული, ჯერ მიმდებარე ტერიტორია მოწმინდეთ ანტისეპტიკით, შემდეგ კი ცხელ წყალში სტერილიზებული ნემსით სცადეთ ხიჭვის ზედაპირზე ამოღება. მას შემდეგ, რაც ის კანს ზევით გამოჩნდება, შეგიძლიათ, მარტივად მოიშოროთ პინცეტით. ამის შემდეგ კი ნატკენი ადგილი საპნით ჩამოიბანეთ.

image








8. გველის ნაკბენი

ტელე-შოუებში და ფილმებში როცა ვიღაცას გველი უკბენს, პირველი რამ, რასაც ისინი აკეთებენ, შხამის ამოწოვაა. სინამდვილეში შხამი უკვე მიღწეულია მსხვერპლის სისხლამდე, ამიტომ ეს პროცედურა დიდად ვერაფერში დაგეხმარებათ. გველის ნაკბენის შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა დამშვიდება. მნიშვნელოვანია, გულის ცემა ნორმალური იყოს, რათა შხამის ორგანიზმში გავრცელებას ხელი არ შეუწყოს. ასევე, ტკივილგამაყუჩებლების მიღების გამო შეიძლება სისხლი დათხელდეს, რის გამოც შხამი უფრო სწრაფად იმოქმედებს. რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას. თუ ამისთვის ფეხით უნდა გაიაროთ, ნელა იმოძრავეთ და არ ირბინოთ, რათა გულისცემა არ აგიჩქარდეთ. თუ შეძლებთ, წაისვით ჭრილობაზე ქოქოსის ზეთი, ის ბაქტერიასა და პარაზიტებს ებრძვის.

image








9. მედუზის დანესტრვა

ისე არაფერს შეუძლია ზღვის სანაპიროზე სასიამოვნო დღის გაფუჭება, როგორიც მედუზის ნესტარს. შეგიძლიათ, ნატკენი ადგილის მობანვა ზღვის მარილიანი წყლით სცადოთ. ასევე, მისი ჩამობანა შეიძლება ცხელი წყლით ან ძმრით. გარდა ამისა, შეგიძლიათ სოდითა და წყლით გაჟღენთილი ნაჭერი შემოიხვიოთ. ასევე, აქტიური ნახშირიც სასარგებლოა მედუზას შხამისგან გასათავისუფლებლად.

ალბათ, გაგიგიათ პოპულარული მითი, რომ ამ შემთხვევაში შარდის დასხმა ნატკენ ადგილას დაგეხმარებათ, თუმცა, შარდი შხამთან გასამკლავებლად საკმარის მჟავას არ შეიცავს და ზუსტად იგივე ეფექტი აქვს, რაც ცხელ წყალს.

image







10. ჭრილობა

როცა რამეს იტკენთ, გეშინიათ უსიამოვნო ნაიარევის გაჩენისა. თუმცა, არსებობს ზომები, რისი მიღებაც შეგიძლიათ ნაიარევის წარმოქმნის შესაჩერებლად. სწორედ საცხობ სოდას აქვს ის თვისებები, რაც ამაში დაგეხმარებათ. სოდით მკურნალობის დროს აუცილებელია, ჭრილობა სუფთა ჰაერზე "სუნთქავდეს" და არ იყოს დაფარული სანტავიკით, ბინტით ან ნაჭრით. გარდა ამისა, სოდა შეგიძლიათ წყალს შეურიოთ, რათა ანტისეპტიკი მიიღოთ.

image








11. სუნთქვის გართულება

თუ ვინმეს სუნთქვა უძნელდება, როგორც წესი, სასუნთქი გზები აქვს გადაკეტილი. დააწვინეთ ეს ადამიანი ზურგზე, შეუმოწმეთ პირი და მოაშორეთ ყველაფერი, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს სუნთქვაში. სასუნთქი გზების გასახსნელად, გადაუწიეთ თავი ისე, რომ ნიკაპი ზევით ჰქონდეს და ერთი ხელით თავი დაუჭირეთ. ამას გარდა შეგიძლიათ სცადოთ "ყბის ბიძგი", რის დროსაც ქვედა ყბა უნდა ამოძრაოთ. ეს ენას გაათავისუფლებს და სასუნთქ გზებს გახსნის.

image








ბონუსი: როგორ მოვიშოროთ ბინტი/სახვევი

პირველადი დახმარების ცოდნა მარტო სხეულის დაზიანების კი არა, შემდგომი მკურნალობის დროსაც აუცილებელია. იმისთვის რომ სახვევი/ბინტი უსაფრთხოდ მოიხსნათ, პირველ რიგში ეს ადგილი ბავშვის ზეთით, სამედიცინო სპირტით ან თბილი წყლით დაიტენიანეთ. ასევე, მისი გაყინვა ყინულის კუბიკებითაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ კი ძალიან ფრთხილად და ნელა მოიშორეთ სახვევი, თორემ შეიძლება ჭრილობა განაახლოთ კიდეც.

image


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image


2. როგორ მოვიშოროთ მწერები სახლიდან - 3 სასარგებლო და უსაფრთხო ხერხი

image


3. როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს - ეს უნდა იცოდეთ!

image

3
4499
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
4499
  
2020, 5 ივნისი, 16:49
ეჰ მცოდნოდა სოდის გამოყენება ბავშობაში რამდენ ნაიარევს ავცდებოდი :-)
2019, 14 ივლისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 ივლისი, 19:09
ჭრილობაში სოდის ჩაყრა პირველად გავიგე...საინტერესო ინფორმაციაა
0 1 3