x
image
ვიზა კოხაძე
რა კავშირშია ავსტრალიელი მოდელი მირანდა ქერი კანადელ მომღერალთან - ჯასტინ ბიბერთან და რას წერს ბრიტანული პრესა
image
ბრიტანული პრესა აქტიურად წერდა მირანდა ქერისა და ბრიტანული ფილმების ვარსკვლავის - ორლანდო ბლუმის განშორების შესახებ. დღეს კი სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტოები ტოპ - მოდელის და კანადელი მომღერლის - ჯასტინ ბიბერისა, სადაც მათი ჩახუტების კადრია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე იგივე ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომღერალი არც კი ცდილობს განშორებულ ცოლ - ქმარს ურთიერთობების აღდგენაში დაეხმაროს, პირიქით, საზოგადოება გააოცა 30 წლის მოდელის ფოტოებმა, რომელიც მას ბიბერთან აქვს გადაღებული და რომლებიც 'Bieber fever" - ზე განთავსდა. გასაკვირია, თუ რატომ დაინტერესდა ჯერ კიდევ "პატარა თინეიჯერზე" მოდელი, მაგრამ როგორც ამბობენ, ამას თავისი უამრავი მიზეზი აქვს, რაც ორლანდოს "ველურ ეჭვიანობას" გამოიწვევს.image

ავსტრალიელი მოდელი, რომელიც ჯასტინზე 11 წლით უფროსია, გასული წლის ნოემბრის თვეში, შოუბიზნესის ვარსკვლავების ერთ - ერთ საღამოზე, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა, ერთი საათის განმავლობაში განმარტოვდა კანადელ მომღერალთან. აღნიშნულის შესახებ წყარომ არ დააყოვნა და ორლანდოს აცნობა გავრცელებული ჭორი.როგორც შემდეგ მსახიობმა განაცხადა, ადგილი ჰქონდა რაღაც ფლირტს და არა სერიოზულ ურთიერთობას, რის გამოც არ ღირდა ეჭვიანობა.

ახლა ისიც ირკვევა, თუ როგორ გულშემატკივრობდა მირანდა ქერი ბიბერის მუსიკას და საკუთარ შვილსაც - 2 წლის ფლინსაც კი ასწავლიდა, თუ როგორ უნდა წარმოეთქვა "'Bieber fever".

image


გავრცელებული ჭორის შესახებ ჯასტინ ბიბერმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მეზობელ სასტუმროში სხვა მოდელებიც იმყოფებოდნენ და "დეფილეს" ყველა ერთად ესწრებოდა, გარდა ამისა ის მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო და საკუთარი თავი "კატას" შეადარა: - " კატა, რომელმაც ცოტა კრემი დაიმსახურა, რათა სუპერმოდელების გვერდით მოიპოვოს ადგილი".

როგორც უახლოესი გარემოცვა ამბობს, ორლანდო ძალიან მოწყენილი იყო, რაზეც ასევე მეტყველებს მათი ბოლო, გამოსამშვიდობებელი საღამო, როცა ისინი პაპარაცებმა ძლიერ ჩახუტებულები დააფიქსირეს, თუმცა არც ერთს საქორწინო ბეჭედი ხელზე აღარ ეკეთა.უამრავი სტატია დაიწერა წყვილის განქორწინების შესახებ, თუმცა ზუსტი მიზეზი განშორებისა, არავინ იცის. იმედია, ამ ულამაზესი წყვილის განშორების არც საბაბი და არც მიზეზი "ლაწირაკი" თინეიჯერი არ იქნება.image

2
444
16-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
444
  
2013, 31 ოქტომბერი, 13:24
ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
რას გავს
2013, 31 ოქტომბერი, 11:46
იმედია რა გულის ამრევია სიტუაცია
0 1 2