სიახლეები 14 საკვები, რომელიც გიცავთ გულის შეტევისგან 2017, 25 მარტი, 21:49 გული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ორგანოა, მაგრამ მას არ ვუფრთხილდებით, ყოველდღე ვტვირთავთ სტრესითა და არაჯანსაღი საკვებით. ეს ძალიან ცუდია, რადგან ცხიმიანი საჭმელები ქოლესტერინის დონეს ზრდის და ხელს უშლის გულის მუშაობას.
სტატიაში გთავაზობთ 14 საკვებ პროდუქტს, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობის დონეს და ამცირებს გულის შეტევის რისკს მომავლისთვის. 1. წითელი ღვინო წითელი ღვინო ამცირებს ცხიმის ნარჩენებს სისხლძარღვებში, გეხმარებათ დეტოქსიკაციაში და წონის დაკლებაში. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დალიოთ ზომიერად. ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, რა თქმა უნდა, კარგი არ არის ორგანიზმისთვის. 2. ბროკოლი და შპინატი ბროკოლი და შპინატი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს, აუმჯობესებს გულის მუშაობას და აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. ასევე, მდიდარია რკინით. 3. დარიჩინი დარიჩინი ებრძვის გულის დაავადებებს და ათეროსკლეროზს. ეხმარება მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) პროცესს და კარგია წონაში დაკლებისთვისაც. 4. ნიორი ნიორი აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, გიცავთ ვაზოკონსტრიქციისგან (სისხლძარღვების შევიწროვების პროცესი) და ხელს უშლის ათეროსკლეროზის გამოვლენას. 5. ვაშლი და მსხალი ვაშლი და მსხალი მდიდარია რკინით, რაც გულისთვის ძალიან კარგია, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, თანაც, იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. 6. ბროწეული შეიცავს ანტიოქსიდანტს, ამცირებს სისხლის წნევას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. 7. საზამთრო საზამთრო ძალიან მნიშვნელოვანია სისხლძარღვებისთვის, ის ასტაბილურებს ქოლესტერინის დონეს და შეიცავს ანტიოქსიდანტებს. 8. ავოკადო ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და წმენდს არტერიებს. მდიდარია სასარგებლო ცხიმებით. 9. მწვანე ჩაი მწვანე ჩაის ერთი ფინჯანიც კი დღეში ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. ამასთანავე, ეხმარება მეტაბოლიზმის პროცესს და ხელს გიწყობთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. 10. ნიგოზი და თხილი შეიცავს რკინას, რაც კარგია გულისთვის, ასევე, ვიტამინ E-საც, რაც ორგანიზმიდან აშორებს "ცუდ" ქოლესტერინს. 11. შავი შოკოლადი (მინიმუმ 60-70% კაკაოთი) გეხმარებათ სისხლის წნევის დარეგულირებაში, ებრძვის ანთებას და სისხლის შედედებას. 12. კენკრა მოცვი და მარწყვი ძალიან კარგია სისხლის წნევის დაკლებისთვის და სისხლძარღვების გაფართოებისთვის. 13. შვრიის ფაფა მდიდარია რკინით. ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ყველაზე კარგი დაუმუშავებელი, მოუხარშავი შვრიაა. 14. თევზი ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი და სხვა თევზეული ამცირებს არითმიის და ათეროსკლეროზის რისკს. ყველაზე კარგი იქნება, თუ თევზს კვირაში 2-3-ჯერ მიირთმევთ. გისურვებთ ჯანმრთელობას! –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 6 საკვები პროდუქტი, რომელსაც მთელი ცხოვრება არასწორად ჭამდით პროდუქტები, რომლების მარტივად დაჭრაც უნდა ისწავლოთ შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად! ხერხები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ 1494 1-ს მოსწონს
|