ქალი შესაძლებელია თუ არა ქალის დაორსულება, როცა უკვე ფეხმძიმედაა? - მეცნიერების პასუხი 2019, 17 ივლისი, 10:43 რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ქალს შეუძლია დაორსულება მაშინ, როცა უკვე ფეხმძიმედაა. სტატიაში ამ თემაზე მეტ ინფორმაციას გაგაცნობთ.
ეს იშვიათი მდგომარეობა სუპერფეტაციის სახელითაა ცნობილი, რომელიც სხვადასხვა ოვულავიური პერიოდების ორი კვერცუჯრედის განაყოფიერებას ნიშნავს. შედეგად დედა შობს 2 სხვადასხვა გესტაციური ასაკის მქონე ბავშვს, ზოგჯერ განსხვავებული დაბადების თარიღებითაც. სუპერფეტაცია იგივე არ არის, რაც სუპერფეკუნდაცია, რომელიც ერთ ოვულაციურ პერიოდში ორი კვერცუჯრედის განაყოფიერებას ნიშნავს. ამ დროს განაყოფიერება ერთსა და იმავე მენსტრუალურ პერიოდში ხდება და იბადებიან ბივიტელინური ან ბიციკლური ტყუპები. სუპერფეტაციის დროს კი ქალი ფეხმძიმდება სხვადასხვა მენსტრუალური პერიოდის დროს და განსხვავებული გესტაციური ასაკის გარდა, ტყუპებს განსხვავებული წონა, სიმაღლე და სისხლის ჯგუფი აქვთ. როგორც წესი, როცა დედა ორსულადაა, მისი საკვერცხე კვერცხუჯრედების გაშვებას წყვეტს საშვილოსნოსკენ, რადგან ჰორმონები სხეულს უგზავნიან სიგნალს, რომ ბავშვის გაჩენისთვის "მოემზადოს". თუმცა, სუპერფეტაციის დროს საკვერცხე ისევ წარმოშობს კვერცხუჯრედს, რომელიც შეიძლება განაყოფიერდეს. ისტორიაში სულ 10 ასეთი შემთხვევაა ცნობილი. ბოლო არის ავსტრალიელი ქალის, სახელად ქეით ჰილის შემთხვევა. ის 10 დღის განმავლობაში ორჯერ დაორსულდა. ქეითმა ორი ქალიშვილი - შარლოტა და ოლივია გააჩინა, რომლებიც ტყუპებად მიიჩნიეს, თუმცა, მათ შორის ასაკში განსხვავება 10 დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ, გოგონების წონა და სისხლის ჯგუფი განსხვავებული იყო. შესაძლებელია, სუპერფეტაცია ცხოველების სამყაროშიც მოხდეს. მსგავსი შემთხვევები ცნობილია თაგვებთან, კენგურუებთან, კურდღლებთან, კატებთან და ცხვრებთან. ასევე, ეს უნარი თევზებსაც ახასიათებთ. არისტოტელე პირველი იყო, ვინც ეს შემთხვევა შეამჩნია კურდღლებში. მისი აღმოჩენით, ერთ დროს დაბადებული ბაჭიები სხვადასხვა ზომისანი იყვნენ. ეს სუპერფეტაციის შედეგი იყო - ის კურდღლები, რომლებიც მეორე ფეხმძიმობაში ჩაისახნენ, უმცროსები და ზომაში უფრო პატარები იყვნენ. ასევე დაგაინტერესებთ:1. რა უნდა მიირთვათ ორსულობისას, რათა ჯანმრთელი შვილი გეყოლოთ 2. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება 3. როგორ დავაძინოთ ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - 12 სასარგებლო ხერხი 2280 1-ს მოსწონს
|