x
image
_K_
ნივრის 10 უცნობი და სასარგებლო თვისება
ნიორი ბევრ ჩვენგანს ბავშვობიდანვე გვეზიზღება მისი მომწარო გამაღიზიანებელი გემოსა და სუნის გამო. მაგრამ მოგვიანებით, ალბათ, ყველამ გავიგეთ, რომ ნიორი კარგია ჩვენი ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემისთვის. მაგრამ იცოდით, რომ ნიორის გამოყენება თევზაობის დროს ან კბილის სამკურნალოდაც შეიძლებოდა?


ამ სტატიაში ნიორის გამოყენების უცნობ, უცნაურ და სასარგებლო გზებს გთავაზობთ.



მაშ ასე, ნიორის გამოყენება შეგიძლიათ:





1. ყურის ინფექციის საწინააღმდეგოდ


ჩვეულებრივ, ყურის ინფექცია ანტიბიოტიკებით ინკურნება, მაგრამ მისი შველა ნიორითაც შეგიძლიათ. ნიორით განსაკუთრებით ბავშვებს მკურნალობენ, რომელთათვისაც წამლები ჯერ ადრეა.



ყურის ინფექციის ნიორით სამკურნალოდ გაჭერით ნიორი ისე, რომ "ზეთი" გამოუვიდეს, გაათბეთ და მოათავსეთ ყურში. რეკომენდებულია, ჯერ ექიმს გაესინჯოთ, მაგრამ ეს ხერხიც საკმაოდ გავრცელებული და ეფექტურია.

image









2. მინის შესაკეთებლად


ეს სუპერ-ნიორის გამოგონილი თვისება სულაც არაა, ასე რომ ის მარტო ჯანრმთელბის შესანარჩუნებლად კი არა, მაშინაც გამოგადგებათ, როცა საქმე თქვენს საყვარელ მინის ჭიქას ეხება.


ნიორი ბუნებრივი წებოა, ამიტომ მისი გამოყენება გატეხილი მინის შესაწებებლად ეფექტურია.

image








3. კბილის ტკივილის შემსუბუქებაში


ზოგჯერ სტომატოლოგთან სტუმრობისთვის დრო არ გვაქვს და კბილის ტკივილით ვიტანჯებით. ასეთ მომენტში შეიძლება ნიორი მოგევლინოთ მხსნელ საშუალებად. ნიორი ცისტეინს შეიცავს, რაც ნიშნავს, რომ მას საანესთეზიო თვისებები აქვს. უბრალოდ დაიდეთ ნიორი მტკივან კბილზე და ცოტა ხანში ტკივილი შეგიმსუბუქდებათ.

image








4. სახის გასაწმენდად


თუ ქიმიურის ნაცვლად ბუნებრივ კანის მოვლის პროდუქტებს ამჯობინებთ, ნიორს შეუძლია სახის მწმენდავი შეგიცვალოთ. ის შეიცავს ძლიერ ანტისეპტიკურ, ანტივირუსულ და ანტისოკოვან თვისებებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაგეხმაროთ აკნესთან, ნაწიბურებთან და სხვა კანის დაავადებებთან და ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ნიორის გამოყენების 2 გზა არსებობს: პირველ შემთხვევაში, შეგიძლიათ ნიორი პირდაპირ სახის კანზე წაისვათ და 15 წუთში ჩამოიბანოთ. მეორე შემთხვევაში კი, შეგიძლიათ ნიორი შეჭამოთ და მისცეთ საშუალება, თავისი საქმე "შიგნიდან" შეასრულოს.

image







5. ფეხის სამკურნალოდ


უსიამოვნება ფეხზე (სუნი) შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ მისი განკურნება შესაძლებელია. ცხელ წყალში ნიორი ჩაყარეთ და ფეხები მოათავსეთ მასში 30 წუთის განმავლობაში.


