x
image
_K_
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს
image


წინასწარი სიფრთხილე წინასწარ შეიარაღებას ჰგავს.

საბედნიეროდ, ყველა ჩვენგანს არ გამოუცდია მიწისძვრის შედეგების საშინელება, მაგრამ, დამეთანხმებით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თუ უსაფრთხო ადგილას ვცხოვრობთ, ესეც კი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ერთ დღეს ის რჩევები არ დაგვჭირდება, რაც სტატიაშია მოცემული.

ამიტომ, წაიკითხეთ ყურადღებით და დაიმახსოვრეთ!


რა არ უნდა გავაკეთოთ:


*შეიძლება, გაგიგიათ მითი, რომ შესასვლელ კარებში უნდა დადგეთ. არ დაიჯეროთ. კარის ჩარჩო თუ ჩამოინგრევა, თავზე დაგეცემათ.


*არ გაიქცეთ გარეთ, თუ შენობის პირველ სართულზე არ იმყოფებით. მიწისძვრის დროს ყველაზე სახიფათო კიბეები და ლიფტია.


დაწექით იატაკზე "ჩაკეტილ" პოზაში!

*თუ ბიძგებს იგრძნობთ, დაწექით გარე კედელთან ახლოს. შენობა თუ ჩამოიშლება, ასე უფრო მალე გიპოვიან.


*დარწმუნდით, რომ ირგვლივ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება დაგეცეთ: განათების საშუალებები ან დაკიდებული კარადები.


*დაწექით იატაკზე, კომოდთან ან საწოლთან ახლოს (და არა ქვეშ)! თუ ოთახი ჩამოიშლება, თქვენი საწოლი მიიღებს დარტყმას და თქვენ დაცული იქნებით. სხვა კარგი ვარიანტია, რომ კედლის გასწვრივ დაწვეთ.


*თავზე ხელები შემოიხვიეთ, რომ დაიცვათ!


შეიძლება თუ არა მაგიდის ქვეშ დამალვა?


*ეს თეორია საკმაოდ საკამათოა. ერთის მხრივ, მიწისძვრის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფრთხე საგნების ნგრევაა. მაგრამ თუ წინასწარ ვიცით, რომ არ იქნება ისეთი ძლიერი მიწისძვრა, სახლი რომ დაანგრიოს, მაშინ შეგვიძლია, დავიმალოთ მაგიდის ქვეშ.


შეიძლება თუ არა გარეთ გაქცევა?


*პირველი ბიძგიდან ნგრევის დაწყებამდე დაახლოებით 10-20 წამი გაქვთ. კარგი იქნება, თუ ამ დროს გარეთ გასასვლელად გამოიყენებთ, მაგრამ არ გააკეთოთ ეს, თუ:


*თუ პირველ სართულზე არ იმყოფებით, როგორც უკვე ვთქვით;


*თუ გასასვლელი ხალხითაა გადაჭედილი;


*თუ ფიქრობთ, რომ გარეთ გასასვლელად 10 წამზე მეტი ხანი დაგჭირდებათ; ასეთ შემთხვევაში, გარეთ გასვლის მცდელობა უფრო სახიფათოა, ვიდრე შენობაში დარჩენა.


თქვენ ყოველთვის გჭირდებათ გარკვეული დრო, რომ შეძლოთ სიტუაციის შეფასება. სწორი გადაწყვეტილებების მიღება ყველაფერზე რთულია!


თუ გარეთ იმყოფებით, დადექით ყველაზე "მოსუფთავებულ" ადგილას.


არსებობს ირგვლივ მდგომი შენობების ჩამოშლის საფრთხე, ამიტომ ეცადეთ, შენობებისგან დაცლილ ადგილას დადგეთ. თუ ხიდზე ან კიბეებზე იმყოფებით, დაუყოვნებლივ გადაინაცვლეთ სხვაგან.


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


გათავისუფლდით თავის ტკივილისგან 5 წუთში წამლების გარეშე

image


14 საკვები, რომელიც გიცავთ გულის შეტევისგან

image


6 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

image

2
3784
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3784
  
2018, 5 ივნისი, 23:48
რას შვებიან ეს ნაციონალები ყველანაირ საბოტაჟზე მიდიან. მიწისძვრაც კი გამოიწვიეს რო რამე მაინც ჩამოშლილიყო.
წლების წინ მიწისძვრა რომ იყო თბილისში, ისე აღმოვჩნდი გარეთ, ვერც გავიაზრე... მერე გამახსენდა, რომ სახლში ,,დამრჩა,, ქმარ-შვილი)) ანუ, რჩევები კარგია, თუ ადამიანი პანიკას არ აყვება ჩემსავით და მშვიდად იმოქმედებს.
0 1 2