x
image
_K_
რა უნდა მიირთვათ, რომ ალცჰაიმერი თავიდან აირიდოთ - 5 აუცილებელი და 3 სავალალო პროდუქტი
image


ბევრი რამეა, რაც გეხმარებათ გონების გავარჯიშებაში და ტვინის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ თქვენს კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს ალცჰაიმერის ან დიმენციის დაავადებების განვითარებაში. ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, კვების რაციონი სახელად MIND ამ დაავადებების რისკს ამცირებს.


სტატიაში წარმოგიდგენთ მთავარ 5 საკვებს, რაც უნდა მიიღოთ და 3 საკვებს, რაც თავიდან უნდა აიცილოთ ჯანსაღი გონების და სხეულის შესანარჩუნებლად.






საკვები ჯანმრთელი ტვინისთვის


1. ამ ჩამონათვალში კენკრა უდავოდ პირველ ადგილზეა.

კენკრა მდიდარია ფლავონოლით, რაც ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა. 20 წლიანმა კვლევამ, რომელიც ათასობით ადამიანზე ჩატარდა, დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებიც კენკრას მიირთმევდნენ, ნაკლებად უსუსტდებოდათ ცნობიერება. ამიტომ დაამატეთ მოცვი, ჟოლო და მარწყვი თქვენს კვების რაციონს, ამისთვის საკუთარი ტვინი მოგვიანებით მადლობას გადაგიხდიდათ.


image






2. მიირთვით მწვანილები, როგორც დედები გვაძალებდნენ ბავშვობაში.

დედები მართლები იყვნენ. ბოსტნეულს არაერთი სარგებლობა მოაქვს ჩვენი სხეულისთვის. ის აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან შეიცავს ისეთ ნუტრიენტებს, როგორიცაა ფოლატი, ფლავონოლი, E ვიტამინი და კაროტინოიდი. სალათის ფოთლები, შპინატი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ხუჭუჭა კომბოსტო საუკეთესო პროდუქტებია, რომლებიც ტვინის დაბერების პროცესს ანელებს.

image






3. გახადეთ თხილეული თქვენი ახალი დესერტი/სნექი.

ტკბილეულის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ მოხალული თხილი, რომელიც E ვიტამინს შეიცავს და ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ჯანსაღი ცხიმების, რკინისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო თხილეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ხოლო თუ თხილეულსა და კენკრას ერთმანეთს შეურევთ, ტვინს არაჩვეულებრივ დესერტს მიაწვდით.

image






4. გამოიყენეთ მეტი ოლივიეს ზეთი კერძებში.

თუ ხმელთაშუაზღვისპირეთზე მცხოვრები ადამიანების კვების რაციონზე რამე გაგეგებათ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ოლივიეს ზეთი მათ კერძებში ნომერ პირველი პროდუქტია. ექიმები გვირჩევენ, შევზღუდოთ სხვა ზეთებისა და კარაქების გამოყენება და მათ მაგივრად კერძებში ოლივიეს ზეთი დავამატოთ, რომელიც ჩვენს ტვინს დემენციისგან (შეძენილი ჭკუასუსტობა) იცავს.

image






5. კვირაში ერთხელ მაინც მიირთვით თევზი.

კვლევებმა დაადასტურა, რომ 65 წელს გადაცილებულ იმ ადამიანებს, რომლებიც თევზს გამუდმებით მიირთმევენ, გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, ვიდრე მათ, ვინც თევზს არ ჭამენ და ხორცს ამჯობინებენ. თევზი შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ვიტამინ B6-ს და ვიტამინ B12-ს, რომელთა მიღება ტვინისთვის აუცილებელია. MIND დიეტის მიხედვით, მისი კვირაში ერთხელ მირთმევა საკმარისია.

image






არაჯანსაღი საკვები


1. საკვებ რაციონში შეამცირეთ ხორცი, განსაკუთრებით კი წითელი ხორცი, პროტეინები მიიღეთ ლობიოს, ოსპისა და სოიოსგან.

გაგიკვირდებათ, რამდენი პროტეინის მიღება შეუძლია ჩვენს ორგანიზმს ხორცის გარდა სხვა პროდუქტებისგან. ექსპერტები გვირჩევენ, მაქსიმალურად შევამციროთ ხორცის მიღება და აუცილებელი ნუტრიენტები მივიღოთ ლობიოს, ოსპისა და სოიოსაგან, რომლებიც მდიდარია პროტეინებით, რკინით და B ვიტამინით; ეს კი ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

image






2. შეამცირეთ კარაქის, მარგარინისა და ყველის მიღება (ვიცით, რომ რთულია!).

ყველის მოყვარულებისთვის ეს რთული იქნება, თუმცა, MIND დიეტის მიხედვით, თუ გვინდა, რომ დიმენციის რისკი შევამციროთ, ყველის, განსაკუთრებით კი ცხიმიანი ყველის ჭამა უნდა შევზღუდოთ. იგივე ეხება კარაქსა და მარგარინს - კარგი იქნება, თუ მას ოლივიეს ზეთით ჩაანაცვლებთ.

image






3. შაქარი და მარილი ჩვენი ტვინის მეგობრები ნამდვილად არ არიან.

თუ გვსურს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ტვინის დაბერების შენელება, მაქსიმალურად უნდა ვცადოთ შაქრისა და კალიუმის არიდება. ერთი მხრივ, შაქარი და ცომეული დროთა განმავლობაში ზიანს აყენებს ტვინს, რადგან ზრდის დიაბეტის რისკს, რაც თავის მხრივ ალცჰაიმერის გაჩენის რისკს ზრდის. მეორე მხრივ კი, მარილი სისხლის წნევას ზრდის, რამაც შეიძლება ინსულტი და ტვინის დაავადებები გამოიწვიოს.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 8 საჭმელი სიგარეტზე უარესია - გაითვალისწინეთ!

image


2. ქიშმიშის 17 სასარგებლო თვისება

image


3. რა ემართება სხეულს, როცა ზედმეტს ვჭამთ - გაითვალისწინეთ!

image


4. რას ამბობს ცუდი სუნი პირის ღრუში თქვენს ჯანმრთელობაზე

image


5. შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს

image

2
5435
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
5435
  
2020, 26 იანვარი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 იანვარი, 21:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2