როგორც ჩანს, ალბიკანები (სოკოები) ნიორის მიმართ მგრძნობიარეები არიან. სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის გამო ნიორი ანტიანდალურია და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ფეხზე სამკურნალოდ.

image








6. თოვლის გასაწმენდად


ჯანმრთელობის გარდა ნიორს სხვა რაღაცებშიც შეუძლია თქვენი დახმარება, მაგალითად ზამთარში, როცა საათები გჭირდებათ სახლის კართან სავალი გზის გასაკვალად. ნიორი მარტო ზეთს კი არა, მარილსაც შეიცავს, რომელიც თოვლის დადნობას აადვილებს.


მაგრამ ფრთხილად იყავით! მართალია, ნიორი თოვლს ადნობს, მაგრამ მას სუნიც აქვს!

image








7. ხიჭვის მოსაშორებლად


ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ხიჭვი, იცის, რა მტკივნეული შეიძლება იყოს ის. საუკეთესო ვარიანტი მისი შემჩნევისთანავე ამოღებაა, მაგრამ ეს ზოგჯერ შეიძლება ძალიან მტკივნეული და რთული იყოს. ხშირად ხდება ისე, რომ ხიჭვის ამოღების მცდელობისას ის კიდევ უფრო ღრმად შედის კანში, რამაც შეიძლება სირთულეები გამოიწვიოს.


შემდეგში, როცა ხიჭვს შეამჩნევთ, მოათავსეთ მასზე ნიორი, დაამაგრეთ პლასტირით და დაიძინეთ. მომდევნო დღეს ნახავთ, რომ ხიჭვი აღარ გაქვთ. იგივე შედეგს მიიღებთ ალოეს ფოთლითაც.

image








8. მწერების დასაფრთხობად


ზაფხული კოღოებისა და სხვა არასასიამოვნო მწერების სეზონია. იმ შემთხვევაში კი, თუ მწერებისგან თავის დასაცავი სპრეი არ გექნებათ ხელთახლოს, შეგიძლიათ ნიორგი გამოიყენოთ. მისი სუნი მწერებს აფრთხობს.


ნიორი შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მცენარეების მწერებისგან დასაცავადაც.

image








9. თევზის მისატყუებლად


უკვე ვახსენეთ, რომ ნიორი სრულიად უსიამოვნოა მწერებისთვის, მაგრამ თურმე თევზებისთვისაა მიმზიდველი. მისი გამოყენება შეგიძლიათ მდინარეში, ტბებში და არამარილიან წყალში თევზაობისას.

image








10. ჯანსაღი თმისთვის


ნიორი დიდი რაოდენობით ალიცინს შეიცავს, რაც ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაში გეხმარებათ, ასევე ხელს უშლის თმის ცვენასაც. ალიცინის ანტი-მიკრობული თვისებები კლავს ბაქტერიებს, რომლებიც აზიანებენ თავის კანს.


შეგიძლიათ ნიორი წაისვათ თავის კანზე ან გამოიყენოთ მისი ზეთი. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

image








ბონუსი


და ბოლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ნიორი საუკეთესო საშუალებაა ვამპირების წინააღმდეგ!


მხოლოდ ვამპირს კი არა, ყველა სახის ბოროტ სულს ეშინია ნიორის. ამის მიზეზი ისაა, რომ ნიორი სისხლს ანტიბაქტერიულს ხდის, რაც "არაგემრიელის" სინონიმია ვამპირებისთვის.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით♥

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ბანანის ქერქის 10 უცნაური დანიშნულება

image


2. ქიშმიშის 17 სასარგებლო თვისება

image


3. შვრიის ფაფას 8 სასარგებლო თვისება

image


4. 14 საკვები, რომელიც გიცავთ გულის შეტევისგან

image


5. 7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად

image


2
2128
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2128
  
2018, 18 ივნისი, 12:26
მადლობა შენიშვნისთვის, გავითვალისწინებ♥
2018, 18 ივნისი, 12:16
ძალიან საინტერესოა,ნივრის( სხვათაშორის ასე იწერება ბრუნვისას და არა ნიორის) ბევრი, აქ მოყვანილი თვისება არ მცოდნია.
0 1 2