ქალი და მამაკაცი ლამპარდი ტელეწამყვანზე ქორწინდება (+ ბევრი ფოტო ) 2013, 30 აგვისტო, 20:43 საზოგადოების ძალიან დიდი ყურადღება ფრენკ ლამპარდზე და მის მომავალ საცოლეზეა მიპყრობილი."ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელის უახლოესი მომავალი კი გარკვეულია.ცოტა ხნის წინ მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და აცნობა, რომ უახლოეს მომავალში ტელეჟურნალისტ ქრისტინე ბლეაქლეიზე დაქორწინდება. ფეხბურთელი და მეგობარი გოგონა უკვე 4 წელია ერთმანეთს ხვდებიან და ამჟამად მათი ურთიერთობა იმდენად მყარია, მტკიცედ გადაწყვიტეს დაქორწინება: - " ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთად არ ვართ სიცრუეა.ქრისტინე ჩემი საუკეთესო მეგობარია და ჩვენ ორივემ ვიცით რასაც ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ.ჩვენ წინასწარ არ ვგეგმავთ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვცვლი და ამ წელში უეჭველი ვიქორწინებთ.თუმცა ზუსტად როდის, ამას არ გეტყვით, რადგან არაა საჭირო ბევრი ინფორმაცია გქონდეთ.ეს ჩემი სტილია." - აცხადებს ფეხბურთელი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფრენკის ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან ელენთან მაშინ დასრულდა, როდესაც დედა გარდაიცვალა - 2008 წელს.მას შემდეგ, რაც პეტი გარდაიცვალა, ფრენკის ცხოვრება შეიცვალა, მან ძალიან გაუჭირდა რეალობასთან შეგუება, მაგრამ სწორედ ამიტომ უწოდებს ქრისტინეს თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს, რომელიც ძალიან დაეხმარა ვარსკვლავს თვალი გაესწორებინა რეალობისთვის. მიმდინარე წლის მაისის თვეში მან ახალ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი დასავლეთ ლონდონის გუნდ "ჩელსისთან", სადაც ახლახანს დაიწყო ახალი სეზონი. ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ წყვილს. 76 12-ს მოსწონს 1-ს არა
|