x
image
_K_
6 მარტივი ნიღაბი იდეალური სახის კანისთვის
სტრესული სიტუაციები, გადაღლილობა, არასაკმარისი ძილი, ჯანმრთელობის პრობლემები... ეს ყველაფერი თქვენი სახის კანზე მოქმედებს.

სტატიაში გთავაზობთ 6 ეფექტურ ნიღაბს სახის კანისთვის, რომელიც თავს ახალგაზრდად გაგრძნობით და საკუთარ მიმზიდველობაში დაგარწმუნებთ.

image


1. კარტოფილის და ლიმონის ნიღაბი



ინგრედიენტები:

1 კარტოფილი

1/2 ლიმონი (წვენი)


მომზადება:

ჩაჭყლეტილი კარტოფილი მოათავსეთ ჯამში, დაასხით ლიმონის წვენი და აურიეთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


გამოყენება:

წაისვით ნიღაბი სახეზე ნაზად, თითების წრიული მოძრაობით.

გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

ჩამოიბანეთ ნიღაბი წყლით.


ეს ნიღაბი ეფექტურია ლაქებისთვის სახეზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლაქები გარუჯვისგან გაქვთ. მხოლოდ და მხოლოდ სამ დღეში თქვენ ნახავთ, რომ კანი გაგითავისუფლდებათ მზის ლაქებისგან.

image


2. კიტრის ნიღაბი


ინგრედიენტები:

1 კიტრი

1 კვერცხი


მომზადება:

ნელა გადმოაპირქვავეთ კვერცხის ცილა.

გახეხეთ კიტრი სახეხით (იმდენი, რომ ორი კოვზი აავსოს მიღებულმა მასამ).

დაამატეთ კიტრის მასა კვერცხის ცილას და კარგად აურიეთ.


გამოყენება:

გამზადებული ნიღაბი წაისვით სახეზე.

გაიჩერეთ 15 წუთი.

ჩამოიბანეთ წყლით.


ეს ნიღაბი კარგი გამწმენდია. ამას გარდა, ებრძვის კანის დაზიანებებს, ღია ფორებს და ამცირებს თვალის ნაოჭებს.

image


3. ლიმონის ნიღაბი


ინგრედიენტები:

1 კვერცხის ცილა

1 ჩაის კოვზი თაფლი

1 ჩაის კოვზი რძე

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი


მომზადება:

გამოაცალკევეთ ცილა კვერცხის გულისგან.

დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები ცილის ქაფს და აურიეთ ყველაფერი ერთად.

იმისთვის, რომ ნარევი უფრო წებოვანი (ბლანტი) იყოს, დაამატეთ შვრიის ფანტელები.


გამოყენება:

ფრთხილად წაისვით ნიღაბი.

გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

მოიშორეთ თბილი და რბილი ნაჭრით.

სახე დაიბანეთ წყლით, უკეთესი იქნება გვირილის ნაყენი.


ნიღაბი გაშორებთ ფერიმჭამელებს, აღადგენს უჯრედებს, აშრობს და ანათებს კანს.

image


4. შვრიის ნიღაბი


ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი შვრია

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 მწვანე ვაშლი

1 სუფრის კოვზი თაფლი

1 სუფრის კოვზი კეფირი

1 ლიმონის წვენი


მომზადება:

ათქვიფეთ შვრია ბლენდერით.

გახეხეთ ვაშლი.

გამოიყენეთ 3 ჯამი.

პირველ ჯამში აურიეთ შვრია და ზეითუნის ზეთი.

მეორე ჯამი გამოიყენეთ ვაშლის ნახეხისთვის და თაფლისთვის.

მესამე ჯამში აურიეთ კეფირი და ლიმონის წვენი.


გამოყენება:

წაისვით ნიღაბი მაკიაჟის ფუნჯით.

იმისთვის, რომ შედეგი კარგი იყოს, ჯერ წაისვით პირველი ფენა (შვრიის და ზეითუნის ზეთის ნარევი), დაელოდეთ, სანამ გაშრება.

შემდეგ წაისვით მეორე ფენა (ვაშლის ნახეხი და თაფლი), 5 წუთი დაელოდეთ გაშრობას.

ბოლოს წაისვით მესამე ფენა (კეფირი და ლიმონის წვენი).

მოიცადეთ კიდევ 5 წუთი.

საერთო ჯამში, ნიღაბი თქვენს სახეზე უნდა დარჩეს 15 წუთის განმავლობაში.

კარგად ჩამოიბანეთ სახე.


ეს ნიღაბი ეფექტურია ზეთოვანი კანისთვის, ებრძვის აკნეს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

image


5. შოკოლადის და შვრიის ნიღაბი


ინგრედიენტები:

1/3 ფინჯანი კაკაოს ფხვნილი

1/4 ფინჯანი თაფლი

2 სუფრის კოვზი ნაღები ან არაჟანი

3 სუფრის კოვზი შვრიის ფხვნილი


მომზადება:

ათქვიფეთ შვრია ბლენდერში. შემდეგ მოათავსეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ჯამში და აურიეთ.


გამოყენება:

წაისვით ნიღაბი მშრალი ჯაგრისის ან თითების დახმარებით.

მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე.

დაიტოვეთ ნიღაბი 15-20 წუთის განმავლობაში (კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში იწვებით).

ადექით და დაიბანეთ სახე.


გამოიყენეთ ეს ნიღაბი, თუ გაქვთ ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი, გამომშრალი ან მგრძნობიარე კანი.

image


6. ჯანჯაფილის ნიღაბი


ინგრედიენტები:

1/4 სუფრის კოვზი დაფხვნილი ჯანჯაფილი

1 სუფრის კოვზი ავოკადო

1 სუფრის კოვზი იოგურტი ან კეფირი


მომზადება:

დასრისეთ ავოკადო, სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ.

მოათავსეთ ავოკადოს პიურე, ჯანჯაფილი და იოგურტი პატარა ჯამში და კარგად აურიეთ.


გამოყენება:

ჯერ კარგად დაიბანეთ სახე. წაისვით ნიღაბი თითების ნაზი, წრიული მოძრაობით.

დაიტოვეთ ნიღაბი 5 წუთის განმავლობაში.

ჩამოიბანეთ.


თმა შეიკარით, თორემ შეიძლება, ავოკადო და თაფლი თმაზე მიგეკროთ.

დარწმუნდით, რომ იოგურტის სწორი სახეობა აირჩიეთ. ჩვენ გირჩევთ ჩვეულებრივ, არატკბილ პროდუქტს, რომელიც არ გამოიწვევს კანის გაღიზიანებას.


ნიღაბი კარგია გაღიზიანებული კანისთვის, დამწვრობისთვის და რუჯისგან გამოწვეული ტკივილისთვის. ასევე ის ამცირებს ანთებას და სიწითლეს სახეზე, ხელს უწყობს კანის მკურნალობას.


image



ბონუსი! სახის კანის გაახალგაზრდავება დაჭრილი პომიდვრით!


შეგიძლიათ, პომიდორი დაჭრათ და ცოტა შაქარი მოაყაროთ. ნაზად მოისვით სახეზე, ეს მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და კანს მისცემს სუფთა, ახალგაზრდულ, ბუნებრივ იერს!

image

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მოვიშოროთ ღაბაბი და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სახე

image


2. 7 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ლამაზი და მკვრივი მკერდისთვის

image


3. გათავისუფლდით თავის ტკივილისგან 5 წუთში წამლების გარეშე

image


4. 14 საკვები, რომელიც გიცავთ გულის შეტევისგან

image

0
10880
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
10880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0