x
image
_K_
შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამისას

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ჭამის დროს წყლის დალევა აკრძალულია. ზოგი ექსპერტი ამბობს, რომ წყალი კუჭის მჟავის მოქმედებას ასუსტებს. ზოგის აზრით, ეს ადამიანს უფრო ასუქებს, ზოგი კი იმასაც ფიქრობს, რომ წყალი საჭმლის მონელებას ხელს უშლის. მართლაც, შეიძლება თუ არა უბრალო წყალი ასეთი საზიანო იყოს ჩვენთვის?

სტატიაში პასუხს გაგცემთ ამ კითხვაზე.








რა ემართება საჭმელსა და წყალს მუცელში?

imageმონელების პროცესი მაშინ იწყება, როცა უკვე შემდეგ ჭამაზე ვიწყებთ ფიქრს, როცა პირში ნერწყვი წარმოიქმნება. როცა საჭმელს ვღეჭავთ, ის ნერწყვს ერწყმის, რომელიც მონელებისთვის საჭირო ენზიმებს (ფერმენტები) შეიცავს. შემდეგ დარბილებული საჭმელი ჩადის კუჭში, სადაც კუჭის მჟავას უერთდება. საშუალოდ, კუჭს 4 საათი სჭირდება, რათა მოსანელებელი საჭმელი თხევად ნივთიერებად ან ქიმუსად (კუჭის შიგთავსი) გარდაქმნას. ქიმუსი კუჭ-ნაწლავში კიდევ რჩება და სხეულს მკვებავ ნივთიერებებს აწვდის.



წყალი დიდხანს არ რჩება კუჭში. სხეულიდან გასასვლელად მას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება, ამიტომაც იცოდეთ, რომ თუ ჭამის დროს წყალს დალევთ, ის კუჭში "ტბებს" არ ქმნის, როგორც ბევრს ჰგონია, წყალი დაღეჭილ საკვებთან ერთად მალე ჩადის კუჭში, ალბობს მას და მალევე ტოვებს ორგანიზმს.








სითხე მჟავიანობას არ ამცირებს.

ჩვენს ორგანიზმს რთული, მაგრამ კარგად აწყობილი სისტემა აქვს. თუ კუჭი "იგრძნობს", რომ ამა თუ იმ საკვების მონელება არ შეუძლია, მეტ ენზიმს წარმოქმნის და მჟავიანობას ზრდის. ნახევარი გალონი წყალიც რომ დალიოთ, ეს კუჭის მჟავიანობაზე გავლენას არ მოახდენს. გარდა ამისა, წყალს საჭმელიც შეიცავს, მაგალითად ფორთოხალში 86% წყალია.


გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგ საჭმელს კუჭში მჟავიანობის დონის შემცირება შეუძლია, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივ ნორმაში ძალიან მალე დგება.








სითხე გავლენას არ ახდენს მონელების სიჩქარეზე.

არ არსებობს არანაირი კვლევა, რაც ადასტურებს, რომ წყალი აჩქარებს მონელების პროცესს და ჯერ კიდევ დაუმუშავებელი საკვები გამოაქვს ორგანიზმიდან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სითხე საჭმელზე მალე ტოვებს ორგანიზმს, მაგრამ ის გავლენას არ ახდენს მონელების სიჩქარეზე.








და ბოლოს, შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა?

image

თუ ჭამის დროს წყალს დალევთ, არაფერი დაგემართებათ. პირიქით, წყალი ალბობს და არბილებს კიდეც საკვებს. მაგრამ ნუ დალევთ წყალს ჭამამდე, რადგან საკვების მიღებისას პირში საკმარისი ნერწყვი უნდა გქონდეთ, რომელიც აუცილებელ ენზიმებს შეიცავს.


ჭამასთან ერთად წყლის დალევას სარგებელიც კი აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ როცა ადამიანი ჭამისას წყლის დასალევად პაუზას აკეთებს, ეს ჭამის პროცესს ანელებს, ანუ ადამიანი უფრო ცოტას ჭამს, რაც კარგია.


თუ ჭამის დროს ჩაის სვამთ, არც ამაშია რამე ცუდი. კვლევის მიხედვით, მჟავიანობის დონე წყლისა და ჩაის დალევით არ იცვლება.


წყლის ტემპერატურა, რომელსაც სვამთ, გავლენას არ ახდენს საჭმლის მონელების სიჩქარეზე ან მისაღები მკვებავი ნივთიერებების რაოდენობაზე. კუჭს შეუძლია, საკვები გააცხელოს ან გააციოს საჭირო დონეზე. თუმცა, მეცნიერები რეკომენდაციას მაინც თბილი წყლის დალევას უწევენ, რომელიც დაახლოებით 150 ° ფარენჰეიტია (65-66° ცელსიუსი).

image




ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

image


2. როდის არის კოფეინი სასარგებლო?

image


3. შეიძლება თუ არა წყლის ხელმეორედ ადუღება?

image

1
1820
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1820
  
2018, 13 ნოემბერი, 22:56
მოკლედ ,,ხან ჭრიან ხან კერავენ,,....რა
0 1 1