ქალი
რომელია ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო ვიტამინი? - გაიგეთ მეტი!
2018, 4 მარტი, 17:51
ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო ვიტამინი ფოლიუმის მჟავა, ანუ B ვიტამინია, რადგან ის:
✿ მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში;
✿ აუმჯობესებს მეხსიერებას;
✿ ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და გამრავლებას;
✿ უნარჩუნებს ახალგაზრდობას კანს, ფრჩხილებსა და თმას;
✿ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესში;
✿ აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის;
✿ ხელს უწყობს გონებრივ და ემოციურ ჯანმრთელობას.
ფოლიუმის მჟავას შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები: ისპანახი, ოხრახუში, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კარტოფილი, ღვიძლი, კვერცხი, ციტრუსი, მანგო და ჟოლო.
მაგრამ გახსოვდეთ, ცალ-ცალკე თითოეული საკვები ვიტამინ B -ს მცირე რაოდენობას შეიცავს, ამიტომ კარგი იქნება, მრავალფეროვანი ჯანსაღი საკვები მიიღოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სითბო და ცეცხლი ამცირებს ან მთლიანად აქრობს საჭმელში ფოლიუმის მჟავის სასარგებლო თვისებებს.
ფოლატები (ფოლიუმის მჟავას მარილი) ორგანიზმში არ ინახება, ამიტომაც ბევრ ქალს აქვს ამ ვიტამინის ნაკლებობა. ასეთ შემთხვევაში გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია ვიტამინ B9 -ის მიღების თეობაზე.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ასევე დაგაინტერესებთ:
1. საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ
2. როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში - 10 საშუალება
3. 30 წუთიანი მარტივი მასაჟი ცელულიტების მოსაშორებლად და გასახდომად