x
image
_K_
ჰიგიენასთან დაკავშირებული 6 შეცდომა, რასაც ყოველდღე ვუშვებთ
imageიმისთვის რომ ჯანმრთელები ვიყოთ, ჰიგიენის წესები ზუსტად უნდა დავიცვათ. ბევრი ადამიანი გაკვირვებული რჩება, როცა იგებს, რომ მთელი ცხოვრება ყოველდღიურ საქმეს არასწორად აკეთებდა. სტატიაში ჰიგიენასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებას გაგაცნობთ. გაითვალისწინეთ!






1. შხაპს ძალიან ხშირად ვიღებთ.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შხაპის ხშირად მიღება ისეთივე ცუდია, როგორც ბანაობაზე საერთოდ უარის თქმა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტების თქმით, ძალიან ხშირად ბანაობა კანს აშრობს და აზიანებს, რის შემდეგაც მიკრობები უფრო მარტივად აღწევენ ორგანიზმში. ექსპერტები გვირჩევენ, დღეში ერთზე მეტჯერ არ მივიღოთ შხაპი. მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

image






2. ტუალეტში შესვლამდე ხელებს არ ვიბანთ.

ბაქტერიები მხოლოდ ტუალეტში კი არა, მთელ სახლში არსებობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ისინი თქვენს დაუბანელ ხელებზეც იმყოფებიან. ტუალეტში შესვლისას სხეულის ისეთ პერსონალურ ნაწილებს ეხებით, რომელზე მიკრობების მოხვედრაც განსაკუთრებით სახიფათოა. ასე რომ, ხელების დაბანა ტუალეტში შესვლამდე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მოხმარების შემდეგ.


image






3. ჩასარეცხ ღილაკს თითის წვერით ვაჭერთ.

ალბათ, ტუალეტი სახლის ყველაზე ბინძური ადგილია. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩარეცხვიდან 90 წუთის შემდეგ ზედაპირზე ათობით ბაქტერია ჩნდება. ამიტომ ეცადეთ, უნიტაზის ჩასარეცხად თითის წვერი არ გამოიყენოთ. თუ ხელის დაბანამდე რამეს შეეხებით, ამ ხერხის წყალობით ბაქტერიას სხვაგან არ გადაიტანთ.

image






4. ერთსა და იმავე ბალიშს დიდხანს ვიყენებთ.

ბუმბულის და ბამბის ბალიშები მტვრის ტკიპებისთვის და ობის მიკრობებისთვის ნამდვილი სამოთხეა. დროთა განმავლობაში შეიძლება ისინი ადამიანის სახეზე აღმოჩნდნენ და ისეთი კანის დაავადება გამოიწვიონ, როგორიც დემოდიქოზია. კვლევის მიხედვით, ტკიპა ხელს უწყობს ალერგიის გაჩენასაც, რაც, თავის მხრივ, იწვევს ცხვირის დაგუბებას, სიმსივნეს ან რესპირატორული ორგანოების ინფექციას. იმავე კვლევის რეკომენდაციის მიხედვით, ბალიში კვირაში ერთხელ მაინც, მინიმუმ 54°C-ზე უნდა გაირეცხოს.

image






5. გვძინავს შინაურ ცხოველებთან ერთად.

როგორც ჩანს, ჰიგიენის წესები ღამითაც უნდა დავიცვათ. ერთ-ერთი კვლევა გირჩევთ, არ დაიძინოთ ძაღლებთან ან კატებთან ერთად ერთ საწოლში. კარგად დაბანილი ცხოველის ბეწვზეც კი უამრავი ბაქტერია იყრის თავს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ბუბონური შავი ჭირიც კი გამოიწვიოს. არ ვგულისხმობთ შუა საუკუნეებს, ჩვენ თანამედროვე პერიოდზე ვსაუბრობთ! სტატისტიკის მიხედვით, 1977-დან 1998 წლამდე 23 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ეს მომაკვდინებელი დაავადება ადამიანს კატისგან გადაედო.

image






6. სახეს საპნით ვიბანთ.

ზოგი ადამიანი არასწორად ფიქრობს, რომ თუ სახეს დღეში ორჯერ დაიბანს საპნით, ამით სუფთა კანს შეინარჩუნებს და ინფექციებს თავიდან აირიდებს. სინამდვილეში, საპონი პროვოცირებს ინფექციის გაჩენას. დერმატოლოგები აღნიშნავენ, რომ საპონი სახის დასაბანად არ შექმნილა. მისი გამოყენებისას კანზე არსებულ დამცავ ბარიერს ანადგურებთ და კანის pH დონეს შლით.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიისგან - 10 მნიშვნელოვანი რჩევა

image


2. თავის მოვლის 11 უცნაური მეთოდი, რომელიც ამართლებს - ეს უნდა იცოდეთ!

image



3. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ თევზის ქონს ყოველდღე მიირთმევთ

image


4. რა უნდა მიირთვათ, რომ ალცჰაიმერი თავიდან აირიდოთ - 5 აუცილებელი და 3 სავალალო პროდუქტი

image


5. ბიპოლარული აშლილობის 7 ნიშანი, რომელსაც ხშირად აიგნორებენ

image

1
1404
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1404
  
2020, 19 მარტი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1