x
image
_K_
როგორ გავიზარდოთ წამწამები სახლის პირობებში მხოლოდ საკვების დახმარებით
imageწამწამების გასაზრდელად რამდენიმე ხერხი არსებობს: ეთერზეთების გამოყენება, თვალის ქუთუთოების დამასაჟება, მაკიაჟისგან დასვენება... თუმცა, ყველაზე მარტივი გზა ყოველდღიური საკვები რაციონის მრავალფეროვნებაა. უნდა მიირთვათ საჭმელი, რომელიც მხოლოდ წამწამების გაზრდაში კი არა, მთლიანად თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.


სტატიაში შემოგთავაზებთ საკვებს, რომელიც წამწამების გაზრდაში ხელის შემწყობ აუცილებელ ვიტამინებს შეიცავს.






1. კვერცხი

რატომ მუშაობს: კვერცხი მდიდარია პროტეინით.

როგორ მუშაობს: თმა და წამწამები კერატინისგან შედგება. პროტეინით მდიდარი საკვები სხეულს ეხმარება სწორი რაოდენობის ამინომჟავების მიღებაში, რაც კერატინს წარმოქმნის. სწორედ ამიტომ კვერცხი თქვენს წამწამებს გააძლიერებს და გაზრდის.


image






2. ორაგული

რატომ მუშაობს: ორაგული მდიდარია ომეგა-3-ით, D ვიტამინით და B ვიტამინით.

როგორ მუშაობს: ომეგა-3 წამწამებს მტვრევადობისგან და ცვენისგან იცავს. D და B ვიტამინები კი მის გაზრდას უწყობს ხელს.


image






3. თხილეული

რატომ მუშაობს: თხილეული შეიცავს ომეგა-3-ს და E ვიტამინს.

როგორ მუშაობს: ჯანსაღი ცხიმები E ვიტამინთან ერთად სისხლს და ჟანგბადს აწვდის თმის ფოლიკულებს, რაც ხელს უწყობს წამწამების სწრაფად გაზრდას და თავის ადგილას გაჩერებას დიდი ხნით.

image






4. ხილი და ბოსტნეული

რატომ მუშაობს: ხილი და ბოსტნეული A და C ვიტამინებს შეიცავს.

როგორ მუშაობს: ეს ვიტამინები ხელს უწყობს წამწამების ზრდას და კოლაგენის წარმოქმნას. ხილისა და ბოსტნეულის კანი შეიცავს სილიკას, რაც აუცილებელი ჯანსაღი და გრძელი წამწამებისთვის.

image






5. სოკო

რატომ მუშაობს: სოკო შეიცავს დიდი რაოდენობით B3 ვიტამინს.

როგორ მუშაობს: ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და კერატინის წარმოქმნას. ვიტამინი B3 ასტიმულირებს წამწამების ზრდას, აღმოფხვრის მტვრევად ღერებს, ხელს უწყობს უჯრედის რეპროდუქციას და ხელს უშლის წამწამების ცვენას.

image






6. ლობიო

რატომ მუშაობს: ლობიო შეიცავს H ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას.

როგორ მუშაობს: H ვიტამინი ზრდის სისხლის მიმოქცევას თმის ფოლეკულებში, ასქელებს წამწამებს და იცავს გამოშრობისგან და ცვენისგან. ის ორგანიზმს ეხმარება ამინომჟავებისა და ცხიმების შეწოვაში, რაც აუცილებელია ჯანსაღი წამწამებისთვის. ფოლიუმის მჟავა ხელს უშლის წამწამების მტვრევადობას.

image






7. პურეული მარცვლოვანები

რატომ მუშაობს: პურეული მარცვლოვანები მდიდარია B6 ვიტამინით და რკინით.

როგორ მუშაობს: B6 ვიტამინი ასტიმულირებს მელანინის წარმოშობას. ეს არის პიგმენტი, რომელიც წამწამებს ფერს აძლევს. რკინა თმის ფოლეკულებშია მოთავსებული და იცავს წამწამებს სისუსტისგან და ცვენისგან.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 რამ, რაც ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა გააკეთოთ

image


2. 10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


3. ჰიგიენასთან დაკავშირებული 6 შეცდომა, რასაც ყოველდღე ვუშვებთ

image


4. თავის მოვლის 11 უცნაური მეთოდი, რომელიც ამართლებს - ეს უნდა იცოდეთ!

image


5. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ თევზის ქონს ყოველდღე მიირთმევთ

image

0
147
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0