x
image
_K_
რას ნიშნავს მთქნარება?
imageშეხედეთ ადამიანს, რომელიც ამთქნარებს ან, უბრალოდ, წარმოიდგინეთ ეს პროცესი. სავარაუდოდ, თქვენც მოგინდებათ დამთქნარება. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რატომაა ეს ასეთი გადამდები.


თუმცა, მთქნარების გამომწვევი ფაქტორები კარგადაა ცნობილი. დაღლილობა და ძილიანობა მათგან ყველაზე გავრცელებულია, თუმცა, მათ გარდა, კიდევ ბევრი ფაქტორი არსებობს.. ჩვენ მაშინაც ვამთქნარებთ ხოლმე, როცა ვიღვიძებთ ან მოწყენილები ვართ. ალბათ, არ იცოდით, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ის არეგულირებს ტვინის ტემპერატურას და მას გადახურებისგან იცავს.


ეს უძველესი რეაქცია ერთვება ისეთ სიტუაციებშიც ერთვება, რომელიც ძლიერ ემოციერ დაძაბულობას მოითხოვს ან საფრთხეს შეიცავს. ინსტიქტურად, ადამიანი სიცივეს გრძნობს, სუნთქვა უჭირს და მთქნარებას იწყებს. ამავე დროს, ღრმად სუნთქვა სისხლს ჟანგბადით ამარაგებს, რომელიც შემდეგ ტვინსა და კუნთებს მიეწოდება, ეს კი გადამწყვეტი მოქმედებისთვის ამზადებს სხეულს.


მთქნარება მხოლოდ ზრდასრულებს კი არა, ბავშვებსაც ახასიათებთ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა დედის მუცელში იმყოფებიან! ზოგი ექსპერტის აზრით, ეს ჩანასახის ტვინის სწორად განვითარებაზე მიუთითებს.


image




ასევე დაგაინტერესებთ:


1. კარგია თუ არა დღის საათებში ძილი ჯანმრთელობისთვის?

image


2. 10 მარტივი ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად

image


3. რისგან იღებს სიამოვნებას ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას

image

0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0