პროფილაქტიკა როგორ ვისარგებლოთ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უსაფრთხოდ - 10 რჩევა 2018, 18 თებერვალი, 23:39
საზოგადოებრივი ტუალეტი ნამდვილად არ წარმოადგენს სუფთა ადგილს, მას ბევრი ადამიანი იყენებს და ამიტომაც ბევრი ბაქტერიისა და მიკრობის თავშესაყარი ადგილია.
სტატიაში გასწავლით საზოგადოებრივი საპირფარეშოების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს, გთავაზობთ ხერხებს, რომლებიც უმრავლესობისთვის ჯერაც უცნობია. 1. შედით ყველაზე სუფთა კაბინაში საზოგადოებრივ საპირფარეშოში შესვლისას სცადეთ, ყველაზე სუფთა კაბინაში შეხვიდეთ. როგორც წესი, ხალხის უმეტესობა იმ კაბინას ირჩევს, რომელიც ყველაზე შორსაა, ამიტომაც, უკეთესი იქნება, უახლოეს კაბინაში შეხვიდეთ, როგორიც ფოტოზე პირველი კაბინაა. 2. არ დადოთ თქვენი ნივთები იატაკზე არ დადოთ თქვენი ნივთები იატაკზე. მიკრობები და ბაქტერიები მათზე მოხვდებიან, იქიდან კი - თქვენს ხელებზე. უმჯობესია, ჩანთა საკიდზე დაკიდოთ. 3. გქონდეთ საკუთარი "დაცული დასაჯდომი" კარგია, თუ საკუთარ "დაცულ დასაჯდომს" ატარებთ, რომელიც ბევრ მაღაზიაში იყიდება, მაგრამ თუ ის არ გაქვთ, მაშინ დაფარეთ უნიტაზის საჯდომი ტუალეტის ქაღალდით. 4. ღილაკზე დაჭერისას ჭკუა იხმარეთ. ობიექტური მიზეზების გამო, ძნელი არაა იმის გამოცნობა, რამდენი მიკრობი იქნება ჩასარეცხ ღილაკზე. კარგი იქნება, თითზე ტუალეტის ქაღალდი დაიხვიოთ და ისე ჩარეცხოთ, შემდეგ კი დაუყოვნებლივ გადააგდოთ ის. 5. ხელები ცხელი წყლით დაიბანეთ დაიბანეთ ხელები ცხელი წყლით, რადგან ეფექტურია მიკრობების წინააღმდეგ. თუ შესაძლებელია, საპონიც გამოიყენეთ. მინიმუმ 20 წამი მაინც დაუთმეთ ხელების დაბანას. 6. ხელები ქაღალდის ხელსახოცით გაიმშრალეთ. ეცადეთ, არ გაიშროთ ხელები ცხელი ჰაერით. გახსოვდეთ, მიკრობებისთვის ტენიანი და ცხელი გარემო ხელსაყრელია გასამრავლებლად. უკეთესი იქნება, ხელები ქაღალდის ხელსახოცით გაიმშრალოთ. 7. არ შეეხოთ ტუალეტის კარის სახელურს ქაღალდის ხელსახოცის ან ტუალეტის ქაღალდის გარეშე. კარის სახელურებიც მიკრობების თავშეყრის ადგილია. რას ფიქრობთ, დღეში რამდენჯერ ეხება მას სხვადასხვა ადამიანი? ამიტომაც, კარგი იქნება, საპირფარეშოდან გასვლამდე ხელს თუ ქაღალდით შეიხვევთ და ისე შეეხებით სახელურს. გამოსვლის შემდეგ კი დაუყოვნებლივ გადააგდეთ ქაღალდი. 8. გამოიყენეთ დეზინფიცირებადი საშუალება. სადეზინფექციო საშუალების ტარება ძალიან კარგი იდეაა. ის საჭიროა საპირფარეშოში შესვლამდე, ჭამამდე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ. მისი ყიდვა მარტო აფთიაქში კი არა, სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ. 9. ყოველთვის ატარეთ საკუთარი ტუალეტის ქაღალდი ან სველი სალფეთქი. ცხოვრება არაპროგნოზირებადია. ვინ იცის, იქნებ საზოგადოებრივ საპირფარეშოში ქაღალდი გამოილიოს. კარგი იქნება, თუ წინდახედულად მოიქცევით და თავად ატარებთ ტუალეტის ქაღალდს, ან, უკეთეს შემთხვევაში, სველ სალფეთქს. 10. ნუ დაყოვნდებით, აუცილებლად აცნობეთ დაწესებულების მენეჯმენტს ბინძური საჯარო ტუალეტების შესახებ. თანამედროვე კომპანიები ცდილობენ, დაიცვან ჰიგიენა და იზრუნონ საზოგადოებრივი საპირფარეშოების სისუფთავეზე. ამიტომაცაა, რომ არ უნდა მოგერიდოთ და პირდაპირ უთხრათ მენეჯერს, თუ კაბინებში სისუფთავე არაა. ამით კომპანიას გაუმჯობესებაში დაეხმარებით და ისინიც ვალდებულები არიან, გაითვალისწინონ მომხმარებლის უკმაყოფილება. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. 12 ჰიგიენური შეცდომა, რომელსაც ყოველდღე უშვებთ 2. რა შეიძლება დაგემართოთ, თუ ხელებს არ დაიბანთ 3. როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში - 10 საშუალება 4. 30 წუთიანი მარტივი მასაჟი ცელულიტების მოსაშორებლად და გასახდომად 517 4-ს მოსწონს
|