ქალი და მამაკაცი არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ ( ნაწილი პირველი ) 2018, 26 ივნისი, 14:32 არ დაიჯერებთ, მაგრამ ისინი ნამდვილად იყვნენ ე.წ. "მოულოდნელი წყვილები". ამ ვარსკვლავების სიყვარულის ისტორიები წუთიერ გატაცებებზე, ვნებაზე იგებოდა და რაც მთავარია, როგორც სწრაფად იწყებოდა, ისევე სწრაფად ქრებოდა. წლების გასვლის შემდეგ კი თითოეული მათგანის რომანი მოგონებებში და არცთუ იშვიათად, არასასიამოვნო წარსულში აბრუნებდა სტატიის გმირებს. შეიძლებოდა ამ წყვილების სიყვარული სხვაგვარად დასრულებულიყო და ბედნიერი გაგრძელება ჰქონოდა, მაგრამ არსებობდა სერიოზული მიზეზები, რამაც ხელი შეუშალა ამ შედეგს. სარა ჯესიკა პარკერი და რობერტ დაუნი - უმცროსი. ამ წყვილს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამერიკული გამოცემები ძალიან ანებივრებდნენ და ისინი მუდამ ჟურნალისტების საყვარელ გმირებად აღიქმებოდნენ. 1984 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან დაიწყო მათი რომანი. რობერტ დაუნი იმ დროს აღმავლობის ზენიტში იყო, მაგრამ ცუდ ნივთიერებებზე გახდა დამოკიდებული და ამიტომაც დაშორდა სარა, რომელმაც მალევე შექმნა ოჯახი და სამი შვილის დედაა. ასევე დაიწყო მისი აღზევება ფილმით "სექსი დიდ ქალაქში". რიტა ორა და ბრუნო მარსი. მომღერალი მადონას მსგავს სიყვარულზე ოცნებობდა და შოკისმომგვრელად აღწერს ბრუნოსთან რომანს, რომ მათი ურთიერთობა 18 წლის ასაკში დაიწყო და ეს იყო მისი მგზნებარე, თავშეუკავებელი ვნება, რომელიც სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელებულა. შოუბიზნესის სამყაროში ცნობილი წყვილი დღეს მხოლოდ ახლო მეგობრები არიან.მილა კუნისი და მაკალაი კალკინი, რომლებიც ერთმანეთს სრულიად ბავშვები, 2002 წელს შეხვდნენ. მაკალაი ოცნებობდა ლამაზ სახლზე, ოჯახზე, მოსიყვარულე ცოლის სამზარეულოში ფუსფუსსა და შვილებზე. წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც მაკალაიმ მილას ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რასაც აქტიურად მოჰყვა მსჯელობა მათი სასწრაფო დაქორწინების თაობაზე, მაგრამ ბოლო მომენტში მილა კუნისმა უარი უთხრა კალკინს და ახლო მეგობრებში მსახიობი საუბრობდა, როგორი მოსაწყენი იყო კალკინთან, წიგნების კითხვა ბუხრის წინ და ბევრი საუბარი მომავალ ოჯახზე.სიყვარულმა ასაკი არ იცისო და სანდრა ბალოკის შემთხვევაშიც ასე მოხდა, როცა მსახიობმა 19 წლით უმცროს რაიან გოსლიმგზე გააკეთა არჩევანი. ერთი მხრივ ამ რომანს ხელი არ შეუშლია ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის წარმატებების მიღწევაში. ორი მარტოსული - ახალგაზრდა რაიანი და ნათელი მომავლით, სანდრა ბალოკი. ეს სიყვარულის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა და როგორც სხვა შემთხვევაში, ისინი დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა კიდევ ერთხელ გააოცა მაყურებელი თავისი შოკისმომგვრელი ხუმრობით. მისმა ქორწინებამ ინჟინერ რენატა ბლაუელთან სიურპრიზი გამოიწვია, მაგრამ ერთობლივი ოჯახური ცხოვრება მხოლოდ 4 წელი გაგრძელდა და შემდეგ ისინი სკანდალების გარეშე, მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ მოგვიანებით მომღერალმა განაცხადა, რომ ის" არასოდეს ყოფილა რომანტიკული ქალი". 366 4-ს მოსწონს
|