x
image
_K_
რა უნდა მიირთვათ ორსულობისას, რათა ჯანმრთელი შვილი გეყოლოთ
imageადამიანების უმეტესობამ იცის, რას ნიშნავს ჯანსაღი დიეტა. თუმცა, ორსულობის დროს სხეულის მოთხოვნები იცვლება, რას იმას ნიშნავს, რომ ფეხმძიმე ქალს დამატებითი პროტეინები, ვიტამინები და მინერალები სჭირდება. მაგალითად, ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრის განმავლობაში სხეულს ყოველდღე 300-500 კალორიით მეტი სჭირდება, რათა დედისა და მუცლად მყოფი ბავშვის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამას გარდა, ბავშვის გაჩენის პირველი რამდენიმე თვე ძუძუთი კვების დროსაც დამატებითი კალორიები სჭირდება დედას.


სტატიაში გაგაცნობთ სიას, თუ რა უნდა ჭამოს მომავალმა დედამ ფეხმძიმობის ყოველი კვირის განმავლობაში.








ადრეული კვირები

imageორსულობის ადრეულ კვირებში მიღებული საჭმელი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის საკვებ მარაგს ქმნის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საკვების ერთგვარი რეზერვური შეიქმნათ. ამ დროს ჩანასახის განვითარებისთვის კარგი იქნება ფოლიუმის მჟავით, იგივე B ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება. ბოსტნეულის ჭამა შეიძლება დაგეხმაროთ ღებინების შემცირებაში.


მაშ ასე, ორსულობის საწყის ეტაპზე მიირთვით:


✸ სალათის ფურცლები;

✸ ბროკოლი;

✸ კვერცხი;

✸ ლობიო.








მეოთხედან მეთორმეტე კვირამდე

imageდაახლოებით ორსულობის მეექვსე კვირიდან თქვენი პატარას სისხლის წითელი უჯრედები იწყებს წარმოქმნას, გულიც ამ დროს ფორმირდება. ამ ეტაპზე უნდა მიირთვათ რკინით მდიდარი პროდუქტები, რათა პროცესს დაეხმაროთ. არავეგეტარიანული საკვები ბევრ რკინას შეიცავს, თუმცა, თუ ვეგეტარიანელი ხართ, დალიეთ ხილის წვენები, რომლებიც C ვიტამინით იქნება მდიდარი.


ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით მიირთვით:

✸ რძის პროდუქტები;

✸ კვერცხი;

✸ ხორცი;

✸ ზღვის პროდუქტები.




ორსულობის პირველი ტრიმესტრის დასრულების შემდეგ ბავშვის ტვინი სხეულის სხვა ნაწილებზე უფრო სწრაფად იწყებს განვითარებას. ამ დროს საჭიროა ომეგა 3-ითა და DHA-ით მდიდარი პროდუქტების მიღება:

✸ სკუმბრია;

✸ სარდინები;

✸ პრენატალური ვიტამინები, რომლებიც შეიცავს EPA-ს ან DHA-ს.







მეცამეტედან 28-ე კვირამდე

imageამ პერიოდში ბავშვი სწრაფად ვითარდება, რის გამოც ბევრი საკვები გჭირდებათ.


მიირთვით ბეტა-კაროტინითა და DHA-ით მდიდარი საკვები ბავშვის კარგი მხედველობისთვის:

✸ სტაფილო;

✸ კარტოფილი;

✸ სალათის ფოთლები;

✸ სკუმბრია;

✸ სარდინები.




მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები ძვლების სიძლიერისთვის:

✸ რძე;

✸ იოგურტი;

✸ ტოფუ (იაპონური სოიოს ხაჭო);

✸ ყველი;

✸ სარდინები.




ვიტამინი D ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში ეხმარება:

✸ სარდინები;

✸ ქაშაყი;

✸ ფორტიფიცირებული რძე.


დნმ-ის სწორად ფუნქციონირებისთვის მიირთვით:

✸ წითელი ხორცი;

✸ მოლუსკები;

✸ ლობიო;

✸ თხილი და კაკალი;

✸ მარცვლოვანი საჭმელი;

✸ რძის პროდუქტები.








29-ედან მე-40 კვირამდე

imageორსულობის ბოლო კვირის განმავლობაში საკვებ რაციონს ბევრი რამ უნდა დაამატოთ.


ვიტამინ K-ით მდიდარი პროდუქტები სისხლის შედედებას ეხმარება:

✸ ხუჭუჭა კომბოსტო;

✸ სალათის ფოთლები;

✸ ფოთლოვანი ჭარხალი;

✸ ბროკოლი;

✸ ყვავილოვანი კომბოსტო.




კალციუმითა და მაგნიუმით სავსე პროდუქტები საჭიროა ძლიერი ძვლებისთვის:

✸ რძე;

✸ ყველი;

✸ პარკოსანი მცენარეები;

✸ ავოკადო;

✸ ბანანი;

✸ ჟოლო.




სელენით მდიდარი საკვები კი საჭიროა ფილტვების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის:

✸ ბრაზილიური თხილი;

✸ კვერცხი;

✸ ბრინჯი.








მშობიარობის შემდეგ

imageძალიან მნიშვნელოვანია, მშობიარობის შემდეგ თავს მოუაროთ. ყველაფერი, რასაც ამ დროს შეჭამთ, გავლენას ახდენს რძეზე, რომლითაც ახალშობილს კვებავთ. გარდა ამისა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც აუცილებელია.


სპილენძით მდიდარი პროდუქტები თავიდან აგაცილებთ ანთებას და გაღიზიანებას:

✸ სეზამი;

✸ ნუში;

✸ კეშიუ (თხილის სახეობა).




ბეტა-კაროტინი ბავშვს მხედველობის განვითარებაში ეხმარება. მისი თვალები დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში ვითარდება და ყალიბდება. აუცილებლად მიირთვით:

✸ სტაფილო;

✸ კარტოფილი.




მაღალკალორიული საკვები ძალიან მნიშვნელოვანია. ძუძუთი კვების დროს ქალებს დაახლოებით 300 კალორიით მეტი სჭირდებათ, ამიტომაც ჭამეთ ბევრი, მაგრამ აუცილებლად იკვებეთ სწორად!




გისურვებთ ბედნიერ დედობას!

ეკატერინა რაგოზინას ფოტოები







ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისგან იღებს სიამოვნებას ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას

image


2. რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ

image


3. 11 ფრაზა, რომელიც ორსულ ქალს არ უნდა უთხრათ

image

0
406
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0