ქალი და მამაკაცი საიდუმლო გახსნილია: პუგაჩოვას კუბის პრეზიდენტთან ფიდელ კასტროსთან სამ დღიანი რომანი ჰქონდა 2014, 6 ივნისი, 1:54 ალლა პუგაჩოვას ყველაზე ცნობილი სიმღერა "Три счастливых дня" სავარაუდოდ იყო იმ იდუმალი მოგზაურობისთვის შექმნილი, რაზეც დღეს საუბრობს პრესა.ჰქონდა თუ არა კუბის პრეზიდენტს ფიდელ კასტროს რომანი პრიმადონასთან? ამ სიმღერის აჟღერება სწორედ იმ დროს უკავშირდება, როდესაც მომღერალს ხანგრძლივი გასტროლი ჰქონდა კუბაში, შემდეგ კი დასავლეთში. ქალი, რომელიც მღერის, მის გარშემო ყოველთვისაა დიდი ლეგენდები და ალლას მოღვაწეობის მანძილზე კი სიმღერა " სამი ბედნიერი დღე" ერთ - ერთ იდუმალებით მოცულ ინციდენტს უკავშირდება. კუბაში ტურნირის დროს კონცერტის შემდეგ მოულოდნელად ალა პუგაჩოვა დაიკარგა. ეს იყო 1981 წლის მაისი.მომღერალს მსახიობების დიდი არმია ახლდა თან, რადგან გასტროლი დასავლეთისკენ უნდა გაეგრძელებინათ. მოგეხსენებათ, მსახიობები რა განგაშის ზარს შემოჰკრავდნენ და სწორედ ამ დროს ფიდელ კასტროს თანაშემწემ აცნობა მათ, რომ არ მოეძებნათ პუგაჩოვა სამი დღე, რომ ის თავად გამოჩნდებოდა. მართლაც ასე მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ალლას ნიჭით მოხიბლული კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო მზად იყო პრიმადონა თავისთან ერთ - ერთ რეზიდენციაში მიეწვია, ისე, რომ ამის შესახებ არავის არ უნდა სცოდნოდა. დღეს კი 33 წელი გავიდა ამ იდუმალებით მოცული " ბედნიერი სამი დღიდან", რადგან მაშინდელი "ЧП КГБ" შეეცადა ყველანაირი კონტაქტი და კვალი დაემალა და გამოუვიდათ კიდეც. აქამდე არავინ იცოდა მომღერალს კუბის პრეზიდენტთანაც თუ ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა.არა და მომღერლის "უგზოუკვლოდ დაკარგული სამი დღე" ხომ ყველაფერზე მიუთითებს. 185 10-ს მოსწონს
|