x
image
_K_
როგორ შეიცვლება თქვენი კანი, თუ ცივ შხაპს ხშირად მიიღებთ - ცივი წყლის 5 განსაცვიფრებელი თვისება
image

ალბათ, იცით, რომ ცივი შხაპი ენერგიით გვავსებს და დილით გაღვიძებაში გვეხმარება. თუმცა, ამას გარდა, მას კიდევ არაერთი სასარგებლო თვისება აქვს და დაუჯერებელ გავლენას ახდენს კანზე. სტატიაში 5 ასეთ საოცრებას გაგაცნობთ.






1. ის კანს ჯანსაღ სიკაშკაშეს ანიჭებს.

ცივი შხაპი სისხლის მიმოქცევას ზრდის. სახის კანისთვის ეს ჯანსაღ შეფერილობას ნიშნავს. კარგი სიახლე ისაა, რომ არ გჭირდებათ ცივი წყლით დიდხანს დაბანა, სახის კანის კარგ მდგომარეობაში მოსაყვანად ნელთბილი წყალიც გამოდგება.

image






2. ის კანის დაბერებას აფერხებს.


ყოველდღიურად თუ გამოიმუშავებთ ცივი წყლით დაბანის ჩვევას, ეს კანის დაბერებას შეაფერხებს. ცივი წყალი ააქტიურებს ნერვულ სისტემას, სხეული გამოიმუშავებს სტრესთან მებრძოლ ჰორმონებს, ტვინი კი - ქიმიკატებს. კვლევების მიხედვით, ფსიქოლოგიურ სტრესს პირდაპირი ეფექტი აქვს კანის დაბერებაზე და ნეგატიურად მოქმედებს სხეულის არაერთ ორგანოზე.

image






3. ის თავიდან გაშორებთ სტრესთან დაკავშირებულ კანის პრობლემებს.

ცივი შხაპი დიდი რაოდენობით ელექტრულ იმპულსებს უგზავნის ტვინს და ასტიმულირებს "ბედნიერების ჰორმონ" ენდორფინის გამოყოფას. ასეთ დროს სტრესის დონე იკლებს და მცირდება მასთან დაკავშირებული კანის პრობლემებიც, როგორიცაა აკნე, ფსორიაზი და დერმატიტი.

image






4. ის ამჭიდროვებს ფორებს.

თუ ცხელმა შხაპმა შეიძლება კანის დამცავი ბუნებრივი ზეთები ჩამორეცხოს, გრილი წყალი ფორების შეკვრას უწყობს ხელს. ის სახეს სძენს სიკაშკაშეს და კანს - ბრწყინვალებას. რადგანაც ცივი წყალი სისხლძარღვების შემჭიდროვებას უწყობს ხელს, სახე ნაკლებად წითელი ჩანს.

image






5. ის გიხსნით დისკომფორტს.

თუ ცხელმა წყალმა შეიძლება კანი გააღიზიანოს, გამოიწვიოს სიწითლე, ქავილი და გამონაყარიც კი, ცივ წყალს აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტი აქვს. კვლევის მიხედვით, გრილი შხაპი, სხვა სარგებელთან ერთად, ამცირებს ფსორიაზისგან გამოწვეულ ქავილსაც.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიზარდოთ წამწამები სახლის პირობებში მხოლოდ საკვების დახმარებით

image


2. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ ყურებს ყოველდღე დაიმასაჟებთ

image


3. 10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


4. 10 რამ, რაც ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა გააკეთოთ

image


5. 9 სახიფათო რამ, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ - გაითვალისწინეთ!

image

0
405
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0