x
image
_K_
როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ ყურებს ყოველდღე დაიმასაჟებთ
image

სტრესი, ღელვა, თავის ტკივილი და გადაღლილობა - ყველას აქვს უსიამოვნო მომენტების შიში. თუმცა, ამის მოსაგვარებლად მარტივი ხერხი არსებობს - ყურის მასაჟი! ეს ნერვების დასამშვიდებელი პროცესია, რომელიც თქვენს გონებას პრობლემებისგან, სხეულს კი ფიზიკური დისკომფორტისგან კურნავს. საუკეთესო რამ კი ისაა, რომ ყურის მასაჟის გაკეთება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.


ჩვენ ხშირად გაცნობთ საინტერესო და სასარგებლო სტატიებს. დღეს მასაჟების კოლექციას გთავაზობთ, ბოლოს კი გასწავლით, როგორ გაუკეთოთ მასაჟი საკუთარ თავს.





კუნთების ტკივილი მცირდება.

ჩატარდა ექსპერიმენტი იმის შესამოწმებლად, ამცირებდა თუ არა ყურის მასაჟი დისკომფორტს ქრონიკული ზურგის ტკივილის მქონე ადამიანებში. როგორც აღმოჩნდა, ეს მარტივი პროცედურა ტკივილის მოხსნაში ნამდვილად გვეხმარება.



ყურის ბიბილოს ნაზად სრესა ასტიმულირებს ნერვულ დაბოლოებებს და ეხმარება ტვინს ენდორფინების გამოყოფაში. ეს ჰორმონი კარგ ხასიათზე გვაყენებს და ტკივილს გვიხსნის. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამ მარტივი მასაჟის წყალობით ადამიანები ტკივილის მიმართ უფრო ამტანები ხდებიან.

image






სტრესის დონე იკლებს.

კიდევ ერთი კვლევა ვიტრო-განაყოფიერების დროს ჩაატარეს პაციენტებზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ყურის მასაჟი ასეთ სტრესულ სიტუაციაშიც კარგი გამოსავალია. თუ სტრესს, პანიკას, გამოფიტვას, გადაღლილობას და გაღიზიანებას გრძნობთ, წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ ყურის კიდე. ეს ადგილი ყურის ნიჟარის ზედა მხარეს მდებარეობს და სამკუთხოვანი ჩაღრმავების ფორმა აქვს.

image






თავის ტკივილი და შაკიკი იმდენად აღარ შეგაწუხებთ.

მაშინ როცა ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს სერიოზული და პოტენციურად საზიანო ეფექტი აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე, ყურის სტიმულაცია სრულიად უვნებელი მეთოდია. უკეთესი ეფექტისთვის მასთან ერთად შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებები მიიღოთ, როგორიც პიტნის ჩაია.

image






წონაში უფრო სწრაფად და მარტივად დაიკლებთ.

რეგულარულად ვარჯიშისა და ჯანსაღად კვების გარდა, შეგიძლიათ ყოველდღიურად ყური დაიმასაჟოთ. როგორც აღმოჩნდა, სხვა რუტინასთან ერთად ამ მეთოდის გამოყენება წონის კლებაში გეხმარებათ. როცა სასურველ ფორმაში ჩადგებით, ყურადღება მიაქციეთ წონის კონტროლს და განაგრძეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიყოლა.

image






ეს მეთოდი დაგეხმარებათ ინსომნიასთან ბრძოლაშიც.

რადგანაც ყურის სტიმულაციას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, შეგიძლიათ ეს მეთოდი დაძინებამდეც გამოიყენოთ ხოლმე. მართალია, მხოლოდ ყურის მასაჟით ინსომნიას სრულად ვერ დაამარცხებთ, მაგრამ დაგამშვიდებთ, რაც აუცილებელია კარგი ძილისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ ის სხვა მედიკამენტებთან ერთადაც გამოიყენოთ, რაც უკვე დანიშნული გაქვთ ექიმის მიერ.

image






ბევრად ენერგიული იქნებით.

თუ დილით ყავის დალევა დაგავიწყდებათ ან ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ ყური დაიმასაჟოთ. ყურის ნერვული დაბოლოებების სტიმულაცია ააქტიურებს უჯრედებს ტვინის ცენტრში და დაღლილობის გრძნობას გიქრობთ. შეგიძლიათ, ეს მეთოდი დღის განმავლობაშიც გამოიყენოთ, როცა იგრძნობთ, რომ ენერგიული აღარ ხართ.

image






ბონუსი: როგორ გაუკეთოთ ყურის მასაჟი საკუთარ თავს?

სცადეთ ეს მოძრაობები:

  • ნაზად დააწექით ყურის ზედა ნაწილს, დაიჭირეთ ის ცერა და საჩვენებელი თითებით. შემდეგ ნელა დასრისეთ თითებით ყურის კიდეების მიმართულებით.
  • მსუბუქად დაარტყით ყურის უკანა ნაკეცს თითების დაღმავალი მოძრაობით. იგივეს გაკეთებაც შეგიძლიათ ყურის გარე ნაწილებზე. ასევე, ნაზად უჩქმიტეთ ყურის ბიბილოს და ასწიეთ მაღლა.
  • გაქაჩეთ ყურის ბიბილო. მოიქციეთ ის თითებს შორის და წრიული მოძრაობით დაამასაჟეთ, თითქოს ზელთ.
  • ხელისგული დაიდეთ ყურზე ისე, რომ ის მთლიანად დაფაროს. დააწექით ყურს და ისე გასწიეთ ხელი ყურის კიდეებისკენ.
  • ისევ დააფარეთ ხელის გული ყურის ნიჟარას და დაიწყეთ ხელის წრიული მოძრაობით მასაჟი.
image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 რამ, რაც ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა გააკეთოთ

image


2. მარტივი 2 წუთიანი ვარჯიში, რომელიც ხერხემალს გაგისწორებთ

image


3. რა უნდა მიირთვათ, რომ ალცჰაიმერი თავიდან აირიდოთ - 5 აუცილებელი და 3 სავალალო პროდუქტი

image


4. 10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


5. ნივრის 10 უცნობი და სასარგებლო თვისება

image

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0