ქალი და მამაკაცი როგორ დაიხსნა ბრედ პიტმა მეუღლე დეპრესიისაგან? 2013, 27 მარტი, 5:47 როცა ამ წყვილს უყურებ ბედნიერს და გალაღებულს, შენც გიხარია და ტკბები მათი ბედნიერებით.მილიონი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების, ანჯელინას მძიმე ავადმყოფობის და ა.შ. შესახებ. გასულ წელს ინტერნეტში განთავსდა ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედ პიტის გულრწფელი განცხადება.ეს არ არის სიტყვები, რომელიც მისი ოჯახური ცხოვრების საუკეთესო ეტაპებს შეიცავს, არამედ ეს სიტყვები სიყვარულით და სითბოთია გაჟღენთილი თავისი მეუღლის მიმართ. ალბად ძნელი სათქმელია ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ისინი გაყრის ზღვარზე არიან ან ჯოლი მძიმედ ავადაა.სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება ბრედ პიტი თავის ინტერვიუში. -" ჩემი მეუღლე ავად იყო, რაზეც სულ ნერვიულობდა.დაძაბული იყო სამსახურში არსებული პრობლემების გამო, ბავშვებთან ურთიერთობაში, წონაში დაიკლო 15 კილოგრამი და35 წლის ასაკში 40 კილოგრამს იწონიდა.გამუდმებით ტიროდა, აღარაფერი აღარ უხაროდა, გრძნობდა იმედგაცრუებას, ყოველთვის გულსა და თავს იტკიებდა, ღამეები არ ეძინა და ჩვენი ურთიერთობები უკვე ზღვარზე იყო.მისი სილამაზე სადღაც ქრებოდა.დადიოდა მოხრილი, საკუთარ თავს აღარ უვლიდა.უარს ამბობდა ფილმებში მონაწილეობაზე-აბსოლუტურად ნებისმიერ როლზე.დავკარგე იმედი და მეგონა, რომ მალე დავშორდებოდით." თუმცა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დამეწყო მოწმედება, რადგან მე ხომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი მარგუნა ღმერთმა, ის ხომ დედამიწაზე არსებული ნახევარი მამაკაცებისა თუ ქალების იდეალია და მე კი საშუალება მაქვს მასთან ერთად დავიძინო და მოვეხვიო.დავიწყე მისი განებივრება კომპლიმენტებით, კოცნებით, ყვავილებით, ვუკეთებდი სიურპრიზებს, ვუხალისებდი ყოველ წუთს, საზოგადოებაში სულ მასზე ვლაპარაკობდი და ვაქებდი". არ დაიჯერებთ, მაგრამ ანჯელინა გაიფურჩქნა, ის იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე იყო.მართალია ჯერ სრულად არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო წონაში მომატება, აღარ ნერვიულობს, იმაზე უფრო მეტად შემიყვარა, ვიდრე აქამდე ვუყვარდი. არც კი მეგონა, თუ ასეთი სიყვარული შეეძლო.მე კი ერთ რამეს მივხვდი, რომ ქალი-ეს არის მამაკაცის სახე და თუ სიგიჟემდე გეყვარება, ის იქცევა შენად"-განაცხადა ბრედ პიტმა. დღეს კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანჯელინა სრულიად გამოჯანმრთელდა და ის ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფება ოფიციალურ ვიზიტად სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. . 336 34-ს მოსწონს
